♀♥ Girls Rule ♥♀

All This Girl Stuff...

რეკლამა

ავტორები

  • CheshireCat
  • HoNeY
  • Red Fedora Diary
  • Sweet
  • Taboo
  • The Sun
  • gvanci
  • sally zazunishvili
  • ჩორვენი¹³

Followers

უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ არავის ფონტის ფერი არ მიმისაკუთრებია, არ ვიცოდი, რომ ფერები უკვე დანაწილებული იყო, ასე რომ თუ ვინმეს ფერს ვახლე ხელი, ბოდიში. ისე, იქნებ ჩემთვისაც გამოიძებნოს ფერი და სულ იმ ფრად დავწერ ხოლმე, მაგ;სტაფილოსფერი, ლურჯი...(თუ დაკავებული არ არის).

ხო, მინდოდა მეთქვა, რომ მართლა იქნებ სადმე გავიდეთ, შევხვდეთ ერთმანეთს, გავიცნოთ, ვიჭუკჭუკოთ და დავმეგობრდეთ. სულ გვინდა, გვინდა, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ მოვახერხეთ რატომღაც. 31ში უკანასკნელ 2 გამოცდას ჩავაბარებ იმედია და ბაზარი არაა, თქვენთან ვარ. იმედია იმიტომ, რომ მარკეტინგის ლექტორი ტვინს ბურღავს, და შეიძლება თავიდან ჩავაბაროთ ჯგუფის უმეტესობამ, მაგრამ იმედია ასე არ იქნება. ნუ მოკლედ, რამე ვქნათ რა.

განაგრძე კითხვა...

ფორუმზე გაიხსნა თემა: ქორწილისგადახდა”= იდიოტიზმს.
და გადავწყვიტე ჩემი მოსაზრება მეც გამომეთქვა...

მე, მაგალითად, უცხოური ქორწილები ძალიან მომწონს...
ისეთები ფილმებში რომ მაქვს ნანახი:

ისე ვის არ მოეწონება ასეთი ქორწილები, მაგრამ ჩვენთან ასეთ ცერემოიალს არავინ მართავს...
ჯვრისწერაც არაა მთლად ამერიკულად დრამატიზირებული...
სამაგიეროდ რა ჯვრისწერა/ხელისმოწერის შემდეგ იმართება ისაა გასაოცარი და დაუჯერებელი..
მე გამიგია და მინახავს ქორწილები, სადაც ყველაფერს მშვიდად ჩაუვლია და არც ღრეობა ყოფილა... 50 კაციანი ქორწილიც გამიგია... სადაც ყველა ერთმანეთის უახლოესი ადამიანია...
და ზუსტად ვიცი რომ მექნება პატარა ქორწილი... ჯვარს დავიწერ რომელიმე მიყრუებულ ეკლესიაში და არა საკათედრო ტაძარში...
და საერთოდაც რა ბედენაა ამდენი ცერემონიები...
ერთადერთი მხიბლავს - თეთრი კაბა, რომელიც უკვე ვიცი, როგორიც იქნება...

და საერთოდაც ქორწილის დღე ყველაზე ბედნიერი დღე უნდა იყოს, როგორც ქალის, ისე - მამაკაცის ცხოვრებაში...

ასე რომ ნუ გადაიხდით 300-500 კაციან ღრეობას არამედ შეინახეთ ეგ ფული და ქორწილის მეორე დღესვე, ჰაიდაააააა........ დაუბერეთ სხვა ქვეყანაში...


განაგრძე კითხვა...

ეს ის არ არის რასაც თქვენ ფიქრობთ :D ჩემნაირო ზარმაცო გოგონებო, სულ ცოტა ხნის წინ მასწავლეს მე უმარტივესი ვარჯიში, რომელიც მუცლის დაგდებაში დაგეხმარებათ :) ანუ დიეტას შეგიძლიათ ესეც დაამატოთ და თან როგორც მითხრეს საკმაოდ ეფექტურია :) მოკლედ, დილას რომ გაიღვიძებთ (ან თუნდაც დღის სხვა მონაკვეთში) ლოგინზე (თუ თქვენი ლოგინი მაგარია, თუ არა და იატაკზე გაიშხლართეთ :D ) წევხართ ზურგზე და ქუსლებს ოდნავ წევთ მაღლა, მუზლები შეტყუპებულია და ითვლით ათამდე. მერე ჩამოწევთ ფეხებზს დაახლოებით 1 წუთით და მერე ისევ იმეორებთ ამას 4ჯერ. ამით გაავარჯიშებთ მუცლის პრესს :) ხოდა წარმატებებს გისურვებთ :) ხო, ძალიან ნუ აწევთ ფეხებს :D

განაგრძე კითხვა...

გოგონებო! პარასკევს საღამოს 7 საათზე ვაპირებთ შეხვედრას. ერეკლე მე2 -ს ქუჩაზე მდებარე ბარში "მულენ ელექტრიკი". აზრზე არ ვარ სადაა მარა ბაკო იძახის კაიაო. წყნარი და მშვიდი : ) ჰოდა მივიდეთ ვისაუბროთ , ჩაი დავლიოთ, ნამცხვარიც დავაყოლოთ. აბა ვინ მოდის?

განაგრძე კითხვა...

მეზიზღებიან ისეთი ადამიანი, ვინც რაღაცას შეგპირდება, არ გაგიკეთებს და ამით უხერხულ მდგომარეობაში გაყენებს. ყველაზე ძალიან ის მიშლის ნერვებს დაბეჯითებით რომ გარწმუნებს ბანალური დასამშვიდებელი სიტყვებით: "გაგიტებ კაცო რა სისულლეეა. ამაზე უარს როგორ გეტყვი". იმის მერე ნახევარი წელი გავიდა და რა?! არც არაფერი. ვურეკავ გამწარებული 1 კვირაა და ტელეფონს არ იღებს.

რა ვუყო არ ვიცი, არადა იმასთან როგორ ტეხს
ვისაც შევპირდი

განაგრძე კითხვა...

მალე პეპლების სხვადასხვა ფერებს შემოგთავაზებთ :)
გამოცდები ჩავაბარე და ფოტოშოპი გამიტკბა... :)







განაგრძე კითხვა...

გამარკვევს ვინმე, რა ხდება აქა?! :)

განაგრძე კითხვა...

მოკლედ ახლა რა მინდოდა დამეწერა რაა......

კაცებზე ჰო კაცებზე

თუ რავიც როგორც ეწოდებათ იმათ ვიზეც ახლა დავწერ......


მოკლედ აი რა მაინტერესებს როდესაც ცოტათი რებუსებით ეტყვი ადამიანს რაღაცას, ვერ ხვდება რომ თვითონ მიხვდეს იავნი დაბოლოებას??
თუ უბრალოდ არ აწყობს და არ ხვდება???

რაღაცა ამ ბოლო დროს კი არადა ზოგადად სულ ასეა ყველა დადებილებული.
თქვენი აზრიც მაინტერესებს რაა.....

ფიქრი ეზარებათ?

ფიქრი უჭირთ?

არ აწყობთ?

თუ ჩემს ჩანაფიქრს ვერ ხვდებიან??

პოსტი მამრებზეა :)

განაგრძე კითხვა...

ძალიან მაგარია როცა გოგონების საიტზე, მამაკაცების თემაში მხოლოდ ერთი პოსტია:))))მაგრამ მაინც უნდა შევმატო მეორეც.
მოკლედ 2 იანვარს გავიცანი ერთი ბიჭი, საერთო ნაცნობების საშუალებით...2 დღის შემდეგ დამირეკა და მომიკითხა, და შობას დაგირეკავ და იქნებ გნახოო. შობას არ დაურეკავს. არც მე შევხმიანებივარ.
რამდენიმე დღეში სამსახურში იყო ჩემთან მოსული(იცოდა მანდ რო ვმუშაობ) და რო მიდიოდა დაგირეკავო: ))))))
მარა მერე 13 ში მომილოცა ძველით ახალიწელი. მერე მე დავუმესიჯე ერთხელ და პროსტა მოვიკითხე და იმან შაბათ-კვირას რას შვებიოო...ნუ შეგეხმიანები გნახავო.:D და არ შემეხმიანა.. მაგრამ ოთხშაბათს მირეკავს ვითომც არაფერი, ჩვეულებრივად დამელაპარაკა, შაბათ-კვირას რას აკეთებო: ))
მაგრა გამეცინა, არ ვიცითქო...ჰო რავიიცი ვიფიქრე ერთად ვიზამდით რამესო. კაი, თუ რამე კაი მოიფიქრე იქნებ მეც შემოგიერთდეთქო. ჰოდა დღეს ნინოობა მომილოცა მარა სხვა არაფერი უთქვამს. და მიტხარით ერთი რა უნდა ვაბშე. ან რას რეკავს და ან თუ რეკავს რატო აჭინაურებს ასე.
"შ" აქვს? "ყ-ე" ა? თუ პროსტა აფრენს? : ))))))))))))არადა რა საყვარელია:)ვაბშე არ მადარდებს, პროსტა მაინტერესებს რა ტიპის ბიჭია ვერ გავიგე:)რა დასკვნა გამოიტანეთ!

განაგრძე კითხვა...

ქალების უმეტესობას უყვარს ყვავილები დამეთანხმებით...
უხსოვარი დროიდან ჩუქნიდნენ მამაკაცები ყვავილებს ცოლებს, დედებს, ქალიშვილებს, შეყვარებულებს სიყვარულის და პატივისცემის ნიშნად...

ჩემი საყვარელი ყვავილი დეკორატიული მიხაკია... არც მძაფრეი სუნი აქვს როგორც ვარდს და შესახედავად ძალიან მომწონს.
ვარდისფერი მიხაკები ყველაფერს მირჩევნია...
ამას წინათ ჩემი მშობლების ქორწილის სურათებს ვათვალიერებდი და იქ დავინახე ქორწილში დედაჩემს თეთრი მიხაკები ეჭირა ხელში... :user: მეჯვარეს კი წითლები...

ოკლედ,
ე -
არის
იხაკი
იყვარს...

თქვენი საყვარელი ყვავილები კომენტარებში ჩამიწერეთ...

განაგრძე კითხვა...

იმის მიხედვით თუ როგორ საჩუქრებს გჩუქნის შენი საყვარელი მამაკაცი, კარგად შეძლებ მისი სიყვარულის "გაზომვას"!

თუ დიდი ხნის ოცნება აგისრულა და ის ნივთი გაჩუქა, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობ და თან ეს ყველაფერი ისე მოახერხა რომ, მისთვის არაფერი გითქვამს, იმას ნიშნავს რომ შენ აზრებს კითხულობს და ნამდვილად ცდილობს გასიამ
ვნოს.

ფუფმფულა დათუჩას, მუსიკალური ზარდახშას და მსგავსი "სისულელეებს" ისეთი მამაკაცები ჩუქნიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალებს მხოლოდ სენტიმენტალური და რომანტიკული საჩუქრები ხიბლავთ. თუ ასეთი საჩუქარი მიიღე ხუმრობით შეახსენე, რომ მომავალ წელს უკვე დიდი გოგო იქნები


თუ საყვერელი ადამიანი პრაგმატულ საჩუქარს გჩუქნის, იგი შენს კარგად ყოფნაზე ზრუნავს. იგი საკმაოდ საიმედო პარტნიორია!!!!




საყვარელი მამაკაცი უძვირფასეს საჩუქარს გჩუქნის?
-იგი თქვენს ურთიერთობაში სერიოზულ
ინვესტიციებს დებს და კიდევ ერტხელ უსვამს ხაზს თავის სურვილს, რომ ყოველთვის მასზე იფიქრო

განაგრძე კითხვა...

წონაში დაკლება თუ გსურთ სასურველია სწრაფი დაკლება არ მოინდომოთ და 2 დღიანი და 3დღიანი დიეტები არ დაიწყოთ (თუმცა მაგისგან თავის შეკავება რთულია ;) ). ჯობია დაიკლოთ ნელ-ნელა და სამაგიეროდ შეინარჩუნოთ ჯანმრთელლობა. იკვებეთ ჯანსაღად, არ ჭამოთ შაქრიანი და მარილიანი (ანუ ტკბილი და მლაშე), მოერიდეთ ცომეულს და შეეცადეთ ყველაფერი ჭამო არა შემწვარ, არამედ მოხარშულ მდგომარეობაში. ამას შეუთავსეთ ვარჯიშიც. ყოველდღიურად მინიმუმ 1 საათი კარგი იქნება (იმიტომ რომ 40 თუ 45 წუთის შეუსვენებელი ვარჯიშის შემდეგ იწყებს ორგანიზმი კლებას :D )
წარმატებებს გისურვებთ გოგოებო :)

განაგრძე კითხვა...

მოკლედ ისა, გამახსენდა რომ ერთი რჩევა მაკიაჟთან დაკავშირებით მეც შემიძლია დავწერო:

ამბობენ რომ თუ სახეზე ტონალური კრემის წასმისას თუჩებზეც გადაისვამთ და შემდეგ დაიდებთ პომადას მისი ფერი ბევრად უფრო მკვეთრი და წვნიანი იქნება.

chups.gif

განაგრძე კითხვა...

რახან ეს ბლოგი მარტო გოგჩოებისთვისააა, ვიფიქრე რომ კაი იქნებოდა რაღაცეები გვერჩია ხოლმე ერთმანეთისთვის მაკიაჟთან და მსგავს რაღაცეებთან დაკავშირებით:) ხოდა ერთ რჩევას გეტყვით.

ყველამ ვიცით რომ გარემოს მავნე ფაქტორებისგან ძალიან ზიანდება ტუჩები. ამისათვის პომადით ან ბლესკის სარგებლობის წინ წაისვი ჰიგიენური პომადა:)

განაგრძე კითხვა...

კიდევ ერთხელ სალამი.მიიწურა იანვარი. თებერვალიც მალე გავა და სადაცაა გაზაფხული დაგვადგა თავზე.ძალიან მინდა მოვემზადო ამ სეზონისთვის.. და უპირველესი რაც შედის ამ მომზადების პროგრამაში ესაა ფიგურის სათანადო ფორმაზე მოყვანა.
.. მე კი ცოტა გამიჭირდება მთლად იმ დონეზე მისვლა რაც მინდა, მაგრამ ნუუუ.. ჩოტათი მაინც :)

აქ კი რატომ ვწერ ახლა ამას.
ხელი აიწიეთ იმათ, ვისაც გინდათ და იქნებ "გრუპავოი" დიეტა დავიწყოთ ა?
ანუ იმას კი არ ვგულისხმობ , ყველამ ერთი და იგივე დიეტა და ა.შ. დაიცვას -თქო, ყველამ თავისი, მაგრამ აქ მთავარი სხვაა:
1. ერთმანეთს მორალურ მხარდაჭერას გავუწევთ.
2. შედეგებს გავუზიარებთ.
3.სტიმულიც უფრო მეტი იქნება მგონი,არა? :უსერ: .
იქნებ გაზაფხულის თბილ დღეებამდე სასურველ შედეგამდეც მივიდეთ ა? :უსერ:

ხო, და რა მაინტერესებს, მარ, თუ იქნება იმის ტექნიკური შესაძლებლობა, რომ ეს პროგრამა უფრო "პრივატულ" სიტუაციაში წარიმართოს, ანუ რაც დაიწერება ამის შესახებ. მხოლოდ წევრები რომ ხედავდნენ... თუმცა ეს მოგვიანებით....ჯერ-ჯერობით ვაგროვებ ხალხს ამ საქმისთვის! :)

განაგრძე კითხვა...

არვიცი რა ჯანდაბა მჭირს, თითქოს მეტი არაფერი მქონდეს ცხოვრებაში საქმე, მაგრამ ძალიან მინდა სადმე კარგ ფირმაში ვმუშაობდე, სტიმულიც მექნება ამ იდიოტურ და უაზრო ცხოვრებაში.

1-2 კვირის წინ ერთ-ერთ ბანკში ვიყავი გასაუბრებაზე, თითქოს კარგად ჩაიარა, მარა რავიცი. თან ვუთხარი, იანვრის ბოლომდე გამოცდები მაქვს და იქნებ ჯერ არ დამიკავშირდეთმეთქი, კარგიო. ხოდა არც მიკავშირდებიან, მაგრამ ნეტა რატომ? იმიტომ, რომ გამოცდები მაქვს და მაცდიან თუ იმიტომ, რომ არ მოვეწონე?


განაგრძე კითხვა...

მეც მოვედი.
მოკლედ, სანამ აქამდე მოვაღწიე ცოტა ნერვები კი გავიფუჭე, თუმცა არც მანამდე ვიყავი დალაგებულ ხასიათზე.
ბლოგის წერა ერთი-ორჯერ ვცადე, ბევრი არაფერი გამომივიდა.. ვცდი კიდევ :)
დიდად არ ვარ გარკვეული ამ ყველაფრის მექანიზმებში :უსერ: უნდა დავათვალიერო მერე რა როგორ და რისთვის...
მარ, დიდი მადლობა შინედა დეიდასთვის. რაღაც გამისწორდა მაგის სიმღერა

..ხო.. რისი თქმა მინდოდა, კეთილი იყოს ჩემი ფეხი(თუ ხელი, თუ თითები, თუ პოსტები..) აქ.. იმედი მაქვს...აზრზე არ ვარ რისი იმედი მაქვს.. მაგრამ ხომ მაქვს რაც მთავარია...

განაგრძე კითხვა...


რა თქმა უნდა, მეც შემოგიერთდით, გოგოშკებო :)
მინდა გაგაგებინოთ, რომ ცოცხალი ვარ და ისევ მიყუარხართ :) ხო, ეს ისე, just პოსტია, მოკლე თანაც, იმიტომ რომ დღეს მძიმე დღე იყო, მაგრამ მაინც კარგ განწყობაზე ვარ (მტერს მტკიცედ ვუდგები და იმიტომ :D )
ხოოოოოოდა ახლა გაიხარეთ, იასამნისფერი წევრი შემოგემატათ ჩემი სახით

განაგრძე კითხვა...

გუშინ ვაკეთე რაღაც პადპისკები მეილზე, იმიტომ რომ თითქმის სულ აღარ ვხმარობ მეილს, არავინ არ მწერს, არავის არ ვწერ, მესინჯერები, ფორუმი, ბლოგები და ნუ მსო, აღარ აქვს დანიშნულება იმეილს ჩემს ცხოვრებაში.
ჰოდა ცოდოა-თქო რა მთლად უფუნქციოდ ყოფნა და გავაკეთი პადპისკები, ორი მახსოვს - ერთი dictionary.comის word of the day, და კიდევ რაღაც ჰოროსკოპების თუ რჩევების საიტის, და კიდევ მსნ-ის რააღაც ათასი უბედურების.
დღეს მომივიდა პირველი, ნუ რაღაც ბლა-ბლა-ბლა, და ბოლოს ეწერა კაი რამე
Love Tip 134: In order to get what you want in a relationship, you have to know what you want!
გუთა
მე თვითონ როცა მივხვდი, რა მინდოდა ურთიერთობისგან, მაშინ დალაგდა ისიც.

განაგრძე კითხვა...

სალამი ყველას , მეც აქ ვარ და მუდამ თქვენთან მიგულეთ.

განაგრძე კითხვა...


სად ხართ გოგოებო??????
ძაან უაზრო ხასიათზე ვარ:(ალბათ იმიტომ რომ დღეს გაზაფხული იყო...და ბოლომდე ვერ შევიგრძენი...რაღაცა მაწუხებს სინაგანად და ბოლომდე არ ვიცი რა. მოკლედ გაურკვევლობაში ვარ ..ისევ ველოდები რაღაცას.

განაგრძე კითხვა...

მარიამ, 1-2 ცალი მეც მომიძებნე რა და ზატო მე მეორე მარიამს პრეფერანსს ვასწავლი :D
მერე ის გაგიკეთებს შენ რამეს და ასე, ვიცხობრებთ :givi:

განაგრძე კითხვა...

თითქმის ნახევარი წელია ერთ ფირმაში ვმუშაობ და უკვე მაგრად მომბეზრდა.
არ მესმის ერთ ადგილას ხალხი 10 და 20 წელი როგორ მუშაობს.... ეტყობა სხვა პრასვეტი არა აქვთ თორემ...
მე მაგალითად არ შემიძლია ცვლილებების გარეშე. თანაც აქ უძრავად ვარ. ერთ ადგილზე.
ეს არ არის ნამდვილი მარკეტინგი... აი ბილივ....

აი ზეგ ჩავაბარებ ბოლო გამოცდას და უეჭველი ვიწყებ ახალი ალტერნატივების ძებნას...


p.s. რა მაგარი პლეილისტი გამიკეთებია...

განაგრძე კითხვა...

Girlz! ვიაროთ ერთნაირი მაისურებით შეკრებებზე:

ლოგოს ფერების მოდიფიცირება შეიძლება. smile.gif)

შეგვიძლია ასე გავაკეთოთ:

მე - ასეთი მექნება როგორიც დავპოსტე
დოდკას - ყვითელი
ლილიანს - სტაფილოსფერი
ნუკა-ნუკას წითელი
პიკოლინას - იისფერი

სხვა ფერების მსურველებმა წამოაყენონ თავიანთი ვარიანტები smile.gif
აბა, როგორ მოგწონთ???

განაგრძე კითხვა...

ტაკ, ჩემი პირველი პოსტი აქ :D
გიზიარებთ დღეს ნასწავლ დიეტას, რომელიც უნდა დავიწყო ზეგიდან (დღეს ბანანი გათავებული იყო მაღაზიაში და :P )
ტაკ, 3 ჭიქა რძე (სასურველია სანტეს ვარდისფერ პაკეტში - ნაკლებცხიმიანია)და სამი ცალი ბანანი. ეს არის დღიური პორცია, ეცადეთ გაანაწილოთ ისე, რომ არ მოგშივდეთ :)
3 დღის დიეტის შედეგად გარანტირებული -3 კგ :))
თუ აღშფრთოვანდით დიეტით და გამეორება მოგინდათ, ეგრევე არ ქნათ - 3-4 დღე შეისვენეთ მაინც :)

განაგრძე კითხვა...

ოღონდ როგორც ბელა მაფიაში ამოხოცეს ყველა მამრობითი სქესი, ისე არ გვინდა. კი გვაბრაზებენ ხანდისხან, მაგრამ მოსაკლავად არ მემეტებიან ნამდვილად:)ჰაჰაჰა! ეს მარი რა იდეინი გოგოა!! ვენაცვალე!გოგონებოოოო ლამაზებოოოო:)))))) კაცის ჭაჭანება არ დავინახო აქ! მხოლოდ და მხოლოდ მდედრები! და მხოლოდ და მხოლოდ კატები და ქალები. მეტი არავინ! ვინ ვართ ეხლა ჩამოწერეთ და გამაცანით.რო შევგროვდებით და თავს მოვუყრით ყველანი..მერე private-ს გავხდით ამ ბლოგს და ვეღარავინ შემოვა...ეხლა კი იკითხოს ყველამ.ჰოოდა... აბა თქვენ იცით!

განაგრძე კითხვა...

ესეიგი ნუ თუ არაფემინისტურია მაშინ..
ჩვენ შეგვიძლია:

ერთად ვისწავლოთ ბილიარდის თამაში (მე არ ვიცი და თან ზოგადად მე მგონი გოგოები მთლად კარგად ვერ თამაშობენ)

მოვახდინოთ შეგროვება(რისი მერე პრივატში გეტყვით, საზოგადოების თავშეყრის ადგილია მაინც)

ვითამაშოთ ხოლმე პრეფერანსი(მანამდე კურსები გავიაროთ)

გავაწბილოთ ....... აა ხო ფემინისტებვი არ ვართ ხოო?? user.gif

განაგრძე კითხვა...

ჩვენი გაერთიანება არის არაფემინისტური, მეგობრული და გასართობად შექმნილი!


იმისათვის რომ ჩვენს გაერთიანებაში გაწევრიანდეთ საჭიროა:

  • იყოთ გოგო!
  • გსურდეთ ახალ ადამიანებთან ურთიერთობა
  • გქონდეთ შეძლებისდაგვარად ცოტაოდენი თავისუფალი დრო
  • გქონდეთ ახალი იდეები და გსურდეთ დაივიწყოთ ნაცრისფერი ყოველდღიურობა

თუ გსურთ ჩვენთან შემოსვლა კომენტარებში დაწერეთ თქვენი gmail-ის ექაუნთი და გამოგიგზავნით ამ ბლოგზე პოსტვის უფლებას.

განაგრძე კითხვა...

 

კონტაქტი

საქმიანი და სხვა წინადადებებისთვის

ბოლო პოსტები

ბოლო კომენტარები

რეკლამა

გიყვარს სიურპრიზები?

სტუმრები

ჩეთი


მთვლელები