♀♥ Girls Rule ♥♀

All This Girl Stuff...

რეკლამა

ავტორები

  • CheshireCat
  • HoNeY
  • Sweet
  • Taboo
  • The Sun
  • Unknown
  • Unknown
  • მარიამ ბლანკი¹³
  • gvanci

Followers



ვგონებ არც თუ ისე უინტერესო იქნება ეს სტატია ბლოგზე.

ყველას აქვს მისი პირადი ცხოვრება, ცხოვრება და სიამოვნება, ხოლო იმისათვის რომ ჩვენი სიამოვნების განცდა არ მოგვიწიოს ეულად (ნუ თუ შეიძლება მაგ შემთხვევას ვუწოდოთ სასიამოვნო, მაშინ როცა ეულად ხარ) არ იქნებოდა ურიგო გავცნობოდით მეტ-ნაკლებად საზრიან და სანდო სტატიიას.


მიუხედავად იმისა რომ ვფიქრობ ეს წესები ყველა ქალმა იცის ქვეცნობიერად, არ იქნება ურიგო ამის შეხსენება არგუმენტირებულად.

1) სიცილი
უნდა აღინიშნოს რომ სიცილი მამაკაცთან საწოლში (მისი სიამაყის შემხედვარე) არაფრით არ შეიძლება მიუხედავად იმისა იცინით თქვენ სიამაყისა და ბედნიერებისაგან, თუ გაგახსენდათ სასაცილო სიტუაცია და ა.შ.
ასეთ შემთხვევაში მამაკაცი აუცილებლად განაწყნედება და შემდეგ მისი დარწმუნება იმაში, რომ თქვენ არ გაგეცინათ მის მოძრაობა, აღნაგობა თუ მიხვრა მოხვრაზე ფაქტიურად შეუძლებელი იქნება. აქვე უნდა აღინიშნოს რომ სექსის დროს სიცილი ასევე შეურაწყობს ქალსაც.




2)პარტნიონების რაოდენობის ხსენება
საუკეთესო ვარიანტია თუ ამ თემას საერთოდ არ შეეხებით.თუ მაინც და მაინც მამაკაცი არ გეშვებათ და უნდა სიმართლის გაგება შეგიძლიათ უპასუხოთ 1 (თუ ეს სიმართლესთან ახლოა), ან შესაძლებელია უპასუხოთ რამოდენიმე (თუ პარტნიორები იყვნენ 10მდე ან ცოტა მეტი :) ) ძირითადად ასეთ შემთხვევებში მამაკაცი მომართულია იმისაკენ რომ დაიჯეროს თქვენი ნათქვამი. შესაძლოა ის ამბობდეს, რომ მას უბრალოდ აინტერესებს და მეტი არაფერი, ამ შემთხვევაშიც კი, არ ღირს ზუსტი დეტალებისა და რაოდენობის დასახელება, მისივე კეთილდღეობისათვის. ნებისმიერ ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე მამრსაც კი სიამოვნებს "პირველობა" და შესაძლოა სიმართლის ცოდნის შემთხვევაში მან არაფერი თქვას, ის ამას როდისმე მაინც ცუდად გაიხსენებს.


3)წინა თაყვანისმცემლების ცუდად მოხსენიება
განსაკუთრებით არ შეიძლება მათ სექსუალურ შესაძლებლობებზე ყურადღების გამახვილება, თუნდაც თქვენ გინდოდეთ ახლანდელი პარტნიორისათვის "კომპლიმენტის" გაკეთება. ამის შედეგად შესაძლოა მის თავში მინიმუმ 2 ასეთი აზრი გაჩნდეს : " ჩვენ რომ დავშორდებით მეც ასე გამანადგურებს" ან "იქნება ამას სჭირს რამე ყველა ესეთი დებილი თუ ამასთან იყოო". დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ, რომ არც ერთი აზრი ჩვენს სასარგებლოდ არ არის.ყველაფერ ზემო ხსენებულს ჯობია თქვათ დაახლოებით ასე : "ჯერ არასოდეს ვყოფილვარ ასე კარგად".


4)ყოფილების გახსენება
მამაკაცებს შეურაწყობთ ისეთი ფრაზებიც კი როგორიცაა " გუშინ ვნახე X მისი შვილით , რა საყვარელი ბავშვუკელა ყავს" .
ასევე თქვენი მამაკაცისათვის შეურაწმყოფელი იქნება წარსულიდან პატარა სიტუაციის გახსნებაც კი სადაც ფიგურირებს თქვენი ყოფილი.




5) ყველაფერში სიმართლის თქმა
არც ისე იშვიათია რომ მამაკაცებს(ისვეროგორც ქალებს) უნდათ იცოდნენ მათ პარტნიორზე ყველაფერი: ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობის დეტალოებიდან დაწყებული მათ ახლანდელ ურთიერთობებში არსებული შეგრძნებებით დამთავრებული. სექსუალური სიახლოვე და ემოციური მიჯაჭვულობა თიტქოს საკმარისი მიზეზებია იმისათვის რომ ორივე ნახევარმა მშვიდად მოისმინოს ყველა წარსულისა თუ აწმყოს ისტორიები და განცდები , იმ იმედით რომ " ჩვენ ხომ ასე კარგად და ამდენი ხანია ერთად ვართ და უკვე ხელსვ ვერარაფერი შეგვიშლის". ზუსტად ეს არის შეცდომა. იცოდეთ ეს არათუ საკმარისი საერთოდ არაფრის მომცემი პირობაა ეგეთი საუბრებისათვის. არ ღირს პარტნიორის განაწყენება ისიც წარსულის გამო. არ დასვათ შეკითხვები და თვითონაც უარი თქვით პასუზე.

6)ტკივილის მიყენება
მიუხედავად იმისა დნება თუ არა პარტნიორი თქვენი გრძელი ფრჩხილების დანახვისას (სავარაუდოა რომ მაგაზე მხოლოდ თქვენი მეგობრები დნებიან), მაინც არ ღირს მისთვის ზურგის დაკაწვრა , ვნების შემოტევისას. ის რაც ეკრანზე შესაძლოა ძაიან ეროტიულად გამოიყურებოდეს, რეალურ ცხოვრებაში ფრიად მტკივნეულია.


7) არასასიამოვნო სუნები და არომატები
კაცები ძალიან მძაფრად გრძნობენ ქალის სხეულზე არსებულ ყველა სუნს, იმდენად მძაფრად გრძნობენ რომ შესაძლოა ერთი "არომატის" გამო საერთოდ გაუქრეთ სურვილი. ნუ ეცდებით სხეულზე სუნამო იპკუროთ უკეთესი შედეგისათვის. მამაკაცისათვსი სხეულის ბუნებრივი სურნელი ყველაზე მისარები და ყველაზე საყვარელია, ასე რომ ჯობია თქვენს სხეულს წყლის წვეტების, შხაპის გელის, ტანის კრემისა და რბილი პირსახოცის ხაოების ერთობლივი არომატი ამკობდეს რაც თქვენი სხეულის ჭეშმარიტ სურნელებასტან ახლოა და ქმნის კიდეც მას.






მოკლედ ასე ეს იყო მოკლე ექსკურის ადამიანურ შეცდომებს შორის.
იმედია გამოგადგებათ....

ორგაზმი არ მოგკლებოდეთ :)




განაგრძე კითხვა...

ამ კვირაში ისეთ სტუმარს ველოდები სახლში, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. (გოგოა)

მინდა რომ პირველი დახვედრა ისეთი იყოს რომ მეორედაც მოუნდეს გამოსვლა.

მე კი ვფიქრობ, როგორ მოვემზადო და ვაგროვებ იდეებს გემრიელობების დასახვედრებლად! თან ისეთი რამეები მინდა, რომ სიცხეში კარგად წავიდეს და ბევრი წვალება არ დასჭირდეს და უხერხულად არ იგრძნოს თავი მეგობარმა: ”ჩემთვის შეწუხებულაო”.

Girls_by_Zzanthia

მოკლედ გადაიკითხეთ ჩემი იდეები და დაამატეთ ისეთი რამე, რისი დახვედრაც თქვენ გესიამოვნებოდათ, დაქალთან რომ მისულიყავით გასართობად.

რაც მომაფიქრდა პირის გასასველებელი:

  • ათქვეფილი ცივი ყავა ყინულით და ნაყინით
  • საზამთრო / ნესვი
  • ნაყინი ბანანით და გახეხილი კაკლით.
  • სხვა?

მაგრამ ვთქვათ თუ მოგვშივდა?

  • სენდვიჩები: ტოსტი, მდნარი ყველი, ვიჩინა
  • ჩიფსები და სუხარიკები წავა? თუ ტრუხაა მშიერ კუჭზე?
  • სხვა რა შეიძლება?

გაითვალისწინეთ ცხელა!!!

ასევე იდეები მინდა, რით გავერთოთ სახლში.

  • ვუყუროთ რამე კინოს (მაგალითად?)
  • ვიმღეროთ კარაოკეზე (რომელიც დივიდის აქვს მაგრამ ჯერ ხმარება ვერ დავამუღამე.)
  • კიდე შეიძლება კულინარიით გავერთოთ. მაგალითად ნაყინით და ხილით ვითამაშოთ და მერე შევეცადოთ ჩვენი ნაწუწავები ვჭამოთ :D
  • სხვა სხვა? მომაფიქრებინეთ :))

განაგრძე კითხვა...

მოკლედ როგორც ჩვენს ერთ-ერთ ანონიმ სტუმარს შევპირდი , ვწერ პოსტს იმის თაობაზე თუ რა შეიძლება ვაჩუქოთ ბიჭს 13 წლიდან ზემოთ .

პირველი და ყველაზე მთავარი - აქ ვეცდები დავწერო უნივერსალური , პიკანტური და ორიგინალური საჩუქრების შესახებ , ხოლო არჩევანი შემდეგ უკვე თითოეულმა თქვენგანმა უნდა გააკეთოს იმის მიხედვით, თუ რამდენად ახლო(ბელი)ა ის მამრი მასთან :) თუ ის იმ მამრთან თუ როგორცაა .

მოკლედ დავიწყე.

*ნუ პირველი და მეტნაკლებად უნივერსალური ჩემი აზრით არის ლუდის ლამაზი ბოკალი, გემოვნების მიხედვით შეილძება ის იყოს კათხის ტიპის ან მაღალ ფეხზე, შესაძლოა "წელში გამოყვანილი". აქვე დავამატებდი წიგნებსაც ისინი მართლაც ძალიან კარგი საჩუქარია .
სად მოვიძიოთ: სუპერ ბაბილონი-
კოსტავას 23,გამსახურდიას გამზ. N27, აღმაშენებლის გამზ. N144 , ჭავჭავაძის გამ. N54 ,
გუდვილი-
ფარნავაზ მეფის გამზ. N1 ,
დიდი სუპერმარკეტები(
ბიგ ბენი-ი. ჭავჭავაძის გამზ. N52 , ზემელი-შ. რუსთაველის გამზ. N37 ),
წიგნის სახლი-
პეკინის ქ. N31 ,
პარნასი-
ლესელიძის ქ. N33 .


*შემდეგი რჩევა შეეხება ჩასაცმელსა და აქსესუარებს, ნუ ამ შემთხვევაში არჩევანი იმის მიხედვითაა იცით თუ არა თქვენ სამიზნე მამაკაცის ტანსაცმლის ზომები. ყოველი შემთხვევისათვის დავწერ აქ შესაძლო ვარიანტებს.
ესეიგი შესაძლებელია ვაჩუქოთ ლამაზი სვიტრი, პერანგი ან ჟილეტი, ასევე თუ ის ძალიან ახლობელია გირჩევდით ტრუსების ჩუქებასაც . აქსესუარებიდან აჯობებს ქამარის, ქუდის ან კაშნის ჩუქება.
სად მოვიძიოთ: Celio ,
Tom tailor ,
David-
ჭავჭავაძის გამზ. N15,
Elkani,
GTC-
ვეკუას ქ. N3 ცენტრი,
ჯორდანო-
ვაჟა -ფშაველას გამზ. N20 , ჭავჭავაძის გამზ. N48 ,რუსთაველის გამზ. N1 ,
Dani-
ჭავჭავაძის გამზ. N30,
Lacoste-
ჭავჭავაძის გამზ. N50.,
ტრუსარდი -
გ. ტაბიძის ქ. N3/5 ,
ჰუგო ბოსი-
რუსთაველის გამზ. N37,
ÂÀÒÃÄÒÏÁÉ-
ÒÖÓÈÀÅÄËÉÓ ÂÀÌÆ.50,

*მორიგი ეტაპი ეს არის პარფიუმერია და პირადპი ჰიგიენის ნივთები, ამ შემთხვევაში ძირითადად გამოვყოფდი საპარს საშუალებებს, რომელიც ძალიან დიდი არჩევანით მოიპოვება ბაზარზე და ასევე ოდეკოლონსა თუ ჩვეულებრივ ტუალეტის წყალს. ამ უკანასკნელის არჩევა საკმაოზე რთულია, თუ რა თქმა უნდა ზუსტად არ ვიცით მამაკაცის გემოვნება, თუმცა თუ მიახლოებით მაინც გახსოვთ მისი სუნი შესაძლოა შეიძინოთ რაიმე მსგავსი არომატის მქონე საჩუქარი :)
აქვე დავამატებდი
არომატული საპნებისა და ზეთების მთელ ჯარ :)
სად მოვიძიოთ:
YVES ROCHER- ÒÖÓÈÀÅÄËÉÓ ÂÀÌÆ. 2/4 ,
ისი პარი- რუსთაველის გამზ. N34 , წერეთელის გამზ. N69 , ვაჟა-ფშაველას გამზ. N20 , ილია ჭავჭავაძის გამზ. N11 .
ვულე-ვუ -
მარჯანიშვილის ქ. N19 , ჭავჭავაძის გამზ. N42 , პეკინის ქ. N27 , მელიქიშვილის გამზ. N18 .
Goodwill-ფარნავაზ მეფის გამზ. N1 ,
The World of Soap.

*ამის მერე მინდა გითხრათ რამოდენიმე სიტყვა სამკაულების შესახებ. ეს პუნქტიი ძააალიან სპეციფიურია თუმცა ვფიქრობ რომ აუცილებლად უნდა იყოს, რადგან არსებობენ მამაკაცები რომელიც პატივს სცემენ სამკაულებს , ატარებენ და ძალიანაც უხდებათ.
ამ ნაწილში მე მინდა ვახსენო 4 ტიპის სამკაული : ბეჭედი, საათი , სამაჯური და ყელსაბამი ან ძეწკვი .
სად მოვიძიოთ: Swatch,
GTC ცენტრი
-
ვეკუას ქ. N3 ,
მაღაზია გუკა-
ÐÄÊÉÍÉÓ Ø. 18,
დიადემა-არჯანიშვილის ქ. N18 ,
კლონდაიკი
-აღმაშენებლის გამზ. N80/82,
ალბატროს პრეზენტი-
ი. ჭავჭავაძის გამზ. N46 ,

*შემდეგი არის ოთახის აქსესუარები, თუ გვაქვს წარმოდგენა ან ზუსტად ვიცით მისი ოთახი, ვიცით, ნათქვამი აქვს რა უნდა აკლია ან უბრალოდ თვლით რომ მოუხდებოდა მის ოთახს , შეგიძლიათ თამამად შეიძინოთ ასეთი სახის აქსესუარები .
აქვე ჩავაკვახებ ელექტრო მოწყობილობებსაც.
სად მოვიძიოთ : ჩინური სახლი,
ჩემი სახლი-
აღმაშენებლის ხეივანი 12 კმ.,
ახალი ნათება ,
Elita,
Pcshop.ge,
Megatechnica
,
დანიური სახლი - კოსტავას ქ. N70,
ბელუქსი- მარშალ გელოვანის გამზ. N77,
ვალენტინი-აღმაშენებლის ხეივანი 12 კმ.

*
ოლო ვარიანტი არის სრულად თქვენზე და თქვენს ოდნებზე დამოკიდებული, რადგან ეს მოიცას მამაკაცის ინტერესების აუცილებელ ცოდნას. ვგულისხმობ რომ თუ ადამიანი აგროვებს რაიმე კონკრეტულს - მუსიკალურ ალბომებს, სასმელებს, კონსტრუქტორებს და რავიც 1000 რაღაცას უკვე ქვენ მოგიწევთ ამ ყველაფრის გარკვევა და შესაფერისი ზეორიგინალური და სასიამოვნო საჩუქრის მოძიება .
შესაძლო ვარიანტები : ერეკლე მეორეს ქუჩა,
ელს თბილისში მიმოფანტული არტ-სალონები(ხელოვანი-აღმაშენებლის გამზ. N68) , მშრალი ხიდი და არა საყოფაცხოვრებო არამედ სხვა დანარჩენი ტექნიკის მაღაზიები, ჩარდახი- შარდენის ქ. N17 ,
ÌÏÍÀÃÉÒÄ
-
ÐÖÛÊÉÍÉÓ Ø. 9, ÒÖÓÈÀÅÄËÉÓ ÂÀÌÆ. 19, ÀÙÌÀÛÄÍÄÁËÉÓ ÂÀÌÆ. 176,



ნუ მოკლედ ყველა ეს რჩევა მხლოდ ბიძგია იმისაკენ რომ თვქენით დაიწყოთ ფიქრი და აარჩიოთ საჭირო საჩუქარი საჭირო დროს , საჭირო ადამიანისათვის.
გისურვებთ წარმატებებს და ნუ ჩათვლით, რომ რაც აქ წერია საუკეთესო ვარიანტებია, გააღვიძეთ თქვენი ფანტაზია და იქნება იმ მამაკაცს, რომელსაც ხვალ დაბადების დღე აქვს თქვენი გამომცხვარი ტორტი უფრო გაუხარდეს ვიდრე ყველა ზემო ჩამოთვლილი რამ. ..

განაგრძე კითხვა...




მოკლედ გოგოებო, ცოტათი გასართობი, ცოტათი შემეცნებით და უბრალოდ ახალი პოსტის გაკეტება გადავწყვიტე.
პოსტი კი ეხება მკერდის ფორმას, ზომას და მისი პატრონის ხასიათსა და გუნება განწყობილებას. აბა იხალისეთ ->

ქ პირდაპირ ვსვავ ფოტოს რომელზეც ახსნებია ჩამოწერილი,
იმიტომ რომ ამის გადმოქართულების და დანაწევრების თავი არ მაქვს რა
:)


იმედი მაქვს გაგეღიმებათ მაინც სხვა თუ არაფერი :)


განაგრძე კითხვა...

ალბათ ძალიან ბევრი გოგოსთვის არის ნაცნობი ის შეგრძნება, როდესაც გრძნობ რომ თავი ფორმაში უნდა მოიყვანო. დაიწყო დიეტა, ვარჯიში და ა.შ. მაგრამ თავს ვერ აბავ, გეზარება, მონდომება არ გყოფნის.
ხოდა, ასეთი ამბების პრევენციისთვის ადრე მე და დოდკას გვქონდა დახურული ბლოგი, სადაც ვპოსტავდით ჩვენს ყოველდღიურ დიეტას, ანუ ვაკონტროლებდით ერთმანეთს ფაქტიურად. მაგრამ ეგეც დიდხანს ვერ გავქაჩეთ, ხოდა ახლა მაქვს ახალი იდეა..

მოკლედ ამ საიტზე www.myjane.ru, უფრო სწორად მის ფორუმზე, ვნახე ე.წ. "მარათონი"–ს თემა. ანუ თვის/სეზონის დასაწყისში "რეგისტრირდები" იმ თემაში. ანუ წერ შენს სიმაღლეს, წონას და BMI(body mass index) -ს და თვის ბოლოს შენს მიღწევებს დიეტაში. ვინც ყველაზე მეტი მოიკლო, ხდება იმ თვის გამარჯვებული. ანუ გარდა იმისა რომ კონტროლია, ერთგვარი შეჯიბრიც არის. ხოდა ვფიქრობ ხომ არ გავაკეთო პატარა ბლოგივით, სადაც შევიკრიბებით რამდენიმე მსურველი, და მოვაწყოთ პატარა შეჯიბრი. იყოს ეს ან თვის ან სეზონის განმავლობაში. ბოლოს გამოვავლინოთ გამარჯვებული. გადავცემ სიმბოლურ საჩუქარს + სიგელს(ეს იდეა უფრო დეტალურად მაქვს დამუშავებული, მაგრამ ყველაფერს ჯერ არ დავწერ)
ახლა მაინტერესებს თქვენი აზრი სამ რაღაცაზე:
1. მიიღებდით თუ არა მსგავს მარათონში მონაწილეობას?
2. როგორი იყოს ეს ბლოგი? public- ანუ სადაც ყველა წაიკითხავს შენი გახდომის ამბებს, თუ Private -სადაც მხოლოდ ისინი ნახავენ, ვინც შენთან ერთად იქნება დიეტაზე.
3. როდის დავიწყო? ივლისის ბოლოა, ბევრი აგვისტოში ზღვაზე ან დასასვენებლად წავა და ცოტა ხალხი იქნება, იქნებ სექტემბრიდან ჯობია?
მოკლედ, დააფიქსირეთ თქვენი აზრი ამ ყველაფერზე პლიზ..

განაგრძე კითხვა...

კისის ბლოგზე წავიკითხე ეს ისა – აქ დააჭირეთ რო იმასქნათ
ხოდა მოკლედ მე მასე არ შემიძლია.. უკვე 5 დღეა დედაჩემი წავიდა დასასვენებლად და უკვე საჭმლის მარაგი თითქმის დაიცალა.. ხოდა დღეს შევედი მეც პოპულიში და ვერ მოვიფიქრე რა მეყიდა :/
დიდი დიდი ხანი ვიფიქრე და ბოლოს პური, ყველის ვარენიკები და რაღაც კივის ხაჭო წამოვიღე..

ხოდა იდეები მომაწოდეთ რა კიდე რა შეიძლება ვიყიდო?

ეს გუშინ გავაკეთე
Photobucket
კვერცხი პამიდორი ყველი

განაგრძე კითხვა...

♀♥ Girls Rule ♥♀: თვის ფავორიტები





Децл, იგივე კირილ ტოლმაცკი გგგ დაიბადა 1985 წლის 22 ივლისს. 163სმ–ა სიმაღლეში და 45კგ. :user:
დეცლ – ეს მეტსახელი მიიღო სწორად სიმაღლის გამო.
მოღვაწეობს მუსიკალურ ჟანრებში: რეგი და რეპი
ბულდოგი ყავს იაშა, რომელიც ძალიან უყვარს და როგორც უმცროს ძმას ისე უყურებს..
სიმპატიური და რაღაც კაი ტიპია.. და ბავშვობაშიც საყვარელ სიმღერებს წერდა.. მაგ "ვიჩირინკა უ დეცელა დომა" "კროვ მაია კროვ" და ა.შ. ეს კროვ მაია კროვ ძაან მიყვარს..

მიეცით ხმა დეცელს!!!!


ა ხო და კიდე რო გაიზარდა ფსევდონიმი შეიცვალა და ახლა Le Truk ქვია









განაგრძე კითხვა...

♀♥ Girls Rule ♥♀: თვის ფავორიტები
Plain White T's - hey there Delilah






გადმოწერა აქედან : წკაპ


როკ ჯგუფი Plain White T's ჩამოყალიბდა ჩიკაგოში 1997 წელს. ყველაზე მეტი პოპულარობა და 2008 წლის გრემის პრემია მოიპოვა სიმღერამ
"Hey there Delilah".

Hey there Delilah
What's it like in New York City?
I'm a thousand miles away
But girl, tonight you look so pretty
Yes you do
Times Square can't shine as bright as you
I swear it's true

Hey there Delilah
Don't you worry about the distance
I'm right there if you get lonely
Give this song another listen
Close your eyes
Listen to my voice, it's my disguise
I'm by your side

Oh it's what you do to me
Oh it's what you do to me
Oh it's what you do to me
Oh it's what you do to me
What you do to me

Hey there Delilah
I know times are getting hard
But just believe me, girl
Someday I'll pay the bills with this guitar
We'll have it good
We'll have the life we knew we would
My word is good

Hey there Delilah
I've got so much left to say
If every simple song I wrote to you
Would take your breath away
I'd write it all
Even more in love with me you'd fall
We'd have it all

Oh it's what you do to me
Oh it's what you do to me
Oh it's what you do to me
Oh it's what you do to me

A thousand miles seems pretty far
But they've got planes and trains and cars
I'd walk to you if I had no other way
Our friends would all make fun of us
and we'll just laugh along because we know
That none of them have felt this way
Delilah I can promise you
That by the time we get through
The world will never ever be the same
And you're to blame

Hey there Delilah
You be good and don't you miss me
Two more years and you'll be done with school
And I'll be making history like I do
You'll know it's all because of you
We can do whatever we want to
Hey there Delilah here's to you
This one's for you

Oh it's what you do to me
Oh it's what you do to me
Oh it's what you do to me
Oh it's what you do to me
What you do to me.

ჯგუფის ოფიციალური ვებ–გვერდი: http://www.plainwhitets.com/ (ცოტა ნელა იტვირთება)

ჩემი მხრიდან შემიძლია დავამატო რომ არის საკმაოდ მშვიდი, მელოდიური სიმღერა, lovely ტექსტით :)

განაგრძე კითხვა...

♀♥ Girls Rule ♥♀: თვის ფავორიტები
იკერ კასილლას ფერნანდესი – ესპანელი ფეხბურთელი.



დაიბადა 1981 წლის 20 მაისს. ქალაქ მადრიდში.
1990–1991 წლის სეზონიდან თამაშობდა რეალ მადრიდის ბავშვთა გუნდში.
1998–99 წლებში კი გადავიდა მოზარდთა ჯგუფი, ჩაანაცვლა რა ბოდო ილგნერი.
2000 წელს ის იყო ყველაზე ახალგაზრდა გოლკიპერი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში თამაშობდა.
დღეისათვის ის არის საფეხბურთო კლუბ რეალ მადრიდისა და ესპანეთის ნაკრების ნომერ პირველი გოლკიპერი. ასევე არის ესპანეთის ნაკრების კაპიტანი.
ფოტოები:






განაგრძე კითხვა...

გამოკითხვა სათაურის ქვეშ არსებულ სლოგანზე
მოკლედ, რა ხდება, მე პირადად ვთვლი, რომ რამე 3იგინალური გვინდა, რომ იყოს სლოგანი და ამიტომ გთავაზობთ რამოდენიმე ჩემს შერჩეულს და თქვენც თუ დაამატებთ კარგი იქნება, საბოლოოდ კი ხმის უმრავლესობით ავარჩიოთ

1. Remember the Beauty behind the Pain
2. Remember the WOMAN inside the small lost child
3. ქალის სურნელი
4. G-reat I-deas R-ule L-ife ნუ თჲ რაღც ასეთი, შეიძება შეცვლა
5. ...ქალი ეშმაკი და მაინც ღმერთი....(NEW)
6.Girls Ideal restful land(NEW)
7. ---------------------- თქვენი ჯერია მოიფიქრეთ რა ეწერება აქ

განაგრძე კითხვა...


შვიდფეროვანი დიეტა

1. წითელი. წითელი ფერის ხილი მატებს ენერგიას სუფრას და არამარტო მას. ვარდისფერი გრეიფრუტი, პომიდორი, საზამთრო და წითელი წიწაკა შეიცავს ვიტამინ C-ს, ასევე საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს.
2. სტაფილოსფერი. გარგარი, სტაფილო, ტკბილი კარტოფილი და ფორთოხალი ორგანიზმს ამარაგებს ალფა და ბეტა კაროტინით, რომელიც სიმსივნისგან იცავს. ასევე ისინი კანს უნარჩუნებენ ჯანმრთელობას.
3. მუქი მწვანე. მწვანე ბოსტნეული დიდი რაოდენობითაა ბუნებაში, მაგრამ ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო და სალათის ფურცლები განსაკუთრებული შემადგენლობით და გემოთი გამოირჩევა.
4. ღია მწვანე. მწვანე ხახვი და ნიორი და ხახვების ოჯახის სხვა წარმომადგენლები აგრეთვე მსხალი და მწვანე ვაშლი დატვირთულია ჯანსაღი ანტიოქსიდანტებით.
5. მზისფერი. პაპაია, ფორთოხალი, ანანასი და ატამი უჯრედების კავშირს ამყარებს და შეიცავს ვიტამინ C-ს.
6. მოყვითალო მწვანე. ავოკადო, ყვითელი სიმინდი, და ყვითელი ბარდაც კი სასარგებლოა მხედველობისათვის.
7. იასამნისფერი. ყურძენი, ჭარხალი, ბადრიჯანი, ალუბალი, შტოში, მოცვი და წითელი ვაშლი გამოირჩევა დაბერების საწინააღმდეგო თვისებებით და შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც გულის დაავადებებისგან გვიცავს.

განაგრძე კითხვა...


ზოგჯერ ხდება ისე, რომ ადამინი რომელიც ძალიან გვიყვარს, იხურავს კარებს და მიდის.. მიდის და თან მიაქვს მთელი ჩვენი სამყარო, რომელიც, რა თქმა უნდა, მის გარშემო ტრიალებდა.
რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ აწი? როგორ ვიცხოვროთ თუკი ყველაფერი, ყავის ჭიქაც კი მის შენთან ყოფნას გახსენებს(კი, კი, სწორედ ამ ჭიქიდან სვავდა ყავას და თან საყვარლად გიღიმოდა).
მოკლედ რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მათთვის, ვინც კენტად დარჩა.

მოქმედება პირველი: იტირე
ქალებს გენიალური თვისება გვაქვს, როდესაც ცუდად ვართ, ვტირივართ და ეს ძალიან კარგია, ასე ვიხსნით ზედმეტ ემოციურ სტრესს და სწორედ მისი საშუალებითაა, რომ საშუალო სტატისტიკურად ქალები 5 წლით უფრო მეტს ვცხოვრობთ ვიდრე კაცები. ამიტომ იტირე.. ასე 1–2 დღე, გამოიძახე სახლში შენი დაქალის რბილი და თბილი მხარი, რომელიც მორჩილად მიიღებს შენს ცრემლებს და ნამე რამდენიც ჩაგეტევა. შეგიძლია უყუროთ მელოდრამებს, ჭამოთ სუფრის კოვზებით შოკოლადის კარაქი და საოჯახო ნაყინი. პირველი ორი დღე აპატიე ყველანაირი სისუსტე შენს თავს.
მომქედება მეორე: მოდი გონზე
ის პირველი ორი დღე, როდესაც შენს თავს ყველაფერს პატიობდი მორჩა, 10 ქილა შოკოლადის კარაქი და 5 შეკვრა საოჯახო ნაყინი შეჭმულია, ინტერნეტში ხელმისაწვდომი ყველა ცრემლიანი მელოდრამა ნანახი და დაქალსაც საბოლოოდ გაახსენდა, რომ თავისი ცხოვრება აქვს და შენს საცრემლე ბალიშად არ დაბადებულა.
დღეიდან მოიკრიბე ძალები და დაუბრუნდი ცხოვრებას. ჯერ კიდევ რთულია მის გარეშე ყოფნა, მაგრამ მის ჯინაზე ყველაფერი უნდა შეძლო.
სადღაც წამიკითხავს, რომ ქალის ყველანაირი ქმედება შეიძლება გაყო ორ კატეგორიად : "მისთვის" და "მის ჯინაზე". ანუ ქალები ძირითადად ყველაფერს ვაკეთებთ ან ვიღაცისთვის(ეს ვიღაცა ჩვენი თავიც შეიძლება იყოს) ან ვიღაცის ჯინაზე. აწი დროა დაიწყო მოქმედება კატეგორიით "მის ჯინაზე" + "ჩემი თავისთვის". დაიბანე პირი, მიიღე მატონიზირებელი შხაპი (ჯერ თბილი და მერე გრილი წყლით, ოღონდ ძალიან დიდი კონტრასტი არ გააკეთო.. თბილიდან ოდნავ გრილზე. და არა ცხელიდან ცივზე), გაიკეთე მაკიაჟი. წადი მეგობრებთან, წადი ვარჯიშზე( თუ დადიხარ), მოკლედ ცადე დაუბრუნდე ცხოვრების ჩვეულ კალაპოტს.
მოქმედება მესამე: შემოიტანე სიახლე
ყოველთვის გინდოდა გევლო ლათინო ამერიკულ ცეკვებზე, მაგრამ ეს დესპოტი ეჭვიანობის გამო გიშლიდა? ახლა შენ შეგიძლია ყოველგვარი ფიქრის გარეშე ჩაეწერო ცეკვის სექციაზე. დაიწყო სიარული სპორტ დარბაზში. უბრალოდ წახვიდე და გაიკეთო ახალი ვარცხნილობა. გინდოდა სუნამო, მაგრამ ფულს მისი საჩუქრისთვის ინახავდი? გაგახარებ, შენ აღარ მოგიწევს მისთვის საჩუქრის ყიდვა, ამიტომ იყიდე სუნამო და ის წიგნიც მიაყოლე, ერთი ორი თვე რომ ათვალიერებ დახლებზე და ვერაფრით მიგიწვდა ხელი მის ყიდვაზე.
გაიჩინე ახალი ჰობი, აისრულე ძველი ოცნებები.. ჩართე ფანტაზია ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს მე ხომ არ გეტყვი? :)
მოქმედება მეოთხე: არ ჩაიციკლო
მართალია ეს მოქმედება მეოთხედ არის დანომრილი, მაგრამ სასურველია პირველის დასრულებისთანავე დაიწყო მისი შესრულება. არ იფიქრო მასზე, ნუ გაიხსენებ იმას, რომ სწორედ ამ დაწყევლილი ჭიქიდან უყვარდა ყავის სმა, ამ ქუჩაზე კი პაემანზე გელოდებოდა. გამოუცხადე დიეტა ტვინს და როგორც კი მის გახსენებას დაიწყებ, გამოფხიზლდი და რამე სასარგებლოზე იფიქრე, მაგალითად პროექტზე, რომლის განხორციელებაც სამსახურში გევალება. ნუ შემოსავ მასზე მოგონებას მისტიური ნათებით და ნუ იფიქრებ იმაზე, რომ ის იდეალურია, მშვენიერია და მასეთი მეორე არ შეგხვდება. გაიხსენე, რომ ისიც ადამიანია და ამიტომ ახასიათებს სისუსტეები, მათ შორის ცუდი(ეგ არ იყო ცეკვებზე რომ გიკრძალავდა სიარულს).
ცადე გაანალიზო(ზედმეტი ემოციების გარეშე), რატომ მოხდა ეს. ამით რა თქმა უნდა მას ვეღარ დაიბრუნებ, მაგრამ უარყოფითი გამოცდილებაც გამოცდილებაა და სწორი დასკვნები(განსაკუთრებით შენი შეცდომების გაანალიზება და მიხვედრა) წაგადგება.
მოქმედება მეხუთე: ეცადე მიაღწიო სრულყოფილებას.
თუკი დიდი ხანია რაღაც არ მოგწონს შენში, ცადე გამოასწორო. ჩამოიკელი რამდენიმე კილო(თუ გაწუხებს), აღადგინე მეცადინეობა ინგლისურ(გერმანულ, მოლდოვურ etc) ენაში, მოძებნე შენს პროფესიაში კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. მოკლედ ყველაფერი რაც შენს პიროვნულ წინსვლას ხელს შეუწყობს.

რაც მთავარია, დაიმახსოვრე. არ არსებობს შეუცვლელი ადამიანები. რთულია, ცუდად ხარ, მაგრამ დრო ყველაფერს უშველის, მთავარია დაეხმარო მას. ყველაფერი ჩვენს ტვინშია, თუკი განთავისუფლდები მისგან გონებრივად, მალე ახალ, უფრო მაგარ ცხოვრებას დაიწყებ. როდესაც ის ვინც გიყვარს გტოვებს, საბოლოო ჯამში მხოლოდ ორი გამოსავალი გრჩება: 1. ცხოვრების ბოლომდე იტირო, თუ რა დაკარგე, იფიქრო იმაზე როგორი ერთადერთი და განუმეორებელი იყო. 2.დროზე შემოუძახო თავს, განთავისუფლდე მასზე ოცნებებისგან და გააგრძელო ლაღი ცხოვრება. ნუ იქნები მიტოვებული, იყავი თავისუფალი. შენ ხარ ძლიერი და შენ გიყვარს საკუთარი თავი, ამიტომ არც ერთი მამაკაცის გამო, არ დაწვები ბნელ კუთხეში და არ მოკვდები ჩუმი დარდისგან. თუ ეს შენს მოტივაციას აამაღლებს, შეგიძლია ჩართო სიდი, რომლის ყველა ტრეკიც სხვა და სხვა შესრულების "i will survive" იქნება და გამწვანებამდე უსმინო. რაც მთავარია შენი საკუთარი თავის გჯეროდეს და ყველაფერი კარგად იქნება.

განაგრძე კითხვა...


კაცები როგორც მოგეხსენებათ არც ისე მაღალგანვითარებული არსებები არიან, თუმცა მაინც საჭირონი იმისათვის რომ ადამიანმა (მდედრმა) თავი კარგად და ბედნიერად იგრძნოს , ზოგჯერ კი ცხოვრების სიმძაფრე სრულად შეიგრძნოს.

მართალია ისინი ლოგიკური აზროვნებით არიან აღჭურვილები, რაც მათ წარმატებას უქადის ისეთ მეცნიერებში როგორებიცაა : მათემატიკა, ინჟინერია და ეკონომიკა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მათ მივანიჭოთ ადამიანის წოდება და ჩავთვალოთ წარმატებულ არსებებად.

აქვე უნდა დავძინოთ ისიც რომ მათი ძირეული და ერთადერთი მოწოდება მხარ-თეძოზე კოტრიალი და უსაქმურობაა, რაც მათ განვითარებას მკვეთრად აფერხებს და 30 წლისათვის მათი აზროვნება არ აღემატება მე10 კლასელის აზროვნების უნარს.

მამაკაცების ძირითადი მამოძრავებელი ძალა მათი სექსუალური ოცნებები, ფანტაზიები და მოთხოვნილებებია.

კითხვაზე რომელიც შეიძლება ნებისმიერი ასაკის ქალს გაუჩნდეს " თუ რატომ არიან მამ აკაცები იდიოტები? " პასუხი ერთადერთია - "იმიტომ რომ ისინი ზოგადად ეგეთები არიან"

კაცებისათვის აუცლებელია, რომ ქალი არ იყოს მათზე ერთი ნამცეცით მაინც განათებული და უკეთ მოაზროვნე ერთ კონკრეტულ თემაზეც კი. მამაკაცების უდიდესი სურვილია რომ ქალი იყოს მათზე დამოკიდებული რამენაირად მაინც .

მამაკაცებისათის დამახასიათებელი ფრაზა " არ ვიცი რას ვიზავდი უშენოდ" სულ არ გეგონოთ თქვენი დაფასების აღმნიშვნელი, არა, ის უბრალოდ საკუთარ თავზე ზრუნავს და ეს მისი ეგოს ხმამაღალი გამოძახილია.


მამაკაცების უდიდესი ნაწილისათვის (ადამიანის) ქალის შეფასების სისტემა მხოლოდ ვიზუალური ასპექტებით შემოიფარგლება , ზუსტად ესაა მიზეზი იმისა თუ რატომ სვამენ ისინი ამდენს (ალკოჰოლი ალამაზებს ყველას განურჩევლად)


არსებობს მამკაცების შემოწმების მარტივი ხერხი (მათი ქალისადმი დამოკიდებულების შესამოწმებლად) თქვენ შეგიძლიათ მას უთხრათ რომ გჭირდებათ სერიოზული და ხანგრძლივი ურთიერთობები ან ხართ ორსულად...
ამის შემდეგ უპასუხისმგებლო მამაკაცის ან იმის ვისაც ფეხებზე ჰკიიდიხართ მოქმედება ერთადერთია, ის უჩუმრად იპარება თქვენი ცხოვრებიდან ისე რომ ვერასოდეს იპოვით მას.

გადავხედოთ კაცის მახსოვრობას და დამახსოვრების უნარს.
მათ არასოდეს ავიწყდებათ სიმპათიური ქალების ტელეფონის ნომრები , მისამართები თუ სხვა საკონტაქტო ინფორმაცია. თუ მაინც და მაინც მათ აუცილებლად აქვთ ადგილი სადაც ასეთ ინფორმაციას ინახავენ ჩაწერილს. ისინი ელოდებიან ხელსაყრელ მომენტს რათა გამოიყენონ ნებისმიერი შესაძლებლობა, აბა ტყუილად ხომ არ მოიპოვეს საკონტაქტო ინფორმაცია- ეს დამარცხების ტოლფასი იქნებოდა :)

რჩევა : არასოდეს ჰკითხოთ კაცს რჩევა/აზრი თქვენი ჩაცმულობის , სტილის და ზოგადად მოდის შესახებ. ასევე არ დაინტერესდეთ მისი საყვარელი ფერით, მათ ესეთი ცნება საერთოდ არ აქვთ :)
ასევე არასოდეს გიპასუხებენ შეკითხვებზე რომელიც მათი აზრით ძალიან პირადულია.

სულ ეს არის რაც მინდოდა თქვეთვის მეცნობებინა, მართალია პოსტი ძალიან ფემინისტურს გავს მაგრამ მე არ ვარ დამნაშავე, მე ვიხელმძღვანელე სპეციალურად მამაკაცებისათვის შექმნილი web გვერდებით .



განაგრძე კითხვა...

Avril Lavigne 
Knocking on the Heaven's Door

(გადმოსაწერად დააჭირეთ სურათზე)


სიმღერის ავტორი: ბობ დილანი

სიმღერის ტექსტი:

oooooh
yeah yeah, yeah yeah
yeah yeah, yeah yeah

Mama take this badge of me
I can´t use it anymore
It´s getting dark, too dark to see
Feel I´m knocking on heaven´s door

Knock knock knocking on heaven´s door
Knock knock knocking on heaven´s door
Knock knock knocking on heaven´s door
Knock knock knocking on heaven´s door

Mama put my guns in the ground
I can´t shoot them anymore
That long black cloud it´s coming down
I feel like I´m knocking on heaven´s door

Knock knock knocking on heaven´s door
Knock knock knocking on heaven´s door
Knock knock knocking on heaven´s door, yeah yeah
Knock knock knocking on heaven´s door

yeah yeah, yeah yeah
yeah yeah, yeah yeah
yeah yeah, yeah oh
yeah yeah, yeah yeah


პ.ს. ვიღაცამ გამომიგზავნა სკაიპში. ძალიან მომეწონა ლავინის შესრულებით. კოტეც კი აღფრთოვანდა...

♀♥ Girls Rule ♥♀: თვის ფავორიტები

განაგრძე კითხვა...


შვილის ყოლა ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი რამ არის ცხოვრებაში, ამიტომ ამისთვის ყოველი ჩვენგანი სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული. დაფეხმძიმებამ ადრეულ ასაკში, ამისთვის მორალურად და ფიზიკურად მოუმზადებელი ადამიანისთვის, შეიძლება ცუდ შედეგამდე მიგვიყვანოს, ამიტომ უნდა ვიცოდეთ ზოგი რამ იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ არასასურველი ფეხმძიმობა.

ამ პოსტში მინდა განვიხილო სხვადასხვა სახის Birth Control საშუალება, მათი გამოყენების წესები და მეთოდები. მანამდე კი რამდენიმე სიტყვა იმაზე თუ როგორ ხდება ჩასახვა.
იმისთვის რომ გოგო დაორსულდეს, საჭიროა მამრობითი სქესის სასქესო უჯრედი – სპერმატოზოიდი, მდედრობითი სქესის სასქესო უჯრედი – კვერცხუჯრედი და მათი შეხვედრა :)))))
სპერმატოზოიდები, ჯანმრთელი მამაკაცის ორგანიზმში მუდმივ "მზადყოფნაში" არიან, ქალის სასქესო უჯრედები კი თვეში ერთხელ მწიფდებიან. ადგილს სადაც მიმდინარეობს კვერცხუჯრედის მომწიფება საკვერცხეები ეწოდება. ხოლო კონტროლს ამ პროცესზე მდედრობითი სქესის ჰორმონები – ესტროგენი და პროგესტერონი ასრულებენ. თვეში ერთხელ საკვერცხეში იწყება რამდენიმე ფოლიკულის მომწიფება(ფოლიკული ეს არის კვერცხუჯრედი + მის გარშემო განლაგებული უჯრედების წყობა), ისინი თანდათანობით იმატებენ ზომაში. დაახლოვებით 14–15 დღის განმავლობაში უდიდესი ნაწილი უკუგანვითარებას განიცდის და მხოლოდ ერთი ფოლიკული, რომელსაც დომინანტურს უწოდებენ, აღწევს საჭირო ზომას, სკდება და გამოათავისუფლებს კვერცუჯრედს, რომელიც ფალოპის მილში(მილი რომელიც საკვერცხეს საშვილოსნთან აერთებს) გადადის. გამოთავისუფლების პროცესს ოვულაცია ეწოდება. ამის შემდეგ, თუ კვერცხუჯრედს შეხვდება სპერმატოზოიდი, მოხდება განაყოფიერება, წარმოიქმნება ზიგოტა(დიდი უჯრედი, რომლის დაყოფის შედეგადაც წარმოიქმნება ემბრიონი).
ამრიგად განაყოფიერებისათვის ყველაზე "საშიში"(ან სასურველი) დღეები არის ოვულაციის დღე +_ რამდენიმე დღე. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ისეთი დღეები, როდესაც განაყოფიერების შანსი 0–ს უდრის.

ახლა კი თავდაცვის საშუალებებზე გადავიდეთ.
აბები
ეს არის აბები, რომლებიც მიიღება ყოველ დღე. მათი უდიდესი ნაწილი არის კომბინირებული, ანუ შეიცავენ როგორც ესტროგენს ასევე პროგესტერონს.
არსებობს აბები, რომლებიც ციკლის დღეების მიხედვით შეიცავენ პროგესტერონისა და ესტროგენის სხვადასხვა თანაფარდობას. ასეთი აბების ფირფიტაზე ალბათ დაინახავთ კვირის დღეებს, რომელიც ყოველი აბის ქვეშ აწერია. შეკვრები არსებობს 21 და 28 აბიანი. 28იანის შემთხვევაში, ბოლო 7 აბი უჰორმონოა, ხოლო 21იანი შეკვრისას, ციკლის ბოლო 7 დღე, აბს არ იღებთ.
მათი დალევა უნდა დაიწყოთ მენსტრუაციის დაწყების პირველ დღეს(ასევე შეიძლება იყოს ვარიანტები 2–5 დღეები და ციკლის პირველი კვირა დღე, დასაზუსტებლად დაელაპარაკეთ თქვენს გინეკოლოგს).
ეს აბები აფერხებენ ოვულაციას, ასევე ასტიმულირებენ საშვილოსნოს ყელში ლორწოვანის გამოყოფას, რაც დამატებით სირთულეს შეუქმნის სპერამტოზოიდებს.
დადებითი მხარეები:
– საიმედო დაცვა(ერთი წლის განმავლობაში 100დან მხოლოდ 5 ქალი დაფეხმძიმდა)
– კომფორტი გამოყენებაში
– თუკი პარტნიორი მუდმივია და საიმედო, ქრება კონდომის გამოყენების საჭიროება.
უარყოფითი მხარეები:
– არ იცავს სგდ(სქესობრივად გადამდები დაავადებები)–სგან
– შეიძლება ქონდეს გვერდით ეფექტები( გულის რევა, წონის მომატება, სისხლის სიბლანტის გაზრდა და ა.შ)
– არაა სასურველი გინეკოლოგის დანიშვნის გარეშე მიღება
გაფრთხილება: არ უნდა დაგავიწყდეთ მათი ყოველდღიურად მიღება, აბების გამოტოვება ზრდის დაფეხმძიმების რისკს. "ჩავარდნის" შემთხვევაშიარავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ნაცნობების, მეგობრების აბები თქვენი აბების მაგივრად.
პლასტირი(მომიტევეთ ქართული შესატყვისი ვერ ვიპოვე)

მცირე ზომის ნაჭერი, რომელიც შეიცავს ჰორმონებს, გამოყოფს მათ და კანის გზით ავრცელებს სისხლში და შესაბამისად ორგანიზმში. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ პრინციპი იგივეა რაც აბების.
გამოყენების წესები:
მათი დაკრობა სასურველია ოთხ ძირითად ადგილას: დუნდულო, მხარი, სხეულის ზედა ნაწილი(მკერდზე არა), მუცელი. არ შეიძლება მათი დაკრობა დაწითლებულ, გაღიზიანებულ კანზე.
მენსტრუაციის პირველ დღეს იკრავთ 1 ცალს და შემდეგ კვირაში ერთხელ იცვლით მათ. არაა პრობლემა მათი წყალში მოხვედრა და დასველება. გააკონტროლეთ რომ კარგად იყოს დაკრობილი და არ მოგძვრეთ, მოძრობის შემთხვევაში გაესაუბრეთ ექიმს და იზრუნეთ დამატებით თავდაცვაზე(მაგ. კონდომზე)
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლასტირის ზომების შემცირება.
დადებითი მხარეები:
– საიმედოობა(სწორი გამოყენებისას)
– მოხერხებული გამოყენება
– თუკი პარტნიორი მუდმივია და საიმედო, ქრება კონდომის გამოყენების საჭიროება.
უარყოფითი მხარეები:
– არ იცავს სგდ(სქესობრივად გადამდები დაავადებები)–სგან
– შეიძლება ქონდეს გვერდით ეფექტები( გულის რევა, წონის მომატება, სისხლის სიბლანტის გაზრდა და ა.შ)
– არაა სასურველი გინეკოლოგის დანიშვნის გარეშე მიღება
– არ ვიცი ხელმისაწვდომია თუ არა საქართველოში.

ბეჭდები.


დაახლოებით 5 სმ დიამეტრის მქონე, ჰორმონების შემცველი ბეჭდები. შეიყვანება საშოში მენსტრუაციის პირველ დღეს და რჩება იქ 3 კვირის განმავლობაში. მისი გამოვარდნის ან უხერხულობის შექმნის შემთხვევაში, შეიძლება მისი გამოტანა და თავიდან მოთავსება. უხიფათოა, მისი არარსებობა ინტრავაგინალურად 3 საათის განმავლობაში, უფრო მეტი დროით, ქმნის დაფეხმძიმების რისკს და საჭიროებს დამატებით თავდაცვას.
დადებითი მხარეები:
–კარგი დაცვა.
–კონდომის გამოყენების საჭიროების არ არსებობა, იმ შემთხვევაში თუ პარტნიორი მუდმივია და საიმედო
უარყოფითი მხარეები:
– არ იცავს სგდ(სქესობრივად გადამდები დაავადებები)–სგან
– შეიძლება ქონდეს გვერდით ეფექტები( გულის რევა, წონის მომატება, სისხლის სიბლანტის გაზრდა და ა.შ)
– არაა სასურველი გინეკოლოგის დანიშვნის გარეშე მიღება
– ნაკლები კომფორტი გამოყენებაში(ინდივიდუალურია)
სპერმიციდები
ნივთიერებები, რომლებიც ღუპავენ სპერმატოზოიდებს და არ აძლევენ მათ საშუალებას მიაღწიონ კვერცხუჯრედამდე. გამოდიან გელების,კრემების და ქაფების სახით. შეიყვანება ინტრავაგინალურად კავშირამდე 15 წუთით ადრე. მოქმედების ხანგრძლივობა 1 საათი. თუკი შეყვანილი იყო კავშირამდე 1 საათით ადრე ან მოხდება განმეორებით კავშირი, საჭიროა ხელმეორე შეყვანა.
დადებითი მხარეები:
– არ მოქმედებენ ქალის ორგანიზმზე ჰორმონულად
– შეიძლება შეასრულოს დამატებითი ლუბრიკანტის როლიც.
– კონდომთან ერთად ქმნის დამატებით გარემოს სგდ–სგან თავის აცილებისთვის.
უარყოფითი მხარეები:
– ნაკლებად უსაფრთხოა.( 26 დაუგეგმავი ფეხმძიმობა 100 ქალიდან)
– ნაკლებად კომფორტულია, საჭიროებს წინასწარ მზადებას.
– შეიძლება გამოიწვიოს საშოს კედლების გაღიზიანება.
კონდომი


მზადდება ლატექსისგან, არსებობს ორი სახის, მამრობითი სქესისთვის და მდედრობითი სქესისთვის(ეს უკანასკნელი ნაკლებადაა საიმედო). მოქმედების პრინციპი მდგომარეობს სპერმატოზოიდების შეკავებაში.
გამოიყენება უშუალოდ აქტის წინ. სასურველია გამოიყენოთ მხოლოდ ერთ–ერთი მათგანი და არა ორივე.
ლატექსის პროდუქციის გამოყენება არ შეიძლება იმ ლუბრიკანტებთან ერთად, რომელიც შეიცავენ ზეთოვან საფუძველს. ამიტომ კარგად წაიკითხეთ ლუბრიკანტის შემცველობა მის გამოყენებამდე.
დადებითი მხარეები:
–საიმედო დაცვა როგორც ფეხმძიმობისგან ასევე სგდ–სგან
–არ საჭიროების ექიმის დანიშნულებას
–ადვილად ხელმისაწვდომია.
უარყოფითი მხარეები:
– მგრძნობელობის დაქვეითება აქტისას (ინდივიდუალურია).

ექსტრემალური კონტრაცეფცია ანუ morning after pill.

გამოიყენება აქტიდან 72 საათის განმავლობაში. რაც ადრე მით უკეთესი. შეიცავს ჰორმონების დიდ დოზას, რომლებიც ხელს უშლიან განაყოფიერებას.
ყურადღება: ამ აბების მუდმივ კონტრაცეფციად გამოყენება კატეგორიულად არ შეიძლება, ვინაიდან მისმა რეგულაურლმა გამოყენებამ შეიძლება დააზიანოს თქვენი ორგანიზმი.
მისი ეფექტურობის შანსი მცირდება განაყოფიერების შემდეგ, ხოლო თუ ნაყოფი იმპლანტაცია(საშვილოსნოს კედელზე დამაგრება) უკვე მოხდა, ეფექტი 0–ს ტოლია.

დაიმახსოვრეთ:
– ერთადერთი საშუალება, რომელიც მეტ–ნაკლებად გიცავთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, ესაა კონდომი.

–ერთადერთი საშუალება 100%–ით დაიცვათ თავი სგდ–სგან და მოულოდნელი ფეხმძიმობისგან, არის თავშეკავება.


ჯანმრთელობას გისურვებთ.

განაგრძე კითხვა...


რას ვიზამთ, ცუდი განწყობა ჩვენი ხშირი თუ იშვიათი თანამგზავრია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ მოტეხილი ქუსლი, ან პაემანზე ნახევარ-საათიანი უშედეგო ლოდინი (რა სირცხვილია!) ხანდახან უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვართ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე.
მაშ ასე, როცა ცუდად ხარ:

გაიხსენე როგორ გიყვარს შენი საქმე, სახლი, ოჯახი, მეგობრები. როგორ უყვარხარ მათ! გაუღიმე გარშემომყოფებს, სადაც უნდა იყო. პასუხად მადლიერ გამოხედვას და გულწრფელ ღიმილს მიიღებ.
სიტუაცია კრიტიკულია? აიღე ტაიმ-აუტი და სცადე სხვა ადამიანს დაეხმარო პრობლემის მოგვარებაში. მაგალითად, აიღე ხელში მაუსი და უპასუხე ადამიანებს, ვისაც დახმარება სჭირდებათ, შენ კი ეს შეგიძლია.

დაისვენე. გაისეირნე ქალაქგარეთ, ან თუნდაც პარკში, გამორთე ტელეფონი.
ყოველთვის თან ატარე შენი საყვარელი მუსიკა, 5 წუთით შეისვენე და წაუცეკვე. მუსიკა ერთ-ერთი საუკეთესო თერაპიაა.
იფიქრე ნაკლები. ეცადე არ იფიქრო იმაზე, რასაც ვერ გამოასწორებ, მაგრამ თუ გამოსწორება შეგიძლია ყველაფერზე წადი: გადაახტი საკუთარ თავსაც , თუ საჭიროა. ყველა ფილმის ჰეფი-ენდი ხომ ერთმანეთს ჰგავს: მთავარი გმირი თავს ანებებს სამსახურს, რომელსაც ვერ იტანდა და თავის პატარა რესტორანს ხსნის, ან ხვდება, რომ ლოდინი უნდა დამთავრდეს და თავის სიყვარულთან გარბის.
გახდი შენი ცხოვრების მთავარი გმირი!

განაგრძე კითხვა...


ეშმაკი ატარებს პრადას

წელი: 2006 
ჟანრი: კომედია, დრამა
როლებში: 
Meril Streep
Anne Hetheway
Emily Blunt
Adrian Garnier




პროვინციელი ჟურნალისტი ხვდება ცნობილ მოდის ჟურნალში. ყველაფერი კარგადაა, “პოდიუმი” მას ყველა გზას უხსნის წარმატებული კარიერისკენ, მაგრამ მისი შეფი ნამდვილი სატანა აღმოჩნდება, რომელიც უპირატესობას ანიჭებს პრადა-ს და რომლის სიტყვა გადამწყვეტია. უგემოვნოდ ჩაცმული გოგონა მალე ექცევა ყურადღების ცენტრში...



განაგრძე კითხვა...



1.იმისთვის, რომ სასიამოვნო არომატს მთელი დღის განმავლობაში აფრქვევდე, მიისხურე საყვარელი სუნამო არატრადიციულ ადგილებში: თმის ძირებში, იდაყვის და მუხლის შიდა მხარეს.

2.თუ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების გამო ტერფები გაგიუხეშდა, საღამოს წაისვი ვაზელინი, ჩაიცვი თბილი წინდა და გაიჩერე მთელი ღამის განმავლობაში.
3.მოტეხილი ფრჩხილი სუპერ-წებოთი დააფიქსირე და მუქი ფერის ლაქი გადაისვი.
4.თუ ავტოგასარუჯი საშუალება არათანაბრად წაისვი, ჩამოიბანე ლიმნის წვენით და სოდით და “ზოლები” ადვილად გაქრება.
5.დაასხი თმის ლაქი მრგვალ სავარცხელს და ჩამოივარცხნე მთელი თმა, ასე ის მეტ მოცულობას მიიღებს.
6.ტანის ლოსიონში გადაურიე საბავშვო ზეთი.
7.გარგარის ზეთი დაარბილებს უხეშ ქუსლებს.
8.თუ ლაინერის ფუნჯს ფორმა გაუფუჭდა, შეინახე მაცივარში 15 წუთით.
9.წამწამების ასაპრეხი მოწყობილობა თმის საშრობის საშუალებით გაახურე, ეფექტი უფრო შესამჩნევი იქნება. გამოიყენე წყალგამძლე ტუში, ის უფრო სწრაფად შრება.

განაგრძე კითხვა...



ეს უპასუხო კითხვაა. არსებობს მომენტი, როცა მამაკაცი უეცრად ხვდება: “დიახ, მგონი მიყვარს”?! მამაკაცებს აქვს თანდაყოლილი მოთხოვნილებები, ე.წ სტანდარტები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს ქალმა, რომელსაც ის შეიყვარებს. სინამდვილეში მათაც არ იციან ამ სტანდარტების არსებობის შესახებ.
ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს ზოგადი წესები (თუ ეს შესაძლებელია): როგორი ქალები უყვარდებათ უფრო ხშირად მამაკაცებს?!

1. სურვილი, იყოს საჭირო. დაასაქმე, მიეცი რაღაც შესაკეთებლად, ჰკითხე აზრი, ატარე ნაზი ქსოვილი, ჩაიცვი მისი ტანსაცმელი.
2. თავისუფლების სიყვარული. არ დაგეგმო თქვენი მომავალი, თუ ამ საუბრის ინიციატორი თავად არ იქნება, გაუზიარე შენი შიში და მიეცი უფლება დაგამშვიდოს, ხშირად შეიტანე ცვლილებები გარეგნობაში, პატივი ეცი მის პირადულს და არ უპასუხო მის ტელეფონს (მითუმეტეს, მოერიდე ფოტოების დათვალიერებას მისი თანდასწრებით ;)).
3. წარუმატებლობა. წარუმატებლობას მამაკაცები მძიმედ იტანენ, თუნდაც ეს შენთვის უმნიშვნელო ჩანდეს. მისთვის ისიც კი დიდი ტრაგედიაა, რომ გასართობად ფეხბურთის თამაშის დროს ვიღაც სხვამ სამი გოლი გაიტანა, თავად კი მხოლოდ ერთი, უფრო მეტიც, შენ ეს დაინახე. შეაქე და უთხარი, რომ ძალიან მაგარია, იბრწყინე მისი მეგობრების საზოგადოებაში, რათა შენით იამაყოს. აეჭვიანე მსუბუქად: დადექი მას და სხვა კაცს შორის ბართან ძალიან ახლოს, ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეს.
4. კომფორტის სიყვარული. გაიპრანჭე მისი თანდასწრებით (მხოლოდ ტუჩის საცხი, არავითარ შემთხვევაში ეპილაცია), მოამზადეთ საჭმელი ერთად (მამაკაცის გულისკენ გზა მის კუჭზე გადის").
და რაც მთავარია, არ აღელდე და რაც უნდა მოხდეს ყველაფერი ბოლომდე გაარკვიე, გამოიყენე შენი ვერბალური უპირატესობა და არ გადახვიდე ისტერიკაზე. თავშეკავებულ ქალთან დაშორების შემდეგაც კი, ეს ქალი მისთვის იდეალს უახლოვდება.

განაგრძე კითხვა...


კანადელი მოდელი,მისი სახელი უკავშირდება ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: Tommy Hilfiger, Versace, Calvin klein, Hugo Boss.

სიმაღლე: 187 სმ; თმის ფერი: ქერა; თვალის ფერი: მწვანე; ასაკი: 32
დღიური შემოსავალი: 30000 $

და რაც მთავარია, Halle Berry-ს მეუღლეა


ნახეთ აქ

განაგრძე კითხვა...



“мущины бывают разними” და მაინც, "ყველა კაცი ერთნაირია" ყურს მოკრავდი ინტერნეტ პეიჯებზე, ქალების ფორუმზე, ან დედაშენის და მისი უახლოესი დაქალის საუბრის დროს. ნაცნობი მამაკაცები თავს დებენ განსხვავებულობასა და უნიკალურობაზე. “It’s soo great pleasure to be unique”.

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი განსხვავებულია, მაშინ კაცები რატომღა უნდა იყვნენ ერთნაირები?! - ეკითხები საკუთარ თავს და იმ გადაწყვეტილებამდე მიდიხარ, რომ ინტერნეტში მათ შესახებ დაწერილ სისულელეებს აღარ დაიჯერებ, ფემინისტურ ფორუმებს აღარ გაეკარები და ... რა მოხდა მერე?! ხანდახან დედებიც ცდებიან.
მაგრამ ერთ დღესაც გაცეცხლებული დაახეთქებ ტელეფონს და უკვდავ ფრაზას წარმოთქვამ. ვის არ მოსვლია?!
მსგავსი ინციდენტის შემდეგ, უკვდავ კითხვას რიტორიკულად მონათლავ და გადაწყვეტ, რომ დაე, სხვებმა იძრომიალონ მამაკაცების ტვინის ხვეულებში, შენ კი ამისთვის დრო არ გაქვს.
მას შემდეგ, რაც ერთმა ჩემმა მეგობარმა (მამრ.) გამანდო, რომ ერთხელ მაინც უოცნებია ყველა ნაცნობ, თუ უცნობ გოგონასთან სექსზე, ყოფილი boyfriend-ი თამამად გამოვიწვიე კამათში თემაზე: "ყველა კაცი ერთნაირია".
ჩემი არგუმენტი: წარმოიდგინე, რომ ხედავ ძალიან "მაგარ" გოგოს, რაზე ფიქრობ: რა კარგი იქნებოდა ამ გოგოსთან მეგობრობა, თუ რა დიდი სიამოვნებით "მოთავსდებოდი" საწოლში მის გვერდით?
მისი არგუმენტი: სქესი შეცვალე და საკუთარ თავს დაუსვი იგივე კითხვა.
ჩემი არგუმენტი: რა თქმა უნდა პირველი არა, მაგრამ არც მთლად მეორე.
მისი არგუმენტი: ეს ბუნებრივი მოვლენაა, როცა მამაკაცი ქალზე ასე ფიქრობს, მაგრამ ეგ სულაც არ მიშნავს იმას, რომ ყველა კაცი ყველაფერში ერთნაირია.
კამათში ოფიციალურ გამარჯვებულად გამოვცხადდი, ოღონდ ოდნავ შეიცვალა თემა: "ყველა კაცი ერთნაირია - რაღაც საკითხებში".

განაგრძე კითხვა...


ჯოსეფ ფაინსი.
ინგლისელი მსახიობი.
დაიბადა 1970 წლის 27 მაისს.
ყველაზე ცნობილი როლი - უილიამ შექსპირი ფილმში ”შეყვარებული შექსპირი”


ფილმოგრაფია:

ფოტოები:



  
 
♀♥ Girls Rule ♥♀: თვის ფავორიტები

განაგრძე კითხვა...

დღეიდან Girls Rule გთავაზობთ თავის ფავორიტებს.
რას ნიშნავს ეს?
ყველა ჩვენი ავტორი თითოეულ ნომინაციაში წარადგენს თავის ფავორიტს და კომენტარებში მოხდება ხმების მიცემა 5 ბალიანი შკალიდან. თვის ბოლოს ავარჩევთ საუკეთესო ფავორიტს და წარვუდგენთ მკითხველს, რომელიც ჩვენს რჩევას ალბათ მხედველობაში მიიღებს.

მაშ ასე, კატეგორიები:

  • თვის ფილმი
  • - ნომინაციაში წარსადგენად აუცილებელია ფილმის მოკლე review, სპოილერების გარეშე და ვოლპეიპერი.
  • თვის სიმღერა
  • - სიმღერა უნდა იყიოს ატვირთული რომელიმე ქართულ სერვერზე, + აუცილებელია მომღერლის ფოტო ან იმ ალობომის ყდა რომელშიც შედის ეს სიმღერა. სასურველია მოკლე ისტორია, როდის დაიწერა სიმღერა და ა.შ.
  • თვის მამაკაცი
  • - აუცილებელი მოთხოვნა: მაღალი ხარისხის ფოტოსურათი, მოკლე ბიოგრაფია.
  • თვის დიეტა/რეცეპტი
  • - დიეტის შემთხვევაში უბრალოდ წერთ დიეტას. ხოლო რეცეპტს აუცილებლად უნდა მოჰყვეს კერძის ფოტოსურათი.
  • თვის რჩევა
  • - რჩევა შეიძლება იყოს ნებისმიერ თემაზე: სილამაზე, ჯანმრთელობა და ა.შ. თუ წერთ ტუტორიალს, აუცილებელია გრაფიკული (ფოტო, ნახატი) აღწერა მოაყოლოთ.


იმისთვის რომ მიიღოთ მონაწილეობა თქვენი ფავორიტით ამ კონკურსში, დააჭირეთ კომენტარების ქვეშ არსებულ ბმულს Create a Link და გამოსულ ფანჯარაში აკრიფეთ თქვენი პოსტი. 

გაითვალისწინეთ ავტორებს საკუთარ წარდგენილ ნომინანტზე ხმის მიცემა არ შეუძლიათ!

განაგრძე კითხვა...



რაც კანს სჭირდება:

1. გაიწმინდე კანი დღეში ერთხელ საპნით, წყლით და ნაზი ღრუბლით.
2. უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი: ეხფოლიატორის გამოყენება. Gგამოიყენე კვირაში ერთხელ, ან ორ კვირაში ერთხელ, თუ მგრძნობიარე კანი გაქვს.
3. შხაპის მიღების შემდეგ ფორები გახსნილია, კანი კი ტენიანი, ამიტომ ეს საუკეთესო დროა გამწმენდი ლოსიონის გამოყენებისთვის.
4. UV სხივების ეფექტისგან თავის დასაცავად დაიდე მზისგან დამცავი საშუალების თხელი ფენა სახლიდან გასვლის წინ.
5. პრობლემურ პერიოდში კანის მგრძნობელობის მატების შემთხვევაში მიიღე მულტივიტამინების კომპლექსი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ნაცნობის რჩევით. ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია.
6. შხაპის მიღების შემდეგ წაისვი საბავშვო ზეთი მთელ სხეულზე.
კანს მოუხდება:
- ნაზი საპონი, არომატის გარეშე.
- საბავშვო ზეთი უმჯობესია გამოიყენო ალოე ვერა-ს არომატით და ვიტამინით ე. ზეთი აუცილებლად ოდნავ სველ კანზე უნდა წაისვა.
- ჩაყარე შაქარი შენს საყვარელ ლოსიონში და აურიე. შემდეგ დაიდე სახეზე და პირსახოცით მოიშორე.

განაგრძე კითხვა...

განაგრძე კითხვა...


ფენ შუი-ს (ქარი – წყალი) ძველი ჩინური ხელოვნება დასავლეთში საკმაოდ პოპულარულია. ის გულისხმობს ბინის და ოფისის მოწყობას. ვერ ვიტყვით, რომ ბევრ ჩვენგანს აქვს ბინის მოწყობის საშუალება პროფესიონალი დეკორატორის დახმარებით, მაგრამ, თუ ფენ შუის დავუჯერებთ, რამდენიმე ნაბიჯითაც შესაძლებელია ნებისმიერი სივრცის ენერგიის მაქსიმიზირება.

ენერგიის ნაკადი თავისუფლად უნდა შემოდიოდეს წინა კარიდან. ხმაური ხელს უშლის დადებითი ენერგიის გავრცელებას. Fენ შუი გირჩევს გადაყარო ძველი ტანსაცმელი და ნივთები, რომლებიც შენში უსიამოვნო განცდებს იწვევდა და ამიტომაც სადღაც მიჩქმალე. მთავარი პირობაა აგრეთვე სისუფთავე და იდეალური წესრიგი.
სახლის “ცხელი წერტილები”, რომელზეც დამოკიდებულია შენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი:
პირადი ურთიერთობები: საძინებელი, სასტუმრო ოთახი.
კარიერა: შესასვლელი კარი, სამუშაო ოთახი.
ფული: სამზარეულო, და ის ადგილი, სადაც ფინანსურ პრობლემებს აგვარებ.
ჯანმრთელობა: საძინებელი, სამზარეულო და სასადილო.
ოჯახი: სასტუმრო ოთახი, სასადილო.
ფენ შუის ხუთი ელემენტი:
1. ცეცხლი.
მიზანი: წარმატება კარიერაში, ენერგიის მოზღვავება, ვნება.
ადგილი: სამხრეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი
ფერები: წითელი, ნარინჯისფერი, იასამნისფერი, მუქი ყვითელი
2. მიწა.
მიზანი: სტაბილურობა, კვება და ურთიერთობები
ადგილი: ჩრდილო-აღმოსავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი; ასევე ცენტრი
ფერები: ღია ყვითელი, სპილოსძვლისფერი.
3. მეტალი.
მიზანი: ნათელი გონება და სწორი ფიქრები
ადგილი: ჩრდილოეთი
ფერები: ნაცრისფერი, თეთრი.
4. წყალი.
მიზანი: გონებრივი სიმშვიდე, გრძნობათა სიჭარბე
ადგილი: ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი
ფერები: ლურჯი, შავი.
5. ხე.
მიზანი: ჯანმრთელობა, სიცოცხლისუნარიანობა, განვითარება, მრავალფეროვნება
ადგილი: სამხრეთი, აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი
ფერები: ყავისფერი, მწვანე.
შეარჩიეთ შესაბამისი ფერის აქსესუარები და ფენ შუი ყველაფერ კარგს გპირდებათ! :)

განაგრძე კითხვა...




ჩვეულებრივი ამბავია, რომ ქალებს უამრავი ფული სჭირდებათ, რათა შეინარჩუნონ ნაზი კანი და ჯანსაღი ფრჩხილები. თუმცა რაღაცის დამზადება სახლის პირობებშიც შესაძლებელია.

1. სახის გამწმენდი ნიღაბი: წაისვი სახეზე და ყელზე იოგურტი და გაიჩერე 20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანე.
2. სახის გამაგრილებელი ნიღაბი: 1 სუფრის კოვზი იოგურტი, 1/4 ფორთოხლის წვენი და 1 სუფრის კოვზი ალოე გადაურიე და დაიდე სახეზე და ყელზე. ჩამოიბანე 5 წუთის შემდეგ.
3. ხელების და ფრჩხილების მოვლა: იოგურტი და ლიმნის წვენი აურიე და შეინახე მაცივარში.
იოგურტი ყველგან შეიძლება შეიცვალოს მაწვნით.

განაგრძე კითხვა...



კბილების გათეთრება ძვირადღირებული პროცედურების გარეშეც შესაძლებელია.

1. წითელი ღვინო და ყავა კბილის ფერს ამუქებს, მაგრამ ვაშლს, სტაფილოს და ბროკოლს იგივე ეფექტი გააჩნიათ, რაც კანისთვის სკრაბს.
2. მოერიდე წითელ ტუჩის საცხს მოცისფრო ტონებით. სცადე მოყავისფრო ფერები, თუ გსურს კბილები იმაზე თეთრი გამოჩნდეს, ვიდრე სინამდვილეშია.
3. ოქროსფერი, გარუჯული კანი ჯანსაღ იერს გაძლევს და კბილებსაც აღიავებს.
4. ატარე თეთრი ან ვერცხლისფერი სამკაულები, მოერიდე ოქროსფერს.
5. არ ატარო მკვეთრი თეთრი ფერის ტანსაცმელი, შეცვალე თეთრი სპილოსძვლისფერით.
ისე ნაკლის დაფარვას მისი მოშორება სჯობს, ესტუმრე სტომატოლოგს – მგონი ღირს შენი ბიუჯეტის რაღაც ნაწილის გამოყოფა ჯანსაღი ღიმილისთვის, რომელიც ყოველთვის შესამჩნევია.

განაგრძე კითხვა...

♀♥ Girls Rule ♥♀: თვის ფავორიტები



როგორც იქნა გამოცდებს მოვრჩი და სანამ თბილისში ვარ, საიტს პოსტებით მოვამარაგებ.:) რამდენიმე რჩევა გოგონებისთვის, საკუთარ თავზე გამოცდილი და გამართლებული

1.ფეხებზე ზედმეტი თმის მოსაშორებლად გამოიყენეთ თმის კონდიციონერი. (კანი იმდენად რბილი და გლუვი გახდება, რომ აღარასდროს მოგინდებათ საპარსი კრემის გამოყენება);
2.დაზიანებული თმის დასარბილებლად, დაბანის დროს გამოიყენეთ ტანის ლოსიონი;
3.თუ მნიშვნელოვანი წვეულების, ან შეხვედრის წინა საღამოს უცებ აღმოაჩინეთ, რომ სახეზე რაღაც გაგიჩნდათ, რომელიც არცთუ სასიამოვნოდ გამოიყურება, გამოიყენეთ მცირე რაოდენობით კბილის პასტა, აუცილებლად დაგეხმარებათ (სასურველია მენთოლის);
4.გაურიეთ სხეულის ან სახის გამწმენდში შაქარი სახლის პირობებში ექსფოლიატორის დასამზადებლად;

განაგრძე კითხვა...

რაღაც pink კატეგორიას პოსტები შემოაკლდა და ეს უსამართლობაა!

გოგონების საიტი ვარდისფერი კატეგორიის გარეშე?
ჩვენ (უმრავლესობას) ხომ ძალიან გვიყვარს ეს ფერი :ინლოვე: :)

Victoria's secret "pink" საზაფხულო განწყობისთვის!


განაგრძე კითხვა...

 

Creative Commons License

კონტაქტი

საქმიანი და სხვა წინადადებებისთვის

ბოლო პოსტები

ბოლო კომენტარები

რეკლამა

გიყვარს სიურპრიზები?

სტუმრები

ჩეთი


მთვლელები