♀♥ Girls Rule ♥♀

All This Girl Stuff...

რეკლამა

ავტორები

  • CheshireCat
  • HoNeY
  • Sweet
  • Taboo
  • The Sun
  • Unknown
  • Unknown
  • მარიამ ბლანკი¹³
  • gvanci

Followers



სტანდარტული, ლურჯი ჯინსი უკვე მოსაბეზრებელია.

ახლა გოგონებს წითელი მოგვწონს (ასევე მწვანე, ყვითელი, ვარდისფერი).
ახალი, მოდის ტენდენცია უკვე აიტაცეს ვარსკვლავებმა. მოდით, ჩვენც მივყვეთ ვარსკვლავების მაგალითს და გავამხიარულოთ თბილისის, თუ ბათუმის ქუჩები თანამედროვე “შიკით”.


თუ ფიგურაც ხელს გიწყობს, ფერადი ჯინსი შენი გარდერობის არა მარტო პრაქტიკულ, არამედ თვალის მომჭრელ და მოდურ ინვენტარად გადაიქცევა.



განაგრძე კითხვა...


გოზმო გოგონა ამ თვეში გგგ:

٭თვითონ ამზადებს გარნირს ნაყინისთვის٭

ნუ პირველ რიგში შევეხოთ ისეთ ზოგადსაკაცობრიო თემას, როგორიც არის ნაყინის რაობა.
ნაყინი მრავალი მანდილოსნის ზაფხულის მენიუში ანაცვლებს ნამცხვარს. ნამცხვრის გაკეთება ზაფხულში რისკთან არის დაკავშირებული, რადგან სიცხის გამო შესაძლოა რომელიმე ინგრედიენტი გაფუჭდეს და გამოიწვიოს თქვენი თუ თქვენთვის საყვარელი ადამიანების კუჭის ლორწოვანი შრის გაღიზიანება, რაც თავის მხრივ პროვოცირებას გაუკეთებს გულის რევის სპაზმებსა თუ მოწამვლის უარეს სიმპტომებს. წ წ წ
მეორეს მხრივ, ნამცხვრის კეთების აუცილებელი პროცესია – ცხობა, რაც ზაფხულის სიცხეში ჟოჟოხეთურ ტანჯვასთან ასოცირდება. მართლაც ძნელია გაარჩიო, შენ დებ ცომს ღუმელში თუ უჩინარი ხელი შენთვითონ გხარშავს გიგანტურ შავ გუდრონიან კუპრში.


ამიტომ გონიერი დიასახლისი ან უბრალოდ გონებაგახსნილი მანდილოსანი ზაფხულში უპირატესობას ნაყინს ანიჭებს. ყველაფერთან ერთად, ნაყინი ყოველთვის უფრო ცივი იქნება ვიდრე ნამცხვარი, რაც არ უნდა გააგრილო ეს უკანასკნელი, და სანამ ეს ასეა მუდამ ნაყინი იქნება ზაფხულის ფავორიტი.

ნაყინი რომ უფრო სასიამოვნო და საინტერესო გავხადოთ, გოზმო გოგონას ამ თვეში არასოდეს დაეზარება მისი გარნირებით მორთვა. რათქმაუნდა შეგიძლიათ პირდაპირ შეიძინოთ მორთული ნაყინები, ე.წ. ნაყინის ტორტები, თუმცა როგორც იცით ეს ძვირი და მცირე სიამოვნებაა, ნაყინი კი უნდა იყოს ბევრი და ყველასთვის!

პირველი მარტივი ინგრედიენტი, რაც ნებისმიერ ნაყინს 10 ქულით აწევს დესერტის მოყვარულთა თვალში, არის დაფშხვნილი შოკოლადი.
ამისთვის დაგჭირდებათ:
სახეხი (თუ რა ქვია ამას?)
შოკოლადის ფილა
შოკოლადის ფხვნილის შემნახველი კონტეინერი.

სანამ საქმეს შევუდგებოდეთ, აუცილებლად მოათავსეთ შოკოლადი მაცივარში, რომ სიცხისგან არ დარბილდეს, თორემ არ დაიფშხვნება.
ამის შემდეგ მხიარულად დაფშხვენით სახეხის ყველაზე მსხვილ მხარეს.
როცა მორჩებით, მოათავსეთ კონტეინერში და შედგით მაცივარში. აწი თქვენი ნაყინები თქვენი მეზობლის ნაყინებზე გემრიელი და მომხიბვლელი იქნება!
სურათზე ნაჩვენები შოკოლადის ფხვნილი დამზადდა სულ რაღაც 2 "რიგი" ფილისგან. ასე რომ შოკოლადის მცირე რაოდენობით ვიღებთ ბევრ ფხვნილს.



კიდევ რა გარნირებით შეიძლება მორთოთ ზაფხულის ჰიტი – ნაყინი, თქვენთვითონ მოიფიქრეთ და არ დაგავიწყდეთ გაანდოთ სხვა გოზმო თუ კოსმო გოგონებს. დაიმახსოვრეთ, ვმესწე – მი სილა!

გგგ

პატივისცემით,
iverson :P

განაგრძე კითხვა...

თუ გასული თვის განმავლობაში, ცნობისმოყვარეობამ არ მოგასვენათ და გვერდის მარჯვენა ქვედა მხარეს მოთავსებულ სიურპრიზების ყუთს დააჭირეთ, ალბათ ნახავდით იქ გამოცხადებულ კონკურსს სხვადასხვა ნომინაციებში.

ეს თვე დასრულდა, შესაბამისად, მე მზად ვარ, წარმოგიდგინოთ ამ თვის გამარჯვებული გოგონები შესაბამის ნომინაციებში და გადავცე მათ სიმბოლური ჯილდოები.

And The Winner is...


ნომინაციაში Fashion-Girl ერთპიროვნულად გაიმარჯვა...

ჩორვენმა!!!

ნომინაციაში Adviser girl ერთმანეთს ეცილებოდნენ ჩორვენი და ჩეშერული კატა, მაგრამ ვინაიდან ჩორვენმა უკვე გაიმარჯვა Fashion-Girl-ში ამიტომ პრიზი მიეკუთვნა


ჩეშერსკაიას!!!

ნომინაციაში Web Girl გავიმარჯვე... მე :D
ოღონდ საკუთარი თავის დასაჩუქრებას არ ვაპირებ

ნომინაცია Diet girl ჩაფლავდა.
(ჩორვენმა უკვე გაიმარჯვა სხვა ნომინაციაში, ხოლო Honey-ს ჰქონდა მხოლოდ ერთი პოსტი, ეს კი საკმარისი არ არის.)

ნომინაცია Love Girl-იც ჩაფლავდა :(
(Jenny-მ და ნინიმ დაწერეს თითო პოსტი და მე ორი. ვინაიდან მე უკვე სხვა ნომინაციაში ვარ გამარჯვებული ამიტომ ჩემი კანდიდატურა იხსნება. 1 პოსტი კი არ არის საკმარისი გასამარჯვებლად)

როგორც ჩანს მამაკაცებზე საუბარი არავის უნდა აქ :D
კი ბატონო! შემდეგი თვისთვის ამ ნომინაციაზე სტავკა იზრდება და სიურპრიზი გელოდებათ!


რაც შეეხება პრიზებს:

ჩორვენს, როგორც ჩვენს ბლოგზე მოდის ფუძემდებელს, გადაეცემა ბისერის სამაჯური ჩემი სამკაულების მაღაზიიდან და 5%-იანი ფასდაკლების ბარათი კომპიუტერულ მაღაზიაში პრაიმი!!!

ჩეშერული კატისთვის კი, როგორც ჩვენს ბლოგის მედიცინის დამსახურებულ კონსლუტანტს და გურუს გადაეცემა სასაჩუქრე ბარათი რამაზ ჩერქიშვილის ენდოსკოპიური ქირურგიის კლინიკაში (უფასო გინეკოლოგიური კონსულტაცია და უფასო პირველადი ექოსკოპიური გამოკვლევა)

P.S.  პრიზებისათვის მომაკითხეთ  ემესენში და დაგაკვალიანებთ :)

განაგრძე კითხვა...

ისეთ ამბებში ვარ ვერ წარმოიდგენთ. თუ ჩემს პირად ბლოგზე წაიკითხეთ ბოლო პოსტი, ნახავდით რა დატვირთული გრაფიკით უნდა ვიმუშაო ამ თვეში.

სასწრაფოდ მჭირდება თქვენი რჩევები, თუ როგორ მოვასწრო ამდენი საქმის გაკეთება.
და მოსწრებაზეც არ არის! უბრალოდ, ტვინმა ამდენ რამეზე ერთდროულად როგორ უნდა იფიქროს.

აი იხილეთ ჩემი გასაკეთებელი საქმეების სია, დედლაინებით:

  • დასაწერი მაქვს ბიზნეს გეგმა (6 კაციან ჯგუფთან ერთად) ~ Deadline: Jul 4.
  • გასაკეთებელი მაქვს აქსესუარები ჩემი მაღაზიისთვის და საყიდელი მაქვს მასალები
  • უნდა დავიწყო საბაკალავრო გამოცდისთვის მზადება, ანუ სასწავლი მაქვს დაახლოებით 1500+ გვერდიანი მასალა ~ Deadline: Jul 25
  • მოსაგვარებელი მაქვს ერთი პროექტის სამუშაო რეჟიმში გაშვება (არადა მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული. კიდევ ერთ ადამიანზე.) ~ Deadline: ASAP
  • ჟურნალ კოსმოპოლიტენთან უნდა ვაწარმოო მოლაპარაკება ~ Deadline: Jul 6.
  • ვამუშავებ საკუთარი ბიზნესის იდეას, რომელსაც ვიწყებთ დაქალები და უამრავი წვრილმანის გააზრება მიწევს ~ Deadline: Jul 31.
  • კვირაში ერთხელ უნდა მოვინახულო მშობლები
  • გადავახალისო გარდერობი (ბაზრობაზე ერთი გარბენა მეყოფა ალბათ)
  • ამ ყველაფრის გარდა, სამშაბათიდან კვირაში სამჯერ ცურვაზე დავდივარ თვის ბოლომდე
  • გარდა ამისა მყავს მეუღლე, რომელსაც ყურადღება სჭირდება (მართალია პირველი უნდა დამეწერა, მაგრამ დესერტი ყოველთვის ბოლოს მოაქვთ)
ვინც Month-Organizers შეადგენს ამ Deadline-ებზე საღოლ რა :))
Anyway, I love being so busy!!!

P.S. თმის ფერი და ვარცხნილობა შევიცვალე :)
P.P.S. ამ წუთას დავასრულე "Wedding Planner"-ჳს ყურება. ძალიან მომეწონა. :)

განაგრძე კითხვა...




ყველა აქ მყოფს, დარწმუნებული ვარ, ნანახი თუ არა, გაგონილი მაინც აქვს Sex and the city-ს შესახებ. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სერიალია, ყველა სერია მაქვს ნანახი.

სადღაც სამი თვის წინ გავიგე, რომ ფილმი გამოდიოდა და აღვივსე მოლოდინით.
ბოლოს გამოვიდა, ქართულ სერვერზეც დაიდო - მართალია კამრიპი და ცუდი გახმოვანებით, მაგრამ მაინც. ჯერ ვიფიქრე - არ ვუყურებ და კინოში ჩამოსვლას დაველოდები-თქო. მაგრამ გუშინ ვერ მოვითმინე...
ძალიან იმედგაცრუებული ვარ რა, ძალიან. ფულისთვის გაკეთებული ფილმია იმენნა. თითიდან გამოწოვილი სიუჟეტი, ძაან ხელოვნური და ყალბი სცენები.
არ დაგისპოილებთ მათ, ვისაც ნანახი არ გაქვთ ჯერ - ნახეთ, ოღონდ წინასწარ შეეგუეთ, რომ სერიალის ერთ სერიადაც კი არ ღირს...

განაგრძე კითხვა...

(დღითიდღე უფრო ვრწმუნდები რომ მამაკაცებს მოსწონთ დაუცველი, უსუსური, ნაზი-ნარნარი და სულელი ქალები. )
მთელი ცხოვრების მანძილზე კაცის დაუხმარებლად, დამოუკიდებლად რომ ვერაფერს აკეთებენ. ასეთებს უყურებენ როგორც მეუღლეს და მათი შვილების დედებს, ხოლო ძლიერი, კარიერისტკა და დამოუკიდებელი ქალები მხოლოდ გასართობად და მათთან მცირე დროის გასატარებლად ჭირდებათ.
თქვენ რა აზრის ხართ?

განაგრძე კითხვა...

გადავწყვიტე, ცოტა ჩვენი კლუბის იმიჯზეც ვიფიქრო და ის ავტორები, რომლებიც საერთოდ არ პოსტავენ ბლოგში, ამოვიღო ავტორების სიიდან.

ხოლო, თქვენ, ჩემო კარგო გოგონებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ აქტიურად შემოდიხართ, ერთმანეთს ებაასებით, აკრიტიკებთ და თქვენს თავისუფალ აზრს გამოთქვამთ!

არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ თავს ვიფასებთ, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ერთად ბევრი რამე შეგვიძლია.
ამიტომ, მოდით, ზოგისთვის აქ პოსტვა დროებით პრივილეგიად დავტოვოთ...

ხოლო ვინც მომავალში მოიცლის და სურვილს გამოთქვამს შემოგვიერთდეს, ისევ ფართოდ გავუღებთ ჩვენი ბლოგისა თუ/და გულის კარებს!

ალავიუ! :)

P.S. ავტორებიდან ამოვიღე ისინი ვისაც ერთი პოსტიც კი არ აქვს გაკეთებული, და ხელმეორედ დავუგზავნე მოწვევები რომ როცა მეილს შეამოწმებენ, გაახსენდეთ ჩვენი არსებობის შესახებ. :) არც ისე მკაცრი ვარ ხო?

განაგრძე კითხვა...

შთაგონებული კი არადა , შეგპირდით რა მაროს პოსტში გაკეთებულ კომენტებში, ჟურნალში არსებული ფოტოს დადებას ვაკეთებ ამ ჩანაწერს...

ეს 2 ფეხსაცმელი რომელიც ამ ფოტოზე ჩანს არის Emilio Pucci-სა და Marc Jacobs-ის მოდელები რომლებიც 1200 $ ამერიკული დოლარი ღირს. ვფიქრობ რომ განსხვავება ყველამ შენიშნეთ. :)


♀♥ Girls Rule ♥♀: Strange Shoes

განაგრძე კითხვა...

ხოდა ე. ი. იმის თქმა მინდოდა, რომ მოხდა ის, რაც თვითოეულ ჩვენთაგანს ძალიან გაგვიხარდა...ანუ ამ ბლოგის გამოცოცხლება...
გაგვიხარდა, როგორც ძველებს, ასევე ახლებს...
ხოდა ამაზე მეტად იმის თქმა მინდოდა, რომ დადგა ზაფხული... ზაფხული კი მოგეხსენებათ დასვენებისა და გართობის სეზონია...
ხოდა ამაზე მეტად იმის თქმა მინდოდა, რომ ვინაიდან და რადგანაც ზაფხულია და მოცლილობის ჟამია, ერთმანეთს ხომ არ შევხვედროდით???
ალბათ გახსოვთ შარშან, თებერვალში "მულენ ელეკტრიკ"-ში გატარებული რამდენიმე სასიამოვნო საათი...

მე პირადად წარმატებით ჩავაბარე ყველა 8 გამოცდა და თუ არ ჩავთვლით აქტიურად გერმანული ენის სწავლას, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მცალია მსგავსი ღონისძიებებისთვის... თუმცა მესმის რა, რომ ყველას არ ჩაუბარებია გამოცდები ან სულაც სხვა მიზეზები გააჩნია ამ დროისთვის, შეგვიძლია ცოტა ხნით გადავდოთ ეს შეკრება...
თუმცა სიტყვა "გადადება" და "გადადება" ერთმანეთთან არ გავაიგივოთ... ეს პოსტიც იმიტომ დავწერე, რომ როგორც კი მოვიცლით, ამ პოსტს კომენტარები მივუმატოთ და ყველას თუ არა, უმეტესობას რომ გვეცლება, მაშინ გავაJAZZოთ...


p.s უი, ახლა თვალი გადავავლე წინა ეპოქას და ვნახე, რომ მაშინაც მე გამიხსნია შეხვერდასთან დაკავშირებული თემა...

განაგრძე კითხვა...

ტოპ.გეზე ვეძებდი ჩვენს საიტს და შემთხვევით მოვხვდი ერთ საიტზე სადაც მივაგენი ასეთ რამეს:
Система
Тотального Подчинения Женщины

საიტი
როგორ გგონიათ, ასეთი სისტემა შესაძლებელია არსებობდეს სინამდვილეში თუ უბრალო პაძელკა და ფულის კეთების ხერხია?

განაგრძე კითხვა...

მოდა და მისი ტენდენციები ზოგადად

რა არის რეალურად მოდის ტენდენცია? როგორ და საიდან განისაზღვრება ის?...

ნებისმიერი ქალისათვის მოდის ტენდენცია არის ის რაც მოსჩანს ყველაზე მოდური ჟურნალის ფურცლებიდან, თუმცა ეს არაა სწორი.

რეალური მოდის ტენდენცია ნიშნავს იმას თუ რა იქნება ყველაზე აქტუალური ზოგადად (კონკრეტულ სეზონზე) , ხოლო ეს ყველაზე ატუალური არ განისაზღვრება ცალსახად ერთი დეტალით.

გადავხედოთ ისტორიას , მის ყოველ წერტილში შეგვიძლია დავინახოთ მოდის ტენდენცია რომელიც იმ პერიოდისათვის იყო, ეს კი მერწმუნეთ არის იმ ადამიანების დამსახურება რომელიც უბრალოდ ქმნიდენ ( უწევდათ პროფესიის გამო) ტანსაცმელს , არა იმიტომ რომ მოდური ტანსაცმელი შეექმნათ და ვიღაცა ვიღაცაზე მეტი ან ნაკლები გამოჩენილიყო ,არამედ იმიტომ რომ ის ეპოქა პერიოდი თუ მომხმარებელი და მათი საჭიროება უბიძგებდა მათ ამისკენ. იყო პერიოდები როდესაც ტანსაცმელი რომელიც იკერებოდა, თითქმის არაფრით განსხვავდებოდა ერთი მეორისაგან და ეს არსებული გარემოს მიერ იყო ნაბიძგები.

სწორედაც წარსულის ასეთი პერიოდები გახლავთ ტენდენციის და ზოგადად მოდის სულის ჩამდგმელი.
აქედან გამომიდნარე დამკვიდრდა ყველა ის ტრადიცია რასაც ჩვენ ჩვენს ეპოქაში ვაკვირდებით ტანსაცმლისა თუ აქსესუარების ინდუსტრიაში.

ნელა ნელა დაიხვეწა გემოვნება და მოთხოვნები, ადამიანები იქიდან თუ "რა იყო საჭირო" გადავიდნენ იმაზე თუ "რა მოსწონდათ". ყველა მივიდა იმ აზრამდე რომ ტანსაცმელი წელში უნდა იქნას გამოყვანილი რათა მოხდენილი გამოჩნდეს , საყელო უკეთესია თუ დაბალი იქნება და ა.შ.

მიუხედევად ამ ყველაფრისა დღეს დღეობით ნებისმიერი დიზაინერი თვითონ არჩევს თუ რა შექმნას და როგორ, ნებისმიერი მათგანი ეძებს მის საკუთარ და ყველასგან განუმეორებელ სტილს, ზუსტად ამიტომაა, რომ მოდამ ძირითადი იერი და შინაარსი იცვალა და ის უკვე მასიდან გამოყოფის და სტატუსისათვის ხაზის გასასმელ საუკეთესო საშუალებად იქცა.

და თითქოს ყველას გვინდა რომ ვიყოთ ინდივიდუალურები გამოდის, რომ ჩვენ მივყვებით იმას რაზეც მიგვითითებს მოდური "კუწიურე", ბოლოს კი შესაძლოა სრულიად დავიბნეთ იმის გამო რომ საკუთარი გემვნება თითქოს არც ყოფილა ისე გაქრეს (გემოვნებაში იგულისხმება სხვადასხვა სტილის შეხამების უნარი, ფერებისა თუ ქსოვილების არჩევა, აქსესუარის მოგება).

მიუხედევად იმისა რომ შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი სხვადასხვა დიზაინერის ტანსაცმელს ანიჭებდეს უპირატესობას, სხვადასხვა ქვეყანაში იცვამდეს ,შეიძლება ითქვას რომ ჩვენ მაინც ყველანი უნიფორმებში დავდივართ რადგან ზუსტადაც რომ მოდის ტენდენცია რომელიც თითქოს საუკუნეების წინ არსებული სახით აღარ გვხვდებოდა, მაინც კარნახობს მსოფლიოს როგორ უნდა ვიყოთ ჩვენ ჩაცმულები და რაოდენ დასანანიც არ უნდა იყოს ჩვენ ყველაზე ლამაზი ინკუბატორის წიწილები გამოვდივართ რომლებსაც საკუთარი ბუმბულის ფერის არჩევა მაინც შეუძლიათ სხვა თუ არაფერი.


ხოლო მთელი ამ სტატიის შემდეგ ნებისმიერი მანდილოსანისათვის არსებობს ერთი რჩევა ნუ მინედობით დიზაინერებს ბოლომდე, შეინარჩუნეთ თქვენი გემოვნება და შეცვალეთ მათი ტანსაცმელი "под себя". იყავით მოდურათ ინდივიდუალურები და აუცილებლად იგრძნობთ რომ ტენდენციები თქვენთვის არ არის საშიში!

განაგრძე კითხვა...

ისევ და ისევ საკვების პროდუქტები კალორიულობა.
ამჯერად შემოგთავაზებთ 3 კატეგორიას:
1. პური და ფქვილის პროდუქტები
2. ბოსტნეული
3. ხორცი


პური და ფქვილის პროდუქტები



ჭვავის პური 214
ხორბლის პური I კატეგორიის 254
რგოლისებრი ფუნთუშა (სეზამით) 312
ორცხობილა (ხორბლის) 331
ფქვილი I კატეგორია 327
ფქვილი II კატეგორია 328
ჭვავის ფქვილი 326

ბოსტნეული


ბადრიჯანი 24
მუხუდო (მწვანე) 72
ყაბაყი 27
კომბოსტო 28
წითელი კომბოსტო 31
ყვავილოვანი კომბოსტო 29
კარტოფილი 83
მწვანე ხახვი 22
ხახვი 43
სტაფილო 33
კიტრი (სათბურის) 10
კიტრი 15
ბულგარული (ტკბილი) წიწაკა 23
ბულგარული წითელი (ტკბილი) წიწაკა 27
"პეტრუშკა" ფოთლები 45
"პეტრუშკა" ძირები 47
ბოლოკი 28
სალათის ფოთოლი 14
ჭარხალი 48
პამიდორი 19
პამიდორი (სათბურის) 14
მწვანე ლობიო 32
ნიორი 106
ისპანახი 21

ხორცპროდუქტები


მოხარშული ძეხვი (დიაბეტური) 254
მოხარშული ძეხვი (დიეტური) 170
მოხარშული ძეხვი (საექიმო) 260
მოხარშული ძეხვი( სამოყვარულო) 301
მოხარშული ძეხვი (ხბოსი) 316
ღორის სარდელი 332
სოსისი რძიანი 277
სოსისი ღორის 324
სერველადი 360
შებოლილი ჩალაღაჯი 467
ვიჩინა 279

განაგრძე კითხვა...

აბა, გოგოებო, ეს ფეხსაცმელი შეაფასეთ.

უფრო მეტი სურათები:




ჩემს კურსელს ეცვა დღეს ინსტიტუტში.
მე ჩემს პირად აზრს ვერ გამოვთქვამ.
პოლიტკორექტულობის გამო :D

განაგრძე კითხვა...

ვიღაცა იფიქრებს რა სელებრითი კაცები აუტყდაო მარა...

Gerard Butler, 39, Born in Glasgow, Scotland.
შოტლანდიელი ჯენტლმენი...
OMG, I like him...

უფრო მეტი ფოტოები:






Isn't this cute?

განაგრძე კითხვა...

ვაგრძელებ ჯენის მიერ შემოთავაზებულ თემას.

ვინმე დაამტკიცებს რომ არ არსებობენ ფრთიანი კაცები? :)




© Copyright

განაგრძე კითხვა...

ვინც ონლაინ-შოფინგთან ახლოსაა და ოდესმე რამე შეუძენია უცხოურ ონლაინ-მაღაზიაში, ალბათ წააწყდებოდა ზომების პრობლემას.
საქართველოში ძირითადად აზიური საქონელი შემოდის და ზომებსაც აზიაში განსხვავებულად ითვლიან.
რა უნდა ვქნათ როცა ამერიკული მაღაზიიდან გვინდა ლამაზი კაბის ყიდვა, ამ დროს არ ვიცით რა რიცხვი მივუთითოთ ზომის გრაფაში.
ჩვენმა ძვირფასმა Rocko-მ შექმნა არაჩვეულებრივი საიტი - Tools.ge სადაც მრავალი სასარგებლო ხელსაწყო მოიპოვება ინტერნეტის მოყვარული ადამიანებისთვის.
ამ ჯერად კი აქ წარმოგიდგენთ ზომების კონვერტორს:

შევდივართ საიტზე www.tools.ge და ვეძებთ სექციას ”ქალის ტანსაცმლის ზომები” [დაუწკაპუნეთ სურათს]:
შემდეგ ყველაფერი ნათელია, ერთერთი ქვეყნის ზომის შეცლით ავტომატურად რეგენირდება სხვა ქვეყნებში მოქმედი ტანსაცმლის ზომები.
ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ მამაკაცის ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ზომების გენერატორით. და კიდევ ბეჭდების ზომებიცაა რაც მე არასდროს დამჭირვებია...

თავადაც ხედავთ რომ ამ ხელსაწყოს გამოყენება უმარტივესია.
რისთვისაც დიდი მადლობა ღოცკოს :)))

განაგრძე კითხვა...

ყველა ჩვენგანს გვიყვარს რაღაცით წასუსნავება, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ ნორმა სასუსნავის რომ საყვარელმა ტკბილეულობამ გარდერობის განახლების აუცილებლობა არ გამოიწვიოს.ვეცდები ნელა ნელა მოგაწოდოთ ძირითადი საკვები პროდუქტების კალორიულობა.
დავიწყებ ჩემი საყვარელი კატეგორიიდან:
ტკბილეულობა


# მუქი შოკოლადი 540
# ჰალვა (მზესუმზირის) 510
# შაქარი 374
# შოკოლადში ამოვლებულიკამფეტები 396(საშუალო მაჩვენებელი კალორიულობის)
# მარმელადი 296
# ირისი 387
# ზეფირი 299
# ხილის კამფეტი 384
# თაფლი 308 კალორია
# რძიანი შოკოლადი 547
# ვაფლი (ხილის შიგთავსით) 342
# ფენოვანი ნამცხვრები (კრემით) 544 (საშუალო მაჩვენებელი)
# ფენოვანი ვაშლის ღვეზელი 454
# ხილის ბისკვიტიანი ნამხვრები 344 (საშ. მაჩ.)
# თაფლაკვერი 366
# ტორტი (ხილის) 386 (საშ. მაჩ)
# ნუშის ორხობილა 524


ეს არის მაჩვენებლები 100 გრ. პროდუქტზე.
ახლა უკვე ვიცით რა ნებისმიერი ტკბილეულის მოქმედება ჩვენი წელის გარშემოწერილობაზე, შეგვიძლიაკომფორტულად მოვკალათდეთ და მივირთვათ გემრიელად.

განაგრძე კითხვა...

განაგრძე კითხვა...




თუკი შენ:

1. დაგავიწყდა როგორია შენი კანის ბუნებრივი ფერი
2. თვლი რომ მხოლოდ რუჯი გალამაზებს.
3. მზად ხარ გაწირო ჯანმრთელობა იმისთვის რომ წელიწადში 365 დღის განმავლობაში რუჯი გქონდეს, შეგიძლია ეს სტატია გამოტოვო.
მათ, ვისაც სურს კიდევ ერთხელ წაიკითხოს (ან ისაუბროს) ჯანსაღი რუჯის შესახებ,Милости просим.


ცოტა რამ კანზე, მზის სხივებზე და რუჯზე.

კანი, ადამიანის ყველაზე დიდი ორგანოა, ის ფარავს მთელ ორგანიზმს და გააჩნია რიგი სასიცოხცლო მნიშვნელობის თვისებები და ფუნქციები. არ დავიწყებ მკითხველის დაღლას მრავალფეროვანი სამედიცინო ტერმინოლოგიით, უბრალოდ შემოვიფარგლოთ იმით, რაც ამ სტატიის კითხვის გასაგრძელებლად არის საჭირო.
კანის ზედა შრეში – ეპიდერმისში (სახელი ქვია ეგეთი :) ) განლაგებულია უჯრედები, რომლებსაც მელანოციტები ეწოდებათ. ეს უჯრედები გამოიმუშავებენ პიგმენტს – მელანინს.(აგრეთვე მელანინს შეიცავს თქვენი თვალები და თმა) მელანინის რაოდენობა ყოველ ადამიანში ინდივიდუალურია და განისაზღვრება გენებით. რაც უფრო თეთრია თქვენი კანი, მით ნაკლებ მელანინს შეიცავს იგი და პირიქით. მაგალითად, ზანგებში მელანინის ყველაზე ჭარბი რაოდენობაა, ხოლო ალბინოსებს მელანინი საერთოდ არ აქვთ.
მზის სხივებში კი შედის ულტრაიისფერი სხივები, რომლებსაც ყოფენ UVA და UVB სხივებად.
ახლა კი წარმოვიდგინოთ რა ხდება: მზის სხივები აღწევენ ჩვენს კანამდე,მოქმედებენ მელანოციტებზე, ამის საპასუხოდ უჯრედები გამოიმუშავებენ მელანინს. ესეც ჩვენი ლამაზი შოკოლადისფერი.
მაგრამ, ყველაფერი ასე უღრუბლოდ არაა. კანზე მოქმედებისას, გარდა ლამაზი ფერისა, მზის სხივები მასზე მავნე ზეგავლენასაც ახდენენ. რის გამოც წლების შემდეგ თქვენმა კანმა შეიძლება სამაგიერო გადაგიხადოთ. ამიტომ ნუ გავაბრაზებთ მას.

რა დაგვეხმარება კანის დაცვაში?

Sunscreen მალამოები. ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ ბლოკავენ ულტრაიისფერ სხივებს და არ აძლევენ მათ საშუალებას დააზიანონ ჩვენი უჯრედები. მალამოების ძალა იზომება SPF (Sun Protection Factor) -ის მაჩვენებლით. ფორმულა დაახლოებით მსგავსია :
ვთქვათ, მაკა არის 20 წლის გოგო, რომელიც მზეზე ყოფნის 12 წუთის შემდეგ იღებს კანის დამწვრობას. თუ მაკა გამოიყენებს მალამოს SPF 15 ფილტრით ის იქნება დაცული დამწვრობისგან 12X15 = 180 წუთის განმავლობაში.
მალამოს SPF მაჩვენებელი უნდა შეირჩეს თქვენი კანის ტიპის მიხედვით.(რაც უფრო ღიაა კანი, მით მეტი უნდა იყოს მაჩვენებელი)
კანის ტიპები
ტიპი I –ყოველთვის იწვება, არასოდეს ირუჯება (თეთრი კანი, ღია ფერის თვალები, ჟღალი/ქერა თმა, ჭორფლი) SPF 20 – 30.
ტიპი II - უფრო ხშირად იწვება, იშვიათად ირუჯება.(თეთრი ფერის კანი) SPF 12 – 20.
ტიპი III - შეიძლება დაიწვას, ჩვეულებრივ კარგად ირუჯება(ხორბლისფერი კანი) SPF 8 –12.
ტიპი IV – არ იწვება, კარგად ირუჯება.(მუქი ფერის კანი) SPF 4 – 8
ტიპი V – საშუალოდ გამოხატული პიგმენტაცია (ლათინო ამერიკელები, შუა აზიის მცხოვრებნი) SPF 2– 4.
ტიპი VI – კარგად გამოხატული პიგმენტაცია (შავკანიანი ადამიანები)


გართულებები, რომლებიც შეიძლება მზის სხივებმა თქვენს კანში გამოიწვიოს:

1. კანის კიბო.
2. ნაადრევი დაბერება.
3. დამწვრობა და ალერგიული რეაქციები.

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, თუ როგორ მივიღოთ კარგი რუჯი და დავიცვათ ჩვენი კანი:
– არასოდეს მიიღოთ რუჯი დღის 12 –17 საათის მონაკვეთში.
– იქონიეთ ორი სახის მალამო, მეტი და ნაკლები SPF მაჩვენებლით
– წაისვით მალამო სახლიდან გასვლამდე, რათა ის კარგად გაჯდეს კანში. თუკი წყალში ჩასვლას აპირებთ, დარწმუნდით რომ თქვენი მალამო waterproof არის. წაისვით ის საათში ერთხელ.
– ზღვაზე ჩასვლის პირველ დღეებში ნაკლები ხანი გაატარეთ მზეზე. მაგალითად 15 წუთი თითო გვერდზე. გამოიყენეთ მეტი მაჩვენებლის მქონე მალამო. რუჯის მიღების პარალელურად გაზარდეთ მზეზე ყოფნის დრო და შეამცირეთ მალამოს მაჩვენებელი.
– დალიეთ ბევრი სითხე.
– ჩვეულებრივად სახლიდან გასვლისას, ზაფხულში ასევე ისარგებლეთ მზის დამცავი მალამოებით.
–გამოიყენეთ რუჯის მიღების შემდგომი მალამოები, რომელიც გააგრილებს თქვენს კანს და დაატენიანებს მას.
– ზაფხულში ატარეთ მზისგან დამცავი სათვალე და ქუდი. ასე დაიცავთ თქვენს თვალებს დაზიანებისგან და თმას გამოშრობისგან.
- არ დაგავიწყდეთ წინასწარ შეამოწმოთ, ხომ არ ხართ ალერგიული თქვენს მზის დამცავ მალამოზე. ამისთვის წაისვით ის კანის მცირე მონაკვეთზე და დაელოდეთ 24 საათს. ალერგიის ნიშნებია სიწითლე, გამონაყარი, ქავილი და ა.შ.

ყურადღება:
თუკი გაქვთ ძალიან თეთრი კანი, წითური ან ქერა თმა, ღია ფერის თვალები და შემჩნეული გაქვთ რომ მზეზე მხოლოდ წითლდებით და რუჯს ვერ იღებთ, უმჯობესია რუჯი სხვა გზით (ავტოგასარუჯი მალამოები, სპრეები) მიიღოთ. მზისგან დასაცავად კი ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე მალამო, ქუდი სათვალეები და ა.შ. გამოიყენეთ.

გისურვებთ კარგ ზაფხულს, ლამაზ რუჯს და რაც მთავარია ჯანმრთელობას :)

მუდამ თქვენი, ))))))))))))))))))))))))

განაგრძე კითხვა...

უკვე ერთი კვირაა მინდა გავიარო ე.წ. ’სექენდჰენდებში’.
სახლში ჩასაცმელი ტანსაცმლისთვის... და რავი, რამე კარგი თუ შემხვდება.
ხანდახან ისეთ რამეებს აღმოვაჩენ ხოპლმე კაპიკებად რომ ვშტერდები.
მერე ბაზრობაზეც გაივლიდა კაცი.
კონკრეტული არაფერი მჭირდება, მაგრამ რაღაც დეტალებით მინდა გავიმხიარულო გარდერობი.
მიზეზები რის გამოც ვერ მივდივარ არის პარტნიორის არყოლა, ფულის ერთად მოგროვება და კიდე ხალისი.
ისეთი ამინდებია ასე მგონია ზაფხული არასოდეს მოვა :( და შესაბამისად საზაფხულო ტანსაცმელსაც არ ვყიდულბ. სურვილი არ მიჩნდება :(
მეორეს მხრივ, როცა მზეა, მაშინ ალერგია მეწყება და გარეთ გასვლა სულ არ მინდა :(
რა ვქნა :( სახლიდან გასვლა მენატრება. ეს შოპინგიც იმიტომ ავიჩემე ბოლო კკვირებია :(

განაგრძე კითხვა...





მოკლედ, გადავხედე თემებს და დიდხანს ვფიქრობდი რის შესახებ შემეძლო მე დამეწერა :) მოდას დიდად არ მივსდევ, მამაკაცებთან დაკავშირებით რჩევების მოცემა ნაკლებად შემიძლია, კოსმეტიკასაც იშვიათად ვხმარობ(ჰმ... მდედრობითი სქესის ვარ? :სპყ: ) , ამიტომ მოვიფიქრე თემა რომელიც ნამდვილად "ჩემია" და თან ბლოგს წაადგება, ესაა ქალის ჯანმრთელობა :) და პირველი სტატია რაც ამ თემის ქვეშ იქნება განხილული არის სარძევე ჯირკვლის კიბო.

ამერიკის კიბოს ასოციაციის სტატისტიკის თანახმად, ყოველწლიურად მხოლოდ აშშ–ში 40 000–მდე ქალი იღუპება ამ დაავადებით. მაგრამ ცნობილია, რომ მკერდის კიბო მით უფრო ადვილად იკურნება, რაც უფრო ადრე აღმოაჩენენ, ამიტომ საჭიროა 20 წელს გადაცილებულმა ქალმა ყოველთვიურად ჩაიტაროს თვითგასინჯვა და ნახოს, ხომ არ აქვს მკერდში რაიმე გამაგრება ან სხვა ცვლილება. თვითგასინჯვა არ არის სრულყოფილი მეთოდი და არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ აღარ უნდა მიხვიდეთ ექიმთან პერიოდულად გასასინჯად.

ყოველთვიური თვითგასინჯვა უმჯობესია ჩაატაროთ მენსტრუაციიდან 3-5 დღის შემდეგ, რადგან ამ დროს მკერდი ნაკლებადაა გამკვრივებული და მგრძნობიარე.

თავდაპირველად დაწექით ზურგზე, მარჯვენა ხელი ამოიდეთ თავქვეშ. მარცხენა ხელის თითებით გამოიკვლიეთ მთელი მკერდი. ყურადღება მიაქციეთ თუ არის რაიმე გამაგრება. იგივე გაიმეორეთ მარცხენა მხარეს. იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ მკერდის რაიმე ნაწილი, თანმიმდევრულად შეასრულეთ იმ მოძრაობებიდან ერთერთი, რომელიც სურათზეა მოცემული.


სარძევე ჯირკვლის კონსისტენცია ცვალებადია, რაც დამოკიდებულია შედარებიტ მკვრივი ჯირკვლოვანი ქსოვილისა და რბილი ცხიმოვანი ქსოვილის თანაფარდობით. იმისათვის, რომ განასვაოთ ეს სიმაგრეები რაიმე ახალწარმონაქმნისგან, ყოველთვიურად ერთიდაიგივე დროს უნდა ჩაიტაროთ გამოკვლევა და ცვლილებებს უფრო ადვილად შეამჩნევთ



შემდეგ, მჯდომარე ან მდგომარე პოზიციაში გამოიკვლიეთ იღლიის ფოსო. გარდა ამისა, ნაზად მოუჭირეთ ხელი ძუძუს დვრილს. დააკვირდით ხომ არ არის რაიმე სახის გამონადენი.



შემდეგ დადექით სარკის წინ მკლავებჩამოშვებული, დააკვირდით თქვენს მკერდს ჯერ პირდაპირ, შემდეგ სარკეში. ყურადღება მიაქციეთ ხომ არ არის რაიმე ცვლილება კანზე (ჩაღრმავება, უსწორმასწორობა ან ფორთოხლის მსგავსი კანი), დააკვირდით მკერდის ფორმას, კონტურს. შეადარეთ მარჯვენა და მარცხენა ძუძუ ერთმანეთს. მცირე ასიმეტრია ნორმალურია, მაგრამ დააკვირდით ხომ არ არის რომელიმე მკვეთრად გადიდებული ან ჩამოშვებული. ასევე დააკვირდით დვრილს, ხომ არ არის ჩაბრუნებული ან სახეშეცვლილი. იგივე დაკვირვებები გაიმეორეთ ხელებაწეულმა.



ნუ დაპანიკდებით თუ რამეს აღმოაჩენთ. ძუძუს სიმაგრე ავთვისებიანი კიბოს გარდა შეიძლება იყოს: ფიბროადენომა, კისტა, აბსცესი, მასტიტი

ყველანაირი ცვლილება, რასაც აღმოაჩენთ, გაუზიარეთ ექიმს. შემდგომ ის დაგინიშნავთ თუ რაიმე დამატებითი გამოკვლევები დაგჭირდათ.




მინდა ვთქვა,რომ ეს სტატია ავიღე ფორუმ.გე–დან :) და ის დაწერილია მთვარეულის მიერ.

გისურვებთ ჯანმრთელობას გოგოებო :)

განაგრძე კითხვა...

1989 წელს გადაღებული ეს ფილმი მოგვითხრობს პროვინციული ქალაქის ცხოვრებაზე და იქ მცხოვრებ 6 ქალზე, რომლებიც ხშირად იკრიბებიან ერთ-ერთი მათგანის სილამაზის სალონში.

ეს არის კომიკური დრამა. (ოღონდ მართლა!)
ერთ ადგილას ცრემლების შემშრალებას რომ ძლივს ვასწრებდი, ისეთი სასაცილო რაღაც მოხდა რომ გულიანად ხარხარი დავიწყე.
სიუჟეტი მართლა კარგადაა აწყობილი.
ვიზულაურადაც ძალიან სასიამოვნო საყურებელია.

ფილმი ნომინირებულია ოსკარზე და არის ოქროს გლობუსის მფლობელი (ჯულია რობერტსს, საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის).

მოკლედ ჩემი რეკომენდაცია:

განაგრძე კითხვა...

ვისაც ვარდისფერი უყვარს ახალ კატეგორიას წარმოგიდგენთ.

პ.ს. ქეთი, შენ რომ არ გიყვარს ვიცი უკვე. სხვებზე ვამბობ. :))



განაგრძე კითხვა...

გვჭირდება:

1 პატარა "თავი" კომბოსტო
1 პატარა ხახვი
1 პატარა ჩაის ჭიქა ბრინჯი
1 სუფრის კოვზი ტომატი
პატარა კონა "პეტრუშკა"
პატარა კონა ქინძი
1 "კბილი" ნიორი

მოვთუშოთ ზეთში წვრილად დაჭრილი ხახვი. ფერს რომ იცვლის დავუმატოთ ერთი სუფრის კოვზი ტოპატი და ავურიოთ, დავამათოთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო, ავურიოთ და დავაფაროთ ქვაბის თავსაფარი, ვაცალოთ სანამ არ მოითუშება ბოლომდე კომბოსტო. შემდეგ დავუმატოთ გაწმენდილი–გარეცხილი ბრინჯი, ავურიოთ კარგად, დავამატოთ წყალი ( კარგად რომ დაფაროს კომბოსტო და ცოტა მეტიც), დავაფაროთ თავსახური და ვაცალოთ ბრინჯს მოხარშვა ( თუ შევნიშნავთ რომ წყალი დაშრა მაგრამ ბრინჯი ჯერ ისევ არა მოხარშული, შეიძლება თბილი წყალი დავამატოთ და ვაცალოთ ბრინჯს მოხარშვა) ბრინჯი რომ ცოტა რომ მოიხარშება დავამათოთ წვრილად დაჭრილი "პეტრუშკა" და ისევ დავააროთ თავსახური. დაახლოებით 5 წუთის შემდეგ დავუმატოთ მარილი (გემოვნებით), + ქინძი წვრილად დაჭრილი+ნიორი, ისევ დავაფაროთ თავსახური ქვაბს და 3–5წუთის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხილად....


სულ ეგ არი რა ... მიირთვით გემრიელად.


P.S. ერთერთი ჩემი ყველაზე საყვარელი საჭმელია რომელიც მალე მზადება, არის გემრიელი და ეკონომიური ;)


P.S.S ეგ ჩემი პირველი პოსტია ბლოგების სამყაროში, თუ რამე ნე ტო sorry :user:

განაგრძე კითხვა...



კეთილი იყოს ჩემი ექაუნთი აქ!!! jumping smilie საჩუქრით მოვედი რათქმაუნდა :P გგგ

განაგრძე კითხვა...

გვჭირდება:

  • 2 თავი ხახვი
  • 2 კილო ბადრიჯანი
  • 1 კილო კარტოფილი
  • 5 ცალი საშუალო პომიდორი
  • 1 ”კიკნოსის” ყველაზე პატარა კონსერვი
  • თითო კონა: ოხრახუში; კამა; ქინძი; რეჰანი;
ვიღებთ დიდ ქვაბს და 2 ცალ წვრილად დაჭრილ ხახვს ვშუშავთ ბლომად ზეთში.
ოდნავ რომ გაოქროსფერდება, ვყრით ქვაბში დაჭრილ ბადრიჯანსა და კარტოფილს.

დაჭრის წესი: ბადრიჯანს ვჭრით სიგრძეზე და კიდე სიგრძეზე. მერე კუბიკებად.
ასევე კარტოფილს კუბიკებად, ისე რომ პირში მთლიანად ჩაიდოს ადამიანმა.


როდესაც კარტოფილი კარგად მოიხარშება, ქვაბში ვასხამთ ”კიკნოსს” და ხელით დაჭყლეტილ ცოცხალ პომიდორს.
5 წუთის მერე ქვაბში ჩავუძახებთ წვრილად დაჭრილ მწვანილს (ცოტას მოვიტოვებთ) და გამოვრთავთ ცეცხლს.
სუფრაზე მიტანის წინ თეფშებზე გადმოღებულ აჯაფსანდალს მოვაყრით მორჩენილ ცოცხალ მწვანილს.


P.S. ეს ყველაფერი შესაძლებელია გავიმეოროთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკით, რომელსაც ჩავყრით კარტოფილთან და ბადრიჯანთან ერთად, მაგრამ მე არ მიყვარს ბულგარული. :)



განაგრძე კითხვა...

ძალიან დამწყდა გული თავის დროზე როცა ეს ბლოგი შეჩერდა!


გოგოებო!

დავქოქოთ თავიდან? ;)

განაგრძე კითხვა...

 

Creative Commons License

კონტაქტი

საქმიანი და სხვა წინადადებებისთვის

ბოლო პოსტები

ბოლო კომენტარები

რეკლამა

გიყვარს სიურპრიზები?

სტუმრები

ჩეთი


მთვლელები