♀♥ Girls Rule ♥♀

All This Girl Stuff...

რეკლამა

ავტორები

  • Baia Dzagnidze
  • CheshireCat
  • HoNeY
  • Sweet
  • Taboo
  • The Sun
  • gvanci
  • sally zazunishvili
  • ჩორვენი¹³

Followers


ზოგჯერ ხდება ისე, რომ ადამინი რომელიც ძალიან გვიყვარს, იხურავს კარებს და მიდის.. მიდის და თან მიაქვს მთელი ჩვენი სამყარო, რომელიც, რა თქმა უნდა, მის გარშემო ტრიალებდა.
რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ აწი? როგორ ვიცხოვროთ თუკი ყველაფერი, ყავის ჭიქაც კი მის შენთან ყოფნას გახსენებს(კი, კი, სწორედ ამ ჭიქიდან სვავდა ყავას და თან საყვარლად გიღიმოდა).
მოკლედ რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მათთვის, ვინც კენტად დარჩა.

მოქმედება პირველი: იტირე
ქალებს გენიალური თვისება გვაქვს, როდესაც ცუდად ვართ, ვტირივართ და ეს ძალიან კარგია, ასე ვიხსნით ზედმეტ ემოციურ სტრესს და სწორედ მისი საშუალებითაა, რომ საშუალო სტატისტიკურად ქალები 5 წლით უფრო მეტს ვცხოვრობთ ვიდრე კაცები. ამიტომ იტირე.. ასე 1–2 დღე, გამოიძახე სახლში შენი დაქალის რბილი და თბილი მხარი, რომელიც მორჩილად მიიღებს შენს ცრემლებს და ნამე რამდენიც ჩაგეტევა. შეგიძლია უყუროთ მელოდრამებს, ჭამოთ სუფრის კოვზებით შოკოლადის კარაქი და საოჯახო ნაყინი. პირველი ორი დღე აპატიე ყველანაირი სისუსტე შენს თავს.
მომქედება მეორე: მოდი გონზე
ის პირველი ორი დღე, როდესაც შენს თავს ყველაფერს პატიობდი მორჩა, 10 ქილა შოკოლადის კარაქი და 5 შეკვრა საოჯახო ნაყინი შეჭმულია, ინტერნეტში ხელმისაწვდომი ყველა ცრემლიანი მელოდრამა ნანახი და დაქალსაც საბოლოოდ გაახსენდა, რომ თავისი ცხოვრება აქვს და შენს საცრემლე ბალიშად არ დაბადებულა.
დღეიდან მოიკრიბე ძალები და დაუბრუნდი ცხოვრებას. ჯერ კიდევ რთულია მის გარეშე ყოფნა, მაგრამ მის ჯინაზე ყველაფერი უნდა შეძლო.
სადღაც წამიკითხავს, რომ ქალის ყველანაირი ქმედება შეიძლება გაყო ორ კატეგორიად : "მისთვის" და "მის ჯინაზე". ანუ ქალები ძირითადად ყველაფერს ვაკეთებთ ან ვიღაცისთვის(ეს ვიღაცა ჩვენი თავიც შეიძლება იყოს) ან ვიღაცის ჯინაზე. აწი დროა დაიწყო მოქმედება კატეგორიით "მის ჯინაზე" + "ჩემი თავისთვის". დაიბანე პირი, მიიღე მატონიზირებელი შხაპი (ჯერ თბილი და მერე გრილი წყლით, ოღონდ ძალიან დიდი კონტრასტი არ გააკეთო.. თბილიდან ოდნავ გრილზე. და არა ცხელიდან ცივზე), გაიკეთე მაკიაჟი. წადი მეგობრებთან, წადი ვარჯიშზე( თუ დადიხარ), მოკლედ ცადე დაუბრუნდე ცხოვრების ჩვეულ კალაპოტს.
მოქმედება მესამე: შემოიტანე სიახლე
ყოველთვის გინდოდა გევლო ლათინო ამერიკულ ცეკვებზე, მაგრამ ეს დესპოტი ეჭვიანობის გამო გიშლიდა? ახლა შენ შეგიძლია ყოველგვარი ფიქრის გარეშე ჩაეწერო ცეკვის სექციაზე. დაიწყო სიარული სპორტ დარბაზში. უბრალოდ წახვიდე და გაიკეთო ახალი ვარცხნილობა. გინდოდა სუნამო, მაგრამ ფულს მისი საჩუქრისთვის ინახავდი? გაგახარებ, შენ აღარ მოგიწევს მისთვის საჩუქრის ყიდვა, ამიტომ იყიდე სუნამო და ის წიგნიც მიაყოლე, ერთი ორი თვე რომ ათვალიერებ დახლებზე და ვერაფრით მიგიწვდა ხელი მის ყიდვაზე.
გაიჩინე ახალი ჰობი, აისრულე ძველი ოცნებები.. ჩართე ფანტაზია ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს მე ხომ არ გეტყვი? :)
მოქმედება მეოთხე: არ ჩაიციკლო
მართალია ეს მოქმედება მეოთხედ არის დანომრილი, მაგრამ სასურველია პირველის დასრულებისთანავე დაიწყო მისი შესრულება. არ იფიქრო მასზე, ნუ გაიხსენებ იმას, რომ სწორედ ამ დაწყევლილი ჭიქიდან უყვარდა ყავის სმა, ამ ქუჩაზე კი პაემანზე გელოდებოდა. გამოუცხადე დიეტა ტვინს და როგორც კი მის გახსენებას დაიწყებ, გამოფხიზლდი და რამე სასარგებლოზე იფიქრე, მაგალითად პროექტზე, რომლის განხორციელებაც სამსახურში გევალება. ნუ შემოსავ მასზე მოგონებას მისტიური ნათებით და ნუ იფიქრებ იმაზე, რომ ის იდეალურია, მშვენიერია და მასეთი მეორე არ შეგხვდება. გაიხსენე, რომ ისიც ადამიანია და ამიტომ ახასიათებს სისუსტეები, მათ შორის ცუდი(ეგ არ იყო ცეკვებზე რომ გიკრძალავდა სიარულს).
ცადე გაანალიზო(ზედმეტი ემოციების გარეშე), რატომ მოხდა ეს. ამით რა თქმა უნდა მას ვეღარ დაიბრუნებ, მაგრამ უარყოფითი გამოცდილებაც გამოცდილებაა და სწორი დასკვნები(განსაკუთრებით შენი შეცდომების გაანალიზება და მიხვედრა) წაგადგება.
მოქმედება მეხუთე: ეცადე მიაღწიო სრულყოფილებას.
თუკი დიდი ხანია რაღაც არ მოგწონს შენში, ცადე გამოასწორო. ჩამოიკელი რამდენიმე კილო(თუ გაწუხებს), აღადგინე მეცადინეობა ინგლისურ(გერმანულ, მოლდოვურ etc) ენაში, მოძებნე შენს პროფესიაში კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. მოკლედ ყველაფერი რაც შენს პიროვნულ წინსვლას ხელს შეუწყობს.

რაც მთავარია, დაიმახსოვრე. არ არსებობს შეუცვლელი ადამიანები. რთულია, ცუდად ხარ, მაგრამ დრო ყველაფერს უშველის, მთავარია დაეხმარო მას. ყველაფერი ჩვენს ტვინშია, თუკი განთავისუფლდები მისგან გონებრივად, მალე ახალ, უფრო მაგარ ცხოვრებას დაიწყებ. როდესაც ის ვინც გიყვარს გტოვებს, საბოლოო ჯამში მხოლოდ ორი გამოსავალი გრჩება: 1. ცხოვრების ბოლომდე იტირო, თუ რა დაკარგე, იფიქრო იმაზე როგორი ერთადერთი და განუმეორებელი იყო. 2.დროზე შემოუძახო თავს, განთავისუფლდე მასზე ოცნებებისგან და გააგრძელო ლაღი ცხოვრება. ნუ იქნები მიტოვებული, იყავი თავისუფალი. შენ ხარ ძლიერი და შენ გიყვარს საკუთარი თავი, ამიტომ არც ერთი მამაკაცის გამო, არ დაწვები ბნელ კუთხეში და არ მოკვდები ჩუმი დარდისგან. თუ ეს შენს მოტივაციას აამაღლებს, შეგიძლია ჩართო სიდი, რომლის ყველა ტრეკიც სხვა და სხვა შესრულების "i will survive" იქნება და გამწვანებამდე უსმინო. რაც მთავარია შენი საკუთარი თავის გჯეროდეს და ყველაფერი კარგად იქნება.

8 კომენტარი

  1. dodka  

    ჰაჰაჰ

    მისთვის და მის ჯინაზე ჩემი თეორია იყო ))

  2. CheshireCat  

    :გივი: :))) ზნაჩიტ, ია ტებია უჟე ციტირუიუ :)))

    მახსოვდა თვითონ თეორია, საიდან, ეგ აღარ :)))

  3. NiN  

    ჩემგანაც წავიდნენ თანაც ძალიან შორს: )
    პირველ რიგში გავაკეთე ის,რომ შევიტანე და შევიყვანე ჩემ ცხოვრებაში სიხლეები)თანაც ბევრი :))) თავი დავარწმუნე იმაში რომ აღარ მიყვარს,რომ არ უნდა ვიფიქრო მასზე, რომ არ მენატრება. როცა ამას თამაშობ სხვებთანაც და შენ თავთანაც.. ნელნელა მართლა შედიხარ როლში და ბოლოს მართლა გამოგივა :) მერე ის მოვა და პატიებაც გთხოვს და შენ ეტყვი: დაიგვიანე სხვა გზით იარე :)
    ყველაფერი ძალიან მარტივია. არ არსებობს შეუცვლელი!

  4. Dv0rsky  

    ძალიან მაგარი კარიკატურაა. ძალიან ახლოსაა სიმართლესთან. და ხო, ყველაფერი ხდება.

    და ხო, შენც უტეხავ (?) სხვას, და შენსასაც ტეხავენ, ამსხვრევენ...

    და ხო, მეორე დღეს გამოდიხარ ქუჩაში, მზიანი ამინდია, თბილი, ხალხი იღიმის, და შენც ძალაუნებურად გეღიმება...
    ახალი გული ამოგდის.

    ადამიანები ხვლიკებივით ვართ - ისინი ახალ კუდს იზრდიან, ჩვენ კი ახალ გულებს.

    ჩემთანაც დავპოსტავ სურათს, ხომ შეიძლება?

  5. CheshireCat  

    ჩემი არაა, ნეტში ვიპოვე :) ასე რომ თავისუფლად შეგიძლია დაპოსტო :)

  6. (c)  

    მეც "მის ჯინაზე" კარგად უნდა ვისწავლო და კარიერა შევიქმნა, არადა რომ დავფიქრდეთ მაინც "მისთვისაა", რადგან ყოველთვის ამას მეუბნებოდა :s

  7. პერწკლი  

    ერთი წავა და სხვა მოვა... ბევრი არ მიდარდია, მაგრამ ყველანაირი კონტაქტი გავწყვიტე და რაღაც პერიოდის მერე უკვე ჩვეულებრივ ვეკონტაქტებოდი და ვემეგობრები ახლაც.
    ეს მგონი არანორმალურია :სპაი:

  8. Anonymous  

    me ratomgac mimachnia rac ar unda dzneli iyos, arasodes ar unda anaxo mamakacs rom misi dakargvis geshinia, pirikit sul imis unda eshinodes rom ert mshvenier dges shen mas miatoveb.
    im shemtxvevashi tu migatovebs depresiashi nu chavardebitnu daicyebt tirils da godebas, ubralod aketet is rac dzalian giyvart da mogcont da yuradgeba gadaitanet sxva sakitxebze.
    arcerti mamakaci ar girs nerviulobad da nervebis moshlad

Post a Comment

Post a Comment

დატოვეთ კომენტარები ქართულად.
გამოიყენეთ Convert.ge

 

კონტაქტი

საქმიანი და სხვა წინადადებებისთვის

ბოლო პოსტები

ბოლო კომენტარები

რეკლამა

გიყვარს სიურპრიზები?

სტუმრები

ჩეთი


მთვლელები