♀♥ Girls Rule ♥♀

All This Girl Stuff...

რეკლამა

ავტორები

  • Baia Dzagnidze
  • CheshireCat
  • HoNeY
  • Sweet
  • Taboo
  • The Sun
  • gvanci
  • sally zazunishvili
  • ჩორვენი¹³

Followers



“мущины бывают разними” და მაინც, "ყველა კაცი ერთნაირია" ყურს მოკრავდი ინტერნეტ პეიჯებზე, ქალების ფორუმზე, ან დედაშენის და მისი უახლოესი დაქალის საუბრის დროს. ნაცნობი მამაკაცები თავს დებენ განსხვავებულობასა და უნიკალურობაზე. “It’s soo great pleasure to be unique”.

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი განსხვავებულია, მაშინ კაცები რატომღა უნდა იყვნენ ერთნაირები?! - ეკითხები საკუთარ თავს და იმ გადაწყვეტილებამდე მიდიხარ, რომ ინტერნეტში მათ შესახებ დაწერილ სისულელეებს აღარ დაიჯერებ, ფემინისტურ ფორუმებს აღარ გაეკარები და ... რა მოხდა მერე?! ხანდახან დედებიც ცდებიან.
მაგრამ ერთ დღესაც გაცეცხლებული დაახეთქებ ტელეფონს და უკვდავ ფრაზას წარმოთქვამ. ვის არ მოსვლია?!
მსგავსი ინციდენტის შემდეგ, უკვდავ კითხვას რიტორიკულად მონათლავ და გადაწყვეტ, რომ დაე, სხვებმა იძრომიალონ მამაკაცების ტვინის ხვეულებში, შენ კი ამისთვის დრო არ გაქვს.
მას შემდეგ, რაც ერთმა ჩემმა მეგობარმა (მამრ.) გამანდო, რომ ერთხელ მაინც უოცნებია ყველა ნაცნობ, თუ უცნობ გოგონასთან სექსზე, ყოფილი boyfriend-ი თამამად გამოვიწვიე კამათში თემაზე: "ყველა კაცი ერთნაირია".
ჩემი არგუმენტი: წარმოიდგინე, რომ ხედავ ძალიან "მაგარ" გოგოს, რაზე ფიქრობ: რა კარგი იქნებოდა ამ გოგოსთან მეგობრობა, თუ რა დიდი სიამოვნებით "მოთავსდებოდი" საწოლში მის გვერდით?
მისი არგუმენტი: სქესი შეცვალე და საკუთარ თავს დაუსვი იგივე კითხვა.
ჩემი არგუმენტი: რა თქმა უნდა პირველი არა, მაგრამ არც მთლად მეორე.
მისი არგუმენტი: ეს ბუნებრივი მოვლენაა, როცა მამაკაცი ქალზე ასე ფიქრობს, მაგრამ ეგ სულაც არ მიშნავს იმას, რომ ყველა კაცი ყველაფერში ერთნაირია.
კამათში ოფიციალურ გამარჯვებულად გამოვცხადდი, ოღონდ ოდნავ შეიცვალა თემა: "ყველა კაცი ერთნაირია - რაღაც საკითხებში".

1 კომენტარი

  1. CheshireCat  

    Мужчины бывают разными...

    Черными, белыми, красными..

    =)

Post a Comment

Post a Comment

დატოვეთ კომენტარები ქართულად.
გამოიყენეთ Convert.ge

 

კონტაქტი

საქმიანი და სხვა წინადადებებისთვის

ბოლო პოსტები

ბოლო კომენტარები

რეკლამა

გიყვარს სიურპრიზები?

სტუმრები

ჩეთი


მთვლელები