♀♥ Girls Rule ♥♀

All This Girl Stuff...

რეკლამა

ავტორები

  • CheshireCat
  • HoNeY
  • Sweet
  • Taboo
  • The Sun
  • Unknown
  • Unknown
  • მარიამ ბლანკი¹³
  • gvanci

Followers

ყველას სურს იყოს თავდაჯერებული: გააკეთოს ყველაფერი, რაც სწორად მიაჩნია, სხვების კრიტიკის მიუხედავად; გარისკოს და მიაღწიოს საუკეთესოს; აღიაროს შეცდომები და ეცადოს ისწავლოს მათზე; მაგრამ ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს რაღაც, რაც ყველაზე თავდაჯერებულ ადამიანსაც კი აფიქრებინებს: იქნებ სწორად არ მოვიქეცი? იქნებ მართლაც არ შემიძლია? ასეთი კრახი მნიშვნელოვნად აქვეითებს თვითშეფასებას.
შეიძლება “საქმის წაგებამ”, რომელზეც დიდ იმედებს არც ამყარებდი და რომელიც აქამდე არც ისე მნიშვნელოვნად გეჩვენებოდა, წაგების შემდეგ უდიდესი მნიშვნელობა შეიძინოს და მიზნადაც იქცეს. თუ ასე არ მოხდა, საკუთარ თავში უკვე ეჭვი გეპარება, შორიდან უვლი დამარცხების ადგილს, ამაზე საუბარიც აღარ გსურს და ამ სფეროში საკუთარი თავის კიდევ ერთხელ მოსინჯვის შიში გიყალიბდება. ეს შედეგი ნორმალურია, მაგრამ არა – სასურველი.
ჩემთვის უთქვამთ, რომ ყოველთვის უნდა ელოდე უარესს, რომ შედეგმა, როგორიც უნდა იყოს ის, შენზე არ იმოქმედოს. საქმე ისაა, გვინდა ვიცხოვროთ ყოველთვის უარესის მოლოდინით? შესაძლებელია ისიამოვნო მიზნისკენ მიმავალმა, თუ ცდილობ შესაძლო უარყოფითი შედეგები უფრო მეტად განიხილო, ვიდრე დადებითი? არ ვიცი სხვები რას ფიქრობენ, მაგრამ მე მირჩევნია იმ ფრონტზე ვიბრძოლო, სადაც წარმატების იმედი მეტია და არ მაქვს სურვილი მოვსინჯო ძალები იქ, სადაც აუცილებლად წავაგებ.
რთულია იპოვო თვითშეფასების შუალედური დონე ისე, რომ შენი წარმოდგენა საკუთარ თავზე არც ზედმეტად მოეჩვენოს ვინმეს და არც ხელოვნური თავმდაბლობის შთაბეჭდილებას ტოვებდე. კითხვა, რომელსაც ყველა ადამიანმა უნდა უპასუხოს: ღირს თუ არა გვერდი აუარო საქმეს, რომელშიც წარმატების მიღწევის შანსები ნაკლებია?

განაგრძე კითხვა...

სრულყოფილი მაკიაჟის კიდევ ერთი თანამედროვე საშუალება.
ჰიპოალერგიული ტონალური კრემი თანაბრად ნაწილდება სახეზე რბილი ფუნჯის გამოყენებით და ქრება აბსოლუტურად ყველაფერი, რაც არ არის სრულყოფილი.
შეგიძლიათ შეიძინოთ ლუტეციაში, Ici Paris-ში ან ქალთა ბედნიერებაში. ფასი: 33 ლარი.

განაგრძე კითხვა...

სარა ჯესიკა პარკერთან ინტერვიუ რუსული კოსმოპოლიტენიდან, ვთარგმნე და მგონი ექსკლუზივი გამომივიდა :)
სარა ჯესიკას შევხვდით სრულმეტრაჟიანი ფილმის: “სექსი დიდ ქალაქში” გადაღებების დასრულების შემდეგ. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მაინტერესებდა, როგორ დამთავრდებოდა სურათი და დაქორწინდებოდნენ თუ არა კერი და მისი ოცნების მამაკაცი.
თუმცა ინტრიგა რჩება ფილმის ეკრანზე გამოსვლამდე, ჩვენ კი მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ და ველოდოთ. მანამდე კი შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს დაველაპარაკოთ საყვარელ მსახიობს გადაღებების, თავისი გმირისადმი დამოკიდებულების, ნიუ-იორკისადმი სიყვარულის შესახებ და ბოლოს, გავიგოთ, რამდენი წყვილი ფეხსაცმელი ინახება მის გარდერობში.

cosmo: მოგიტანა თუ არა ფილმის საბოლოოდ შექმნამ გრძელი გზის დასრულების შეგრძნება?
სარა ჯესიკა: ყოველთვის მეშინოდა იმის წარმოდგენის, რომ ოდესმე ეს ყველაფერი დამთავრდებოდა – ჩვენი გმირების ისტორია, სერიალის გადამღებ ჯგუფთან ერთად მუშაობა. ფილმის შექმნის პროცესი დაუვიწყარი იყო – ჩვენ და მაიკლ პატრიკ კინგს (სერიალის სცენარისტი და რეჟისორი) ნახევარ წელზე მეტი დაგვჭირდა, რათა ყველაფერი ისე გაგვეკეთებინა, როგორც ჩავიფიქრეთ. მუშაობამ კოლოსალური კმაყოფილება მოგვანიჭა. წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ როგორ მიიღებს ფილმს მაყურებელი ძალიან რთულია. საერთო ჯამში, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მისი გადაღება გადავწყვიტეთ.
cosmo: რაც შეეხება სერიალს, მისი პოპულარობა ზრდას განაგრძობს მისი დასრულების შემდეგაც კი?
სარა ჯესიკა: ახლა ამას უფრო მეტადაც კი ვგრძნობ, ვიდრე მაშინ, როცა მას გადასცემდნენ. მივხვდი, რომ ამერიკაში ნამდვილი წარმატებაა, როცა რეგულარულად ხარ ეთერში. სერიალმა დიდი გარდატეხა მოახდინა ჩვენს ცხოვრებაში. მის მაყურებელთა რიცხვი იზრდება. ეს იგივეა, რაც გაუთანაბრო ბუტიკი უნივერმაგს – ბუტიკში მხოლოდ ერთი კარია, უნივერმაგში კი ასობით – და როცა “ვიტრინაში” აღმოჩნდები უამრავი ადამიანის თვალწინ, უკვე ხვდები: “აი თურმე რას ნიშნავს პოპულარობა!” ასევე მოულოდნელი იყო მაყურებელთა აუდიტორიის შემადგენლობის ცვლილება – HBO-ზე მის ძირითად ნაწილს შეადგენდა განათლებული ზრდასრული ადამიანები, შემდეგ ახალგაზრდა გოგონები, დიასახლისები, არატრადიციული ორიენტაციის მაყურებლები და მათ უერთდებოდნენ მამაკაცები – ნატურალები. მაგრამ სხვა ქვეყნებში გაგვაკვირვა სერიალის პოპულარობამ 13 წლის გოგონებში! რა თქმა უნდა, არის ეპიზოდები, რომლებიც სრულიად შეესაბამება მათ ასაკს, მაგრამ სერიალის მთავარი თემა არ არის გათვლილი თინეიჯერებზე. თუმცა ისიც სიმართლეა, რომ თანამედროვე გოგონები ძალიან განსხვავდებიან იმისგან, როგორიც მე ვიყავი მათ ასაკში. ეს ცოტა არ იყოს მაკვირვებს!
cosmo: სერიალი დასრულდა, შენ კი უამრავ პროექტში მიიღე მონაწილეობა, თუმცა შენ მაყურებელთა უმეტესობისთვის ისევ კერი ხარ!
სარა ჯესიკა: დიახ, ეს ცოტა უცნაურია, ვგულისხმობ, რომ ჩვეულებრივ, ყველაფერი პირიქით ხდება. ნორმალურია, როცა გადაღებების შემდეგ ინარჩუნებ საკუთარ პიროვნებას.
cosmo: როგორია იყო სტილის მაგალითი?
სარა ჯესიკა: ამაზე განსაკუთრებულად არ დავფიქრებულვარ. ასეთად მთვლიან სერიალიდან გამომდინარე. სტილისტ პატრიცია ფილდთან მუშაობა მე აქამდეც მიხდებოდა და საკმაოდ ძნელად დავითანხმე ეზრუნა სერიალის და ფილმის სტილზე, რადგან ის უკვე დაკავებული იყო ცხრა სხვა პროექტში. სიმართლე გითხრათ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს წოდება მე დავიმსახურე, ეს უფრო ჩემი პერსონაჟის დამსახურებაა. სინამდვილეში მე ასეთი სულაც არ ვარ. როგორც მომუშავე დედა, უკანასკნელი რამ, რაზეც ვფიქრობ, არის ის, თუ როგორ ავაყენო დილით საწოლიდან ჩემი პატარა, რომ ბაღში წავიყვანო.
cosmo: მაგრამ შენი კოლეგები ერთხმად ამტკიცებენ, რომ შენ სტილის შესანიშნავი გრძნობა გაქვს.
სარა ჯესიკა: მართლა? გასაკვირია! მე მიყვარს ტანსაცმელი! მაგრამ მას შემდეგ, რაც დედა გავხდი, ყველაფერი ცოტათი შეიცვალა. ახლა, როცა გარეთ გამოვდივარ, ამით სიამოვნებას ვიღებ. როცა სახლიდან მივდივარ, ყოველთვის იმაზე ვფიქრობ, რა ხდება იქ ჩემ გარეშე. მე ძველებურად მიყვარს ტანსაცმელი, მაგრამ ჩემი მხრიდან სისულელე იქნებოდა, დამეხარჯა მასზე მეტი დრო, ვიდრე საკუთარ შვილზე.
cosmo: სერიალის ბოლოს ჩვენ ვიგებთ მისტერ ბიგის სახელს – ჯონი. ეს ცოტა ბანალურია, ასე არ ფიქრობ?
სარა ჯესიკა: დიახ, მაგრამ მე მომწონს ეს სახელი.
cosmo: გჯერა, რომ ქალები იმდენად ეჭიდებიან თავიანთ სურვილებს, რომ ხელიდან უშვებენ შანსს რეალურ ცხოვრებაში?
სარა ჯესიკა: ზოგიერთ შემთხვევაში ეს ალბათ ასეა, მაგრამ, ვფიქრობ, ასაკთან ერთად ილუზიებიც ქრება. ჩემს მეგობრებს შორის არიან ისეთები, ვისაც მოსწონთ ლამაზი, ან ჭკვიანი მამაკაცები, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ისინი ხვდებიან, რომ მთავარია ადამიანობა. ყველაზე ქარაფშუტებიც კი მათ შორის მიხვდნენ, რომ სჯობს შეხვდე საინტერესო ადამიანს, ვიდრე იდეალურ მამაკაცს. ვფიქრობ, ეს იმ ქალებს მოსდით, ვინც არაა საკუთარ თავში დარწმუნებული და ფიქრობს ”რას იტყვის ხალხი?” მაგრამ უმეტესობა, ვისაც მე შევხვედრივარ ცხოვრებაში, უფრო ჭკვიანურ არჩევანს აკეთებენ.
cosmo: შენ ასევე ფილმის პროდიუსერიც ხარ. რა იყო ყველაზე რთული ფილმის გატანისას დიდ ეკრანზე?
სარა ჯესიკა: მე ფილმზე მუშაობა 2006 წლის გაზაფხულზე დავიწყე,ეს იყო ხანგრძლივი და ძალიან რთული პერიოდი. თუმცა შედეგი შესანიშნავია.
cosmo: როგორი იყო – ერთდროულად ფილმში მონაწილეობა და მისი პროდიუსირება?
სარა ჯესიკა: რთული იყო, მაგრამ მიყვარს ასეთი სირთულეები. როცა ასეთი დატვირთვა მაქვს, უფრო მეტად ვცდილობ და სინამდვილეში ბევრ რამეს ვასწრებ. ამიტომ, როგორი რთულიც უნდა ყოფილიყო, მე არ მინდა სხვაგვარად მომხდარიყო. ვერ დავუშვებდი, რომ ჩემი მოვალეობები ვინმეს საკუთარ თავზე აეღო, რთულმა დღეებმა ჩაიარა, სამაგიეროდ დარჩა გამოცდილება.
cosmo: რა არის ძირითადი განსხვავება შენსა და კერის შორის?
სარა ჯესიკა: განსხვავება ბევრია. პირველ რიგში, მე ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე ერთ მამაკაცთან და მისგან ბავშვი გავაჩინე, მე თავად დიდ ოჯახში გავიზარდე. ჩვენ ქალაქის სიყვარული გვაერთიანებს, მე კერისგან ვისწავლე, როგორი უნდა იყოს საუკეთესო მეგობარი. ძალიან მომეწონა მისი მეგობრები და თავადაც მომინდა ასეთივე გავმხდარიყავი. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში რთულია ამდენი დრო გამონახო მეგობრებისთვის. ხომ ასეა?

cosmo: როგორ მიხვდი სცენარის წაკითხვისას, რომ კერი – ეს შენ ხარ? სცენარი ხომ განსხვავდება სერიალისგან?
სარა ჯესიკა: ჩემთვის გადამწყვეტი გამოდგა ფინალური სცენა. და სხვათა შორის, როლზე ძნელად დავთანხმდი, რადგან ყოველთვის მეშინოდა სერიალში მონაწილეობის. ახლა კი ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავთანხმდი! იმ დროს დარწმუნებული ვიყავი, რომ შესანიშნავი კარიერა მქონდა: ვმუშაობდი თეატრში, ვმონაწილეობდი რამდენიმე ფილმში. ვფიქრობდი: რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი? ცხოვრობდე ნიუ-იორკში, თამაშობდე თეატრში, დადიოდე მუზეუმებში და სადილობდე მეგობრებთან ერთად... მაგრამ სცენა, რომელშიც ბიგი ეცნობა კერის, ისინი ერთად იჭერენ ტაქსის, შემდეგ მანქანაში შესანიშნავი დიალოგი სიყვარულზე, ის აცილებს გოგონას სახლამდე და ორივე თავს ისე უზრუნველად გრძნობს, შემდეგ ის ეკითხება, ჰყვარებია თუ არა ოდესმე... მე დავფიქრდი, თუ რამხელა პოტენციალი აქვს ამ როლს და რომ არასოდეს არ მინახავს ამ ორის მსგავსი პერსონაჟები. წარმოდგენა არ მქონდა, ვინ ითამაშებდა ბიგის როლს.

cosmo: ბევრი გთვლის იმელდა მარკოსად (ფილიპინელი დიქტატორის მეუღლე, რომელიც ცნობილი იყო სწრაფვით დიზაინერული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისადმი - მისივე სიტყვებით, მას “მხოლოდ 1060 წყვილი ფეხსაცმელი” ჰქონდა), შენ კი სულ რაღაც ექვსი წყვილი მანოლო ბლანიკი გაქვს?
სარა ჯესიკა: სიმართლე გითხრათ, არ დამითვლია; ბევრი რამ დამრჩა სერიალიდან, მაგრამ მე არ ვარ დამოკიდებული შოპინგზე, როგორც კერი. ეს არ არის ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ მიყვარს ფეხსაცმელი. მე მათ არ ვითვლი. უნდა გამოვტყდე, რომ ექვს წყვილზე მეტი მაქვს, მაგრამ უმეტესობა - ეს არქივია და მათ მე არ ვიყენებ, მათ ძვირფასი მოგონებები უკავშირდება.
cosmo: ახლა რა გაცვია?
სარა ჯესიკა: ეს ვერსაჩეა, ეს - ჰალსტონი (ნაცრისფერი პიჯაკი), ფეხსაცმელები კი ბრაიან ეტვუდი. ყელსაბამი ბიჟუტერიაა, ეს კი ბრილიანტის საყურე.

ის, რაც არ იცოდი სარა ჯესიკას შესახებ:
1.MTV Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალის წაყვანისას 2000 წელს, სარა ჯესიკამ საღამოს განმავლობაში 15 კაბა
გამოიცვალა.
2.საკუთარ ქორწილზე მსახიობ მეთიუ ბროდერიკთან, მას შავი კაბა
ეცვა.
3.ის არ გაცვლის ნიუ-იორკს ლოს-ანჯელესზე, რადგან “მსახიობებს იქ ისე ექცევიან, როგორც ეგზოტიკურ ცხოველებს”.
4.“სექსი დიდ ქალაქში”-ს გადაღებების შემდეგ სარა ჯესიკამ დაიტოვა კერი ბრედშოუს გარდერობის თითქმის 70 პროცენტი.
5.ის ერთადერთია ოთხ გმირს შორის, რომელმაც არ გადაიღო შიშველმა. ეს პუნქტი შეტანილია მის კონტრაქტში.

განაგრძე კითხვა...


რეზიუმეს შედგენამდე აუცილებელია დაფიქრდე, არის თუ არა შენთვის მნიშვნელოვანი რომელიმე განსაზღვრულ კომპანიაში მოხვედრა. ამ შემთხვევაში, საჭიროა ხაზი გაუსვა, რომ აკმაყოფილებ ამ კონკრეტული კომპანიის მოთხოვნებს, დეტალურად აჩვენო, კერძოდ რომელი ვაკანსიის მიღება გსურს და რა პირობებით.
თუ ახლახან დაასრულე სწავლა და მუშაობის გამოცდილება ჯერ არ გაქვს, უნდა მიუთითო სადიპლომო ნამუშევრების ან საკურსოების თემები, ჯილდოები და დიპლომები, რაც მიგიღია, რადგან ასეთ შემთხვევაში დამქორავებელს აინტერესებს შენი თეორიული ცოდნა.
საწყისი გვერდი.
1. გვარი, სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი.
2. მიზანი (სასურველია): რატომ გსურს ამ სამუშაოს მიღება (არაუმეტეს 2-3 ხაზისა). არ მიმართო ტრაფარეტულ გამოთქმებს, რომლებსაც ყველა იყენებს: პროფესიონალური ზრდა, სამსახური დინამიკურ კომპანიაში და ა.შ. ეს ზედმეტად ზოგადი ფრაზებია, აქ კი საჭიროა ბევრად უფრო კონკრეტული ინფორმაცია.
3. მუშაობის გამოცდილება (ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, ანუ ბოლო სამუშაო ადგილიდან დაწყებული) შემდეგი სქემით:

  • მუშაობის დაწყების/დასრულების თარიღი;
  • კომპანიის დასახელება;
  • შენი თანამდებობა;
  • მოვალეობების აღწერა (არ ღირს ჩაღრმავება უმნიშვნელო საკითხებში);
  • კონკრეტული მიღწევების მაგალითები;
  • სამუშაოს შეცვლის მოტივი (სურვილის მიხედვით);
4. განათლება.
5. დამატებითი განათლება: კურსები, სემინარები, ტრენინგები, სტაჟირებები.
6. დამატებითი ინფორმაცია: უცხო ენების ფლობა, მართვის მოწმობის ქონა, პროფესიული ორგანიზაციების წევრობა და ა.შ.
7. პირადი შესაძლებლობები და თვისებები, რაც სხვებისგან გამოგარჩევს.
8. თუ ეს შესაძლებელია, რეკომენდაციული წერილების წარმოდგენა და ამ ადამიანის მონაცემების, სამსახურეობრივი მოვალეობის, საკონტაქტო ტელეფონის ან e-mail-ის მითითება.
9. სამსახურეობრივი მაგალითები. მაგ. თუ ლანდშაფტის დიზაინერი ხარ, შეგიძლია წარმოადგინო შენ მიერ გადაღებული ფოტოები.
წერილობით ფორმაში რეზიუმეს მომზადების სტილი უბრალოა: გრამატიკულად გამართული, მოკლე, კონკრეტული და რეალური.
მოერიდე “მე”-ს ხშირად გამოყენებას. არ წერო შაბლონურად. მიუთითე კონკრეტული მიღწევები, მაგ: “გავზარდე გაყიდვების მოცულობა 10%-ით”.
ყურადღება გაამახვილე შენს მიღწევებზე.
იყავი თავდაჯერებული – ყველაფერი გამოგივა!

განაგრძე კითხვა...

ერთ-ერთ წინა პოსტში ხელჩანთები ვახსენეთ და ახლა მინდა ახალი სეზონის რამოდენიმე მოდური ნიმუში წარმოგიდგინოთ თბილისელი გოგონების საყვარელი ონლაინ მაღაზიებიდან.

ძირითადი აქცენტი ამ შემოდგომაზე უმეტესად მკვეთრ ფერებზე და ორიგინალურ ფაქტურაზე კეთდება.

შავი ფერის ტყავის ჩანთები კარგა ხანია მოდაში აღარ არის.

Victoria's Secret - უპირატესობას ფერად, დახვეწილი დიზაინის ჩანთებს ანიჭებს.

(სურათზე დაჭერისას გადაგიყვანთ პროდუქტის აღწერილობის გვერდზე)

V267121 V267122 V271311 V275108

V277229 V272173

 


Cutesy Girl - ახალგაზრდულ სტილზე აკეთებს აქცენტს. აქაც ბევრი მყვირალა ფერი და დიდი ზომის ფერადი წარწერები და პრინტები შეინიშნება.


1 1 (1)

1 (2) 1 (4)

31 (3)  

 


Mandee - მთავარია კრეატივი. ორიგინალური ჩანთა შემოდგომის ყველაზე მოდური აქსესუარია.


MD-M06306062743934_c253_front MD-M06304063765757_c337_front

MD-M06303063764000_c327_front MD-M06305062017143_c272_front

MD-M06306062744147_c253_front MD-M06305067560090_c253_front

განაგრძე კითხვა...


პატარძლის ბუკეტი
ვივიენ ვესტვუდმა, კერის საქორწინო კაბის ავტორმა, შექმნა ნამდვილი ხელოვნების ნიმუში. აბრეშუმი თეთრი ოქროს და პლატინის ნიუანსებით, რძისფერი ვარდები, მდიდრული მორთულობა საქორწინო მოდის უნიკალური ნიმუშია.


ზომას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ყვავილის ფორმის სამაგრები – ერთ-ერთი ულამაზესია მოდის ტენდენციებს შორის. კერი იყენებს ეგზოტიკურ ყვავილებს, ზომით XXL.

გამოკვეთილი წელი. კერის მოსწონს ქალური კაბები, ნაზი ყვავილის პრინტით და იცის, რომ წელის გამოკვეთის საუკეთესო გზაა პატარა თუ დიდი ზომის ქამრები.







რომანტიული განწყობა. შესაბამისი კაბა ვარდის
პრინტით.





ღია ფერის
დეტალები. დიახ, ხანდახან კერის საკუთარ თავშიც კი ეჭვი ეპარება, თუმცა არავითარ შემთხვევაში საკუთარ ტანსაცმელში.







ერთხელ კერი მიხვდა, რომ ფეხსაცმელებზე დახარჯული ფული მას ბინის შესაძენად ეყოფოდა. თუმცა გაბედულად გადააბიჯა მომავალში მანოლო ბლანიკის ახალი საოცრებით.

Source: www.fashion.ucoz.de




განაგრძე კითხვა...

ალბათ ყველა ჩვენგანს უნდა, რომ მაკიაჟი დიდი ხნით შეინარჩუნოს, მაგრამ რა ხდება, როცა წვიმიანი ამინდია ან ცხელი, მზიანი? მთელი მაკიაჟი ირეცხება ან დნება. თუმცა არსებობს ტექნოლოგია: მუდმივი მაკიაჟი, რომელიც შეიძლება ამ პრობლემის გადაწყვეტად ჩაითვალოს.
მუდმივი მაკიაჟი (მიკროპიგმენტაცია, ანუ პერმანენტული კოსმეტიკა) ტატუს მსგავსია, მაგრამ ნაკლებად შესამჩნევი. პროცედურა არ არის მტკივნეული და და შედეგი აბსოლუტურად ბუნებრივია. ფერების პალიტრა ძალიან მდიდარია ასე, რომ ნებისმიერი პროცედურის ჩატარება შესაძლებელიასპეციალური სტერილიზაციის პირობებში. თუ ძალიან თხელი ან ასიმეტრიული ტუჩები გაქვს, მუდმივი მაკიაჟი დაგეხმარება ტუჩების შევსებაში. ასეთ დროს გამოიყენება ტუჩის კონტური. ამავე გზით შეიძლება წარბის ფორმის კორექტირება, თვალის ლაინერის, ან ტუჩის ფერის შეცვლა.
პერმანენტული კოსმეტიკა ხილვადია რამდენიმე წლის განმავლობაში, შემდეგ ის თანდათან ქრება, თუმცა ვადაზე ადრე მისი მოშორება სიძნელეებთანაა დაკავშირებული, ამიტომ დარწმუნდი შენს არჩევანში, სანამ მიკროპიგმენტაციას მიმართავ.
თბილისში კოსმეტოლოგიური, პლასტიკური ქირურგიის ცენტრები:
1.კარაპს მედლაინი. ვაკე, ჭავჭავაძის გამზ. 5 ტელ:(995 32) 22 44 17(995 32) 22 57 69
2.კუზანოვის კლინიკა. საბურთალო, პეკინის ქ. 5 ტელ: (995 32) 42 40 05 (995 32) 42 40 07
3.მედი. საბურთალო, ყაზბეგის გამზ. 1 ტელ: (995 32) 25 02 02(995 32) 93 89 75
4.ფემინა. ვერა, კოსტავას 5 ტელ: 92 14 39; 99 50 32

განაგრძე კითხვა...




რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე ლამაზი, მოვლილი და გემოვნებიანი ქალი? რა თქმა უნდა, ლამაზი, მოვლილი, გემოვნებიანი და.... განათლებული ქალი.
ბევრი ჩვენგანი(ვინც ამ ბლოგზე ვართ), კაი ხანია დაემშვიდობა სკოლის კედლებს, ნაწილი კი უნივერსიტეტსაც გამოეთხოვა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დილით, წიგნებიანი ჩანთით, სადღაც სირბილი არ გვიწევს, მაინც ყოველთვის სასურველია, რომ თითოეული ადამიანი(არა მხოლოდ მდედრობითი სქესის :) ), თავისი თავის სრულყოფას ცდილობდეს. განათლების მიღება კი, როგორც ჩვენ ყველამ ვიცით, არასოდესაა გვიანი.
დღეს მინდა კონკრეტულად ენების შესწავლაზე გავჩერდე. დარწმუნებული ვარ იმ რესურზე, რაზეც მინდა დავწერო გირლზების ნაწილმა უკვე იცის და მაინც, მათთვის, ვისაც ჯერ ამის შესახებ არ გაუგია.
ინტერნეტ სივრცეში გაჩნდა არაჩვეულებრივი რესურსი Livemocha, სადაც საშუალება გაქვს არა მხოლოდ დაიწყო სხვა და სხვა საინტერესო ენის შესწავლა საწყისი საფეხურიდან, არამედ დაეკონტაქტო იმ ხალხს, ვინც სწავლობს ამავე ენას, ან სულაც ეს მისთვის მშობლიური ენაა. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა, ძალიან დიდი პლიუსია მათთვის, ვისაც ენის სწავლა უნდა.
მოგბეზრდა ტრადიციული ინგლისური და გერმანული? გინდა რაიმე ისეთი ენა ისწავლო, რომელსაც საქართველოში ყოველ მეორე ბავშვს არ ასწავლიან? Livemocha-ზე ამისთვის ყველანაირი პირობები არსებობს, უბრალოდ დარეგისტრირდით, ისიამოვნეთ და მიიღეთ დამატებითი განათლება.. ვინ იცის, სად და როგორ შეიძლება გამოგადგეთ?

განსაკუთრებული მადლობა დოდკას რომელმაც, პირველმა დაწერა ამ საიტის შესახებ თავის ბლოგზე.

განაგრძე კითხვა...


მგონი, ამბობენ, ქალი ყოველთვის ხედავს იმას, რაც (და ვინც) დასანახიაო. ჩვენ “დიდი” თვალები გვაქვს. მეც მეგონა ყოველთვის ვამჩნევდი, მაგრამ დიდი ხანი არაა, რაც აღმოვაჩინე, რომ თურმე არც ასეა საქმე. ვერ ვხედავდი იმას, ვინც უნდა დამენახა და ვამჩნევდი (და არა მარტო) იმას, ვინც ჩემი არ (ან ვერ) იქნებოდა.
მაგალითად, გუშინ. ვზივარ კაფეში, კუთხეში, მშვიდად კოსმოს ვათვალიერებ და თან ყველას ვაკვირდები. ის პირდაპირ იჯდა, ისიც მარტო. მაგიდაზე ყავა, პარლამენტის ახალი კოლოფი. სკამის ზურგზე გადაწოლილი აბოლებდა და რაღაც ქაღალდებს ჩაშტერებოდა. OMG! Just my type – გავიფიქრე. შევხედე და როცა მის მზერას წავაწყდი, ჟურნალს ჩავხედე. შემდეგ უკვე აღარაფერს ვკითხულობდი, მის შემოხედვას ვგრძნობდი და კიდევ იმას, რომ კითხვა მანაც შეწყვიტა. ასეთ სიტუაციაში რა შეიძლება გააკეთოს ქალმა, თუ არა “მოხერხებულად” მოთავსდეს და დაელოდოს. ბოლოს, როცა გავხედე და ისევ მიყურებდა, უნებურად გამეღიმა, მანაც გამიღიმა და წამოდგა.
მიახლოვდება, სამი, ორი, ერთი ნაბიჯიც და... მერე გაჩერდა, მარჯვენა ხელით ჩემს მაგიდას დაეყრდნო და მკითხა: უკაცრავად, საათი ხომ არ გაქვთ?! ჟურნალის ფურცელს თვალი ნელ-ნელა მოვწყვიტე, მარჯვენა ხელი! “არა” – მშვიდად ვუპასუხე და კიდევ ერთხელ შევათვალიერე მის არათითზე ქორწინების ბეჭედი. “ხუთი წლით ახალგაზრდა რომ ვიყო, აუცილებლად გკითხავდით თქვენს სახელს” ის შეტრიალდა და ნელი ნაბიჯით თავისი მაგიდისკენ წავიდა. ჩემმა “დიდმა თვალებმა” საათიც შენიშნეს მარცხენა ხელზე.
რამდენიმე წუთში “მისტერ სრულყოფილება” წავიდა. ჩავლისას ერთმანეთს გავუღიმეთ და გავბრაზდი: უკანასკნელი ოცი წუთი მის გამო დავკარგე და გამიხარდა, რომ ჩვენს დროშიც ყოფილან ერთგული მამაკაცები. ვითომ?!

განაგრძე კითხვა...


როგორ ვიგრძნოთ თავი კომფორტულად მაღალ ქუსლებზე?
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი – მოდური, კლასიკური, ელეგანტური, საქმიანი ქალის არჩევანი. თუმცა ყოველდღიურად მისი გამოყენება პრობლემებთანაა დაკავშირებული. გვჭირდება რამდენიმე სტრატეგია, რათა პრობლემატური ატრიბუტი უფრო კომფორტული გავხადოთ. კომფორტულობის შედეგი კი თავდაჯერებული ნაბიჯებია.
1.
შეარჩიე სწორი ზომა. სასურველია ფეხსაცმელი იყოს ფეხის ზომაზე ოდნავ დიდი. ყველაზე გრძელ თითსა და ფეხსაცმლის წინა ნაწილს შორის უნდა იყოს ცერის სიგანის სიცარიელე.
2. უპირატესობა მიანიჭე მრგვალ-ცხვირიან ფეხსაცმელს. შაბედნიეროდ ე.წ. “წვეტიანი” ფეხსაცმელები მოდიდან გადავიდა.
3. გააკონტროლე ფეხსაცმლის სიგანე. მათ, ვისაც შედარებით განიერი ტერფი აქვთ, უჭირთ საშუალო სიგანის ფეხსაცმლის მორგება, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რომ სიგრძესთან ერთად სიგანეც შესაბაისი იყოს.
4. სცადე ძირის დარბილება. თუ ფეხსაცმელი სათანადოდ არ არის “აღჭურვილი”, შეიძინე სპეციალური “ყვავილები, რომლებიც დამატებითი სირბილის და კომფორტის შეგრძნებას მოგანიჭებენ.

განაგრძე კითხვა...


ელეგანტურობა არის ეფექტურობისა და ამავდროულად უბრალოების ატრიბუტი. ეს ტერმინი ხშირად გამოიყენება გემოვნების სტანდარტად. თუმცა შეიძლება გეცვას გემოვნებით, მაგრამ არა ელეგანტურად. პირველ რიგში ტანსაცმელი უნდა იყოს უბრალო: არანაირი დიდი ზომის მორთულობა, გადაჭარბებული რაოდენობის ან ზომის “ელვა” შესაკრავი ან სხვა ადვილად შესამჩნევი დეტალი.
ტანსაცმელი არ უნდა იყოს მყვირალა ფერის. საჭიროა შეირჩეს ღია და მუქი ფერების ნაზი ტონალობები. ასეთი ტონები ძალიან ადვილად ეხამება ერთმანეთს. ზომაზე პატარა ან დიდი კაბა არღვევს ელეგანტურობას. ტანსაცმელი ყოველთვის უნდა იყოს სუფთა, ყოველგვარი ძაფების, უადგილო ჭრილების და ლაქების გარეშე.
რა თქმა უნდა, ვარცხნილობა, ფრჩხილის ფერი და ფეხსაცმელიც შესაბამისი უნდა იყოს. არ გამოიყენოთ ძალიან ბევრი ან ძალიან უხეში მაკიაჟი: მხოლოდ ტუში, პომადა და რუჟიც საკმარისია. საღამოს მაკიაჟის შემთხვევაში შეიძლება დაამატოთ თვალის ჩრდილი, რომელიც უნდა ეხამებოდეს მთელ ჩაცმულობას და აქსესუარებს.
ძალიან მნიშვნელოვანია საუბრის მანერა. არ გამოიყენოთ ჟარგონი. ელეგანტურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია გრაცია. სიარულის მანერა: გამართული, თავი მაღლა, პატარა ნაბიჯებით; დაჯდომის დროს ფეხები გადააჯვარედინეთ;
ელეგანტურობა დიდ მოთმინებას, შესაბამის გარდერობს და საკუთარი თავის კონტროლს მოიცავს. იყავით გრაციოზული, ჰაეროვანი და დახვეწილი.

Source: www.fashion.ucoz.de




განაგრძე კითხვა...

 

Creative Commons License

კონტაქტი

საქმიანი და სხვა წინადადებებისთვის

ბოლო პოსტები

ბოლო კომენტარები

რეკლამა

გიყვარს სიურპრიზები?

სტუმრები

ჩეთი


მთვლელები