♀♥ Girls Rule ♥♀

All This Girl Stuff...

რეკლამა

ავტორები

  • Baia Dzagnidze
  • CheshireCat
  • HoNeY
  • Sweet
  • Taboo
  • The Sun
  • gvanci
  • sally zazunishvili
  • ჩორვენი¹³

Followers


შვილის ყოლა ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი რამ არის ცხოვრებაში, ამიტომ ამისთვის ყოველი ჩვენგანი სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული. დაფეხმძიმებამ ადრეულ ასაკში, ამისთვის მორალურად და ფიზიკურად მოუმზადებელი ადამიანისთვის, შეიძლება ცუდ შედეგამდე მიგვიყვანოს, ამიტომ უნდა ვიცოდეთ ზოგი რამ იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ არასასურველი ფეხმძიმობა.

ამ პოსტში მინდა განვიხილო სხვადასხვა სახის Birth Control საშუალება, მათი გამოყენების წესები და მეთოდები. მანამდე კი რამდენიმე სიტყვა იმაზე თუ როგორ ხდება ჩასახვა.
იმისთვის რომ გოგო დაორსულდეს, საჭიროა მამრობითი სქესის სასქესო უჯრედი – სპერმატოზოიდი, მდედრობითი სქესის სასქესო უჯრედი – კვერცხუჯრედი და მათი შეხვედრა :)))))
სპერმატოზოიდები, ჯანმრთელი მამაკაცის ორგანიზმში მუდმივ "მზადყოფნაში" არიან, ქალის სასქესო უჯრედები კი თვეში ერთხელ მწიფდებიან. ადგილს სადაც მიმდინარეობს კვერცხუჯრედის მომწიფება საკვერცხეები ეწოდება. ხოლო კონტროლს ამ პროცესზე მდედრობითი სქესის ჰორმონები – ესტროგენი და პროგესტერონი ასრულებენ. თვეში ერთხელ საკვერცხეში იწყება რამდენიმე ფოლიკულის მომწიფება(ფოლიკული ეს არის კვერცხუჯრედი + მის გარშემო განლაგებული უჯრედების წყობა), ისინი თანდათანობით იმატებენ ზომაში. დაახლოვებით 14–15 დღის განმავლობაში უდიდესი ნაწილი უკუგანვითარებას განიცდის და მხოლოდ ერთი ფოლიკული, რომელსაც დომინანტურს უწოდებენ, აღწევს საჭირო ზომას, სკდება და გამოათავისუფლებს კვერცუჯრედს, რომელიც ფალოპის მილში(მილი რომელიც საკვერცხეს საშვილოსნთან აერთებს) გადადის. გამოთავისუფლების პროცესს ოვულაცია ეწოდება. ამის შემდეგ, თუ კვერცხუჯრედს შეხვდება სპერმატოზოიდი, მოხდება განაყოფიერება, წარმოიქმნება ზიგოტა(დიდი უჯრედი, რომლის დაყოფის შედეგადაც წარმოიქმნება ემბრიონი).
ამრიგად განაყოფიერებისათვის ყველაზე "საშიში"(ან სასურველი) დღეები არის ოვულაციის დღე +_ რამდენიმე დღე. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ისეთი დღეები, როდესაც განაყოფიერების შანსი 0–ს უდრის.

ახლა კი თავდაცვის საშუალებებზე გადავიდეთ.
აბები
ეს არის აბები, რომლებიც მიიღება ყოველ დღე. მათი უდიდესი ნაწილი არის კომბინირებული, ანუ შეიცავენ როგორც ესტროგენს ასევე პროგესტერონს.
არსებობს აბები, რომლებიც ციკლის დღეების მიხედვით შეიცავენ პროგესტერონისა და ესტროგენის სხვადასხვა თანაფარდობას. ასეთი აბების ფირფიტაზე ალბათ დაინახავთ კვირის დღეებს, რომელიც ყოველი აბის ქვეშ აწერია. შეკვრები არსებობს 21 და 28 აბიანი. 28იანის შემთხვევაში, ბოლო 7 აბი უჰორმონოა, ხოლო 21იანი შეკვრისას, ციკლის ბოლო 7 დღე, აბს არ იღებთ.
მათი დალევა უნდა დაიწყოთ მენსტრუაციის დაწყების პირველ დღეს(ასევე შეიძლება იყოს ვარიანტები 2–5 დღეები და ციკლის პირველი კვირა დღე, დასაზუსტებლად დაელაპარაკეთ თქვენს გინეკოლოგს).
ეს აბები აფერხებენ ოვულაციას, ასევე ასტიმულირებენ საშვილოსნოს ყელში ლორწოვანის გამოყოფას, რაც დამატებით სირთულეს შეუქმნის სპერამტოზოიდებს.
დადებითი მხარეები:
– საიმედო დაცვა(ერთი წლის განმავლობაში 100დან მხოლოდ 5 ქალი დაფეხმძიმდა)
– კომფორტი გამოყენებაში
– თუკი პარტნიორი მუდმივია და საიმედო, ქრება კონდომის გამოყენების საჭიროება.
უარყოფითი მხარეები:
– არ იცავს სგდ(სქესობრივად გადამდები დაავადებები)–სგან
– შეიძლება ქონდეს გვერდით ეფექტები( გულის რევა, წონის მომატება, სისხლის სიბლანტის გაზრდა და ა.შ)
– არაა სასურველი გინეკოლოგის დანიშვნის გარეშე მიღება
გაფრთხილება: არ უნდა დაგავიწყდეთ მათი ყოველდღიურად მიღება, აბების გამოტოვება ზრდის დაფეხმძიმების რისკს. "ჩავარდნის" შემთხვევაშიარავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ნაცნობების, მეგობრების აბები თქვენი აბების მაგივრად.
პლასტირი(მომიტევეთ ქართული შესატყვისი ვერ ვიპოვე)

მცირე ზომის ნაჭერი, რომელიც შეიცავს ჰორმონებს, გამოყოფს მათ და კანის გზით ავრცელებს სისხლში და შესაბამისად ორგანიზმში. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ პრინციპი იგივეა რაც აბების.
გამოყენების წესები:
მათი დაკრობა სასურველია ოთხ ძირითად ადგილას: დუნდულო, მხარი, სხეულის ზედა ნაწილი(მკერდზე არა), მუცელი. არ შეიძლება მათი დაკრობა დაწითლებულ, გაღიზიანებულ კანზე.
მენსტრუაციის პირველ დღეს იკრავთ 1 ცალს და შემდეგ კვირაში ერთხელ იცვლით მათ. არაა პრობლემა მათი წყალში მოხვედრა და დასველება. გააკონტროლეთ რომ კარგად იყოს დაკრობილი და არ მოგძვრეთ, მოძრობის შემთხვევაში გაესაუბრეთ ექიმს და იზრუნეთ დამატებით თავდაცვაზე(მაგ. კონდომზე)
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლასტირის ზომების შემცირება.
დადებითი მხარეები:
– საიმედოობა(სწორი გამოყენებისას)
– მოხერხებული გამოყენება
– თუკი პარტნიორი მუდმივია და საიმედო, ქრება კონდომის გამოყენების საჭიროება.
უარყოფითი მხარეები:
– არ იცავს სგდ(სქესობრივად გადამდები დაავადებები)–სგან
– შეიძლება ქონდეს გვერდით ეფექტები( გულის რევა, წონის მომატება, სისხლის სიბლანტის გაზრდა და ა.შ)
– არაა სასურველი გინეკოლოგის დანიშვნის გარეშე მიღება
– არ ვიცი ხელმისაწვდომია თუ არა საქართველოში.

ბეჭდები.


დაახლოებით 5 სმ დიამეტრის მქონე, ჰორმონების შემცველი ბეჭდები. შეიყვანება საშოში მენსტრუაციის პირველ დღეს და რჩება იქ 3 კვირის განმავლობაში. მისი გამოვარდნის ან უხერხულობის შექმნის შემთხვევაში, შეიძლება მისი გამოტანა და თავიდან მოთავსება. უხიფათოა, მისი არარსებობა ინტრავაგინალურად 3 საათის განმავლობაში, უფრო მეტი დროით, ქმნის დაფეხმძიმების რისკს და საჭიროებს დამატებით თავდაცვას.
დადებითი მხარეები:
–კარგი დაცვა.
–კონდომის გამოყენების საჭიროების არ არსებობა, იმ შემთხვევაში თუ პარტნიორი მუდმივია და საიმედო
უარყოფითი მხარეები:
– არ იცავს სგდ(სქესობრივად გადამდები დაავადებები)–სგან
– შეიძლება ქონდეს გვერდით ეფექტები( გულის რევა, წონის მომატება, სისხლის სიბლანტის გაზრდა და ა.შ)
– არაა სასურველი გინეკოლოგის დანიშვნის გარეშე მიღება
– ნაკლები კომფორტი გამოყენებაში(ინდივიდუალურია)
სპერმიციდები
ნივთიერებები, რომლებიც ღუპავენ სპერმატოზოიდებს და არ აძლევენ მათ საშუალებას მიაღწიონ კვერცხუჯრედამდე. გამოდიან გელების,კრემების და ქაფების სახით. შეიყვანება ინტრავაგინალურად კავშირამდე 15 წუთით ადრე. მოქმედების ხანგრძლივობა 1 საათი. თუკი შეყვანილი იყო კავშირამდე 1 საათით ადრე ან მოხდება განმეორებით კავშირი, საჭიროა ხელმეორე შეყვანა.
დადებითი მხარეები:
– არ მოქმედებენ ქალის ორგანიზმზე ჰორმონულად
– შეიძლება შეასრულოს დამატებითი ლუბრიკანტის როლიც.
– კონდომთან ერთად ქმნის დამატებით გარემოს სგდ–სგან თავის აცილებისთვის.
უარყოფითი მხარეები:
– ნაკლებად უსაფრთხოა.( 26 დაუგეგმავი ფეხმძიმობა 100 ქალიდან)
– ნაკლებად კომფორტულია, საჭიროებს წინასწარ მზადებას.
– შეიძლება გამოიწვიოს საშოს კედლების გაღიზიანება.
კონდომი


მზადდება ლატექსისგან, არსებობს ორი სახის, მამრობითი სქესისთვის და მდედრობითი სქესისთვის(ეს უკანასკნელი ნაკლებადაა საიმედო). მოქმედების პრინციპი მდგომარეობს სპერმატოზოიდების შეკავებაში.
გამოიყენება უშუალოდ აქტის წინ. სასურველია გამოიყენოთ მხოლოდ ერთ–ერთი მათგანი და არა ორივე.
ლატექსის პროდუქციის გამოყენება არ შეიძლება იმ ლუბრიკანტებთან ერთად, რომელიც შეიცავენ ზეთოვან საფუძველს. ამიტომ კარგად წაიკითხეთ ლუბრიკანტის შემცველობა მის გამოყენებამდე.
დადებითი მხარეები:
–საიმედო დაცვა როგორც ფეხმძიმობისგან ასევე სგდ–სგან
–არ საჭიროების ექიმის დანიშნულებას
–ადვილად ხელმისაწვდომია.
უარყოფითი მხარეები:
– მგრძნობელობის დაქვეითება აქტისას (ინდივიდუალურია).

ექსტრემალური კონტრაცეფცია ანუ morning after pill.

გამოიყენება აქტიდან 72 საათის განმავლობაში. რაც ადრე მით უკეთესი. შეიცავს ჰორმონების დიდ დოზას, რომლებიც ხელს უშლიან განაყოფიერებას.
ყურადღება: ამ აბების მუდმივ კონტრაცეფციად გამოყენება კატეგორიულად არ შეიძლება, ვინაიდან მისმა რეგულაურლმა გამოყენებამ შეიძლება დააზიანოს თქვენი ორგანიზმი.
მისი ეფექტურობის შანსი მცირდება განაყოფიერების შემდეგ, ხოლო თუ ნაყოფი იმპლანტაცია(საშვილოსნოს კედელზე დამაგრება) უკვე მოხდა, ეფექტი 0–ს ტოლია.

დაიმახსოვრეთ:
– ერთადერთი საშუალება, რომელიც მეტ–ნაკლებად გიცავთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, ესაა კონდომი.

–ერთადერთი საშუალება 100%–ით დაიცვათ თავი სგდ–სგან და მოულოდნელი ფეხმძიმობისგან, არის თავშეკავება.


ჯანმრთელობას გისურვებთ.

11 კომენტარი

  1. ჩორვენი¹³  

    natoS :)

    ღუპავენ სპერმატოზოიდებს - es Zalian magari iyo ai gadavfichindi sicilit!! :up:

    da
    –ერთადერთი საშუალება 100%–ით დაიცვათ თავი სგდ–სგან და მოულოდნელი ფეხმძიმობისგან, არის თავშეკავება.- es xom piki iyo !!!
    bravo bravo!!
    zalian magari statiaa!!!
    eseigi shezierlab itqvas rom chemi codna kontraceptivebze ufro gagrmavda da 2 damatebiti sashualebis shesaxeb informaciitac sheicso!!

  2. CheshireCat  

    :) ხო, იმ მასალიდან რაც გადავიკითხე სტატიის დასაწერად, ფაქტიურად საბოლოო დასკვნა ეგ იყო :)
    ნებისმიერი ქალი ცოტათი მაინც "რისკავს", როდესაც აქვს სექსი :)

  3. Jenny  

    ეს ექსტრემალური კონტრაცეპცია რა პონტია?

    მე კიდე გამიგია მუსკატის კაკალი. რაღაც ზუსტად არ ვიცი როგორ მიიღება მგონი უნდა დანაყო და შეჭამო და რამდენიმე საათში გეწყება ციკლი და გამოაქ ყველაფერი.

    გაგიგიათ?

    ლოლ კიდე წარმოვიდგინე რა როჟა უნდა იყო საშვილოსნოს და პენისის პრეზიკი ერთდროულად რო გამოიყენო გგგ ჰეჰეჰეჰეჰჰეჰე :))))))
    ორი პაკეტი რო გამოიყენო ერთდროულად ეგეთი პონტია :P

  4. CheshireCat  

    O.o მუსკატის კაკალზე არაფერი მსმენია :) ისე "ხალხური" მეთოდები იცოცხლე, იმდენია :)))))

    ექსტრემალურს რაც ეხება, რეალურად შეიცავს იმავე ჰორმონებს (ესტროგენს და პროგესტერონს) ოღონდ ძალიან დიდი დოზით. მოქმედების სამი გზა აქვს
    1.ცვლის ციკლს, ისე რომ არ ხდება მომწიფება
    2.აფერხებს უშუალოდ ოვულაციას
    3.ცვლის საშვილოსნოს ზედაპირს ისე, რომ ზიგოტა ვერ ემაგრება და ვერ ახერხებს ჩაზრდას(საწყალი :S )

    უფრო დაწვრილებით აქა: http://www.morningafterpill.org

    ორი პრეზიკი ერთად მაგარი პრიკოლია :D სხვათაშორის ეწერა, ორივე ერთად არ გამოიყენოთო, შეიძლება დააზიანონ ერთმანეთი და hellooow :D

  5. CheshireCat  

    გგ.. ანეკდოტ ვ წემუ.

    ქალი მიდის გინეკოლოგთან:
    – Доктор, мы с мужем пока не готовы иметь ребенка, какой противозачаточный метод вы можете мне посоветовать?
    - Ну, например таблетки.
    - Ой, нет-нет доткор, таблетки, там гормоны, от них еще разжирею..
    - Тогда, кремы, гели..
    - Нет, нет, нет... Кремы, гели, это не удобно да и не надежно..
    - Ну тогда используйте презервативы..
    - Да нет же доктор, в них ведь ничего не чувствуешь..
    - Тогда, знаете что? Пейте минеральную воду.
    - Правда?? Помогает? Когда доктор, до или после?
    - ВМЕСТО!

    რუსულად დავწერე, უფრო ჟღერს :))))

  6. Jenny  

    ahahhahahah :))))))

    "შეიცავს იმავე ჰორმონებს (ესტროგენს და პროგესტერონს) ოღონდ ძალიან დიდი დოზით"

    Hმმ მგონი ამას რომ დალევ ზედმეტი თმები დაგცვივა ყველგან :P

  7. მარი  

    პირიქით გოგ, ამოგივა ზედმეტი...

  8. CheshireCat  

    მარი, არა რატომ? ქალის ჰორმონების ჭარბი მიღება ჭარბთმიანობას არასოდეს არ გამოიწვევს :)

  9. Anonymous  

    პრივეტ გოგოებო! :) საინეტერესო და საჭირო პოსტია,მაგრამ თუ შეიძლება უფრო დაწვრილებით ჩასახვასთან დაკავშირებით... მაგ. როდის და როგორ ხდება გარედან ჩასახვა, ასევე ბევრი შემთხვევა ვიცი, რომ ქალიშვილი დაფეხმძიმებულა. ეგეთი 'ჟივუჩები' არიან სპემატოზოიდები რომ გარედან შეუძლიათ შეღწევა?? :0

  10. CheshireCat  

    @Anonymous,
    იმისთვის რომ მოხდეს განაყოფიერება, აუცილებელია რომ სპერმატოზოიდი შეხვდეს კვერცხუჯრედს. ამასთანავე ერთი, ორი ან თუნდაც 100 სპერმატოზოიდის მოხვედრა საშოში ამისთვის საკმარისი არაა, ანუ საკმაოდ ბევრნი უნდა იყვნენ იმისთვის რომ ერთ–ერთმა გაანაყოფიეროს... გარედან განაყოფიერების შანსი არის ძალიან მცირე, თუკი ქალის გარეთა სასქესო ორგანოებზე მოხვდა საკმარისი სპერმა, იმისთვის რომ საჭირო რაოდენობას მიეღწია "დანიშნულების ადგილამდე". არის ხშირი შემთხვევები, როდესაც წყვილი თავს იცავს ე.წ. "შეწყვეტილი სქესობრივი აქტით", ანუ მამაკაცი ორგაზმს განიცდის ქალის სხეულის გარეთ, ასეთ შემთხვევაში დაფეხმძიმება ხდება უფრო იმის გამო, რომ ხშირად მამაკაცების სპერმის მცირე ულუფებს გამოყოფენ აქტის დროს(ორგაზმამდე) და ამას ვერ გრძნობენ, შესაბამისად ის დარწმუნებულია, რომ სპერმატოზოიდები ქალის ორგანიზმში არ მომხვდარან, სინამდვილეში კი... (ასევე ასეთ დროს სპერმატოზოიდები შეიძლება მოხვდნენ ქალის ორგანიზმში მაშინ, როდესაც წყვილი შეუწყვეტლივ აგრძელებს აქტს მამაკაცის ორგაზმის შემდეგ).
    რაც შეეხება ქალიშვილების დაფეხმძიმებას.. ზოგადად საქალწულე აპკი ყველა გოგოსთვის ინდივიდუალურია და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ძალიან ელასტიური და წელვადი... ანუ ვგულისხმობ იმას, რომ ის შეიძლება სრულყოფილი სქესობრივი აქტის დროსაც კი არ გაიხეს. ასეთ შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია გოგო დაფეხმძიმდეს და მედიცინაში ცნობილია კიდეც ფაქტები, როდესაც საქალწულე აპკის ჩაჭრა(!) გახდა საჭირო მშობიარობის დროს.
    და ისევ გარედან შეღწევის ამბავზე.. ამის თეორიული შანსი, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ძალიან უნდა გაუმართლოს გოგოსაც და ბიჭსაც, ხოლო იმ შემთხვევათა უდიდესი ნაწილი, როდესაც წყვილები იყვნენ დარწმუნებულები, რომ შიგნით არაფერი მომხვდარა, უფრო მეტად აიხსნება ზემოთ დაწერილით. :)

  11. Anonymous  

    didi madloba sruli da amomcuravi pasuxistvis :) (qartulze gadakvana damezara)

Post a Comment

Post a Comment

დატოვეთ კომენტარები ქართულად.
გამოიყენეთ Convert.ge

 

კონტაქტი

საქმიანი და სხვა წინადადებებისთვის

ბოლო პოსტები

ბოლო კომენტარები

რეკლამა

გიყვარს სიურპრიზები?

სტუმრები

ჩეთი


მთვლელები