♀♥ Girls Rule ♥♀

All This Girl Stuff...

რეკლამა

ავტორები

  • CheshireCat
  • HoNeY
  • Sweet
  • Taboo
  • The Sun
  • Unknown
  • Unknown
  • მარიამ ბლანკი¹³
  • gvanci

Followers


Meanings Of Kisses



Kiss on the hand - I adore you.

Kiss on the cheek - I just want to be friends.

Kiss on the chin - You are cute!

Kiss on the neck - I want you.

Kiss on the lips - I love you.

Kiss on the ears - Let's have some fun.

Kiss anywhere else - You're the best.



chups.gif

განაგრძე კითხვა...

მოკლედ ქალებო ახლა ბევრს ვიბოდიალებ მაგრამ რა მოხდა მერე, ერთი ჩემი ბოდიალი აქაურობას არ დაანაგვიანებს ხოდა რა ხდებბააა.......


იცით აქაურობას ხშირად სტუმრობენ მამრები ჰოდა თუ გინდათ რამე გააგონოთ დაწერეთ ოღონდ კარგად განმარტეთ რო გაიგონ.
(არ მიწყინოთ და ისა არაფერს ვგულისხმობსხვას . ჯასთ )

მერე კიდევ რა ...
რავიც აქ რაღაც იშვიათად ვართ დიდი რაოდენობით მობილიზებულები ერთად, ხოდა ის.....

ა მაინც შამოიხედეთ კომენტები გააკეთეთ ისე მინც მოვიკითხოთ ერთმანეთი თუ არაფერს დავწერთ კაცო. მოკლედ მე ახალ აპარტამენტებში ვარ ხოდა ჯერე ცოტათი კი არადა მაგრად აჭრილი ვარ!
იმედი მაქვს მალე დავლაგდები დავესგავსებით სახლს, ოჯახს და მერე იქნება მოვაწყოთ რამე უკვე კერძო (ჩემს) აფართმენთში :D
კიდევ გავიცანი ჩვენი სრულუფლებიანი წევრი დოლორესი (ანი). აღფრთოვანებული ვარ :) კიდევ ჰო უგემრიელესი ჩაით გაგვიმასპინძლდა(მე და ლოლიტას) :) მართალია ცოტათი დავფრთხით (არა ლოლა მაგრად დაფრთხა) მაგრამ კარგი იყო :)

მოკლედ ასეთი იყო უკანასკნელი ნიუსები და ჰო .....

აუ რაღაც მინდოდა მეთქვა თუმცა არაუშავს გამახსენდება მივაკომენტებ .......

გკოცნით კუნძული სალტკროკიდან :)

განაგრძე კითხვა...

უი, fუუუუუუ, რა ლოსთი, რის ლოსთი, მთელი ”მასოვკა” მაგაზე საუბრობს, ანუ მთელი უსაქმურთა გემოვნების პატრონაჟი(აუ, ეს რა დავაბრეხვე, ჩემი თავის გამკვირვებია). კაი, მოვრჩეთ ამაზე. ანუ იმის თქმა მინდოდა, რომ ისევ აქ ვარ, თქვენთან, და ჩემი არწერის მიზეზი ის იყო, რომ ბოლოს ისევ მე დავწერე და ვიფიქრე ჩემი ბენეფისი ხომ არ იქნებათქო, თორე არავინ აქტიურობდა და დღეს შემოსულმა აღმოვაჩინე, რომ 2 წევრი უკვე ყოფილა შემოსული და დაუპოსტავს.

ძალიან მომენატრეთ ყველანი, ნანახი და უნახავიც, ანუ ზოგადად აქაურები. მე უკვე აქტიურად ვარ სამსახურში, ანუ ჯერ ისევ სტაჟორი ვარ, მარა ეგეც საქმეა, აბა კაბინეტს არავინ მომცემს ჯოხის ერთი გაქნევით, ანუ მუშაობა და ისევ მუშაობა. 8 სთ იქ ყოფნის მერე გაწურული ლიმონივით ვარ ხოლმე და სასტიკად მეძინება.
ხოლმე.


მარის არ იყოს, თანახმა ვარ ჩვენს მომდევნო შეხვედრაზე, ოღონდ შაბათ-კვირა რა, თორე სხვა დღეებში ვმუშაობ. მარა მარიიიიიიიიიი, ერთი უხერხული შეკითხვა მაქვს??????? იმათმა რა ვქნათ, ვისაც მამაკაცები არ გვყავსსსსსსსს???? და არც გასაბერები???? კაროჩე, იმედია მე ერთადერთი არ ვარ ამგვარ ვითარებაში მყოფი და ვინმე გაითვალისწინებს ამ ფაქტს.



ხო, არ შემიძლია 2 სიტყვით ამინდს არ შევეხო. მართლა საშინელი ამინდებია, თუმცა ვისთვის როგორ, მე მაგალითად ქარს ვერ ვიტან და ვერ ვეგუები, თან ჩემთან იმენა ტორნადოა ხოლმე. წვიმა და თოვლი ძალიან მიყვარს. მარტი კი გიჟია, საყვარელი, უცნაური, ჯიუტი, непредсказуемый........... მარა ”რას იზამთ, ქალბატონო, მარტია” (ნუ მე ლექსის ხათრით მარტს შევეხე, ანუ 2 დღით წინ გავვარდი, მარა იმედია ამის გამო არ გამასამართლებთ ლინჩის წესით). რა ვქნა, ასეთია მარტი და მარტში დაბადებული ხალხი ”მარტის ქალო, მარტივით გიჟი ხარო”.


მოკლედ აქ ვარ თქვენი მონა-მორჩილი ქეთუნა.

განაგრძე კითხვა...

რას შვებით??? როგორ ხართ???

მე ფრიად დაკავებული აღმოვჩნდი... უსაქმურობით... :))
სწავლაც დამეწყო და ახალი პერსპექტივების ძებნაში სულ მიმავიწყდა ბლოგუნიები...
ამ თვეში (ანუ იქითა თვეში :ლოლ: ) აუცილებლად მოვაწყობთ კიდევ ერთ შეხვედრას... ამჯერად მამაკაცებთან ერთად... ჩვენს მამაკაცებთან ოღონდ. ;)

კიდევ რა...
სამსახურში ბოსთან უნდა ვიჩხუბო ამ დღეებში... რაღაც იდეა მინდა გავიტანო... ხოოდა თუ არ მოეწონა ვეჩხუბები ;)
მთელი კვირებია ცხელ შოკოლადს ვკითხულობ. ძველ ნომრებს... რომლებიც არ მაქვს წაკითხული... მაგარია!
ყველას გირჩევთ ახალი ნომერი შეიძინოთ...
დღეს ან ხვალ გამოვა... კაკ რაზ...

კომპიუტერთან სახლში ისე ინტენსიურად ვეღარ ვზივარ...
ჩემს ოთახში მინდოდა გადამეტანა და არ დამრთეს ნება... მაინც გადავიტან. იქამდე კი მხოლოდ სამსახურიდან...


ახალი სხვა არაფერია... გათხოვებას ამ თვეშიც არ ვაპირებ... თუმცა თვის ბოლომდე ჯერ 3 დღე კიდევაა... ;)

განაგრძე კითხვა...

რაღაც სასტიკად არ მომწონს ამ ბოლო დროს ბლოგში გამეფებული სიჩუმე.
არ მოგწონს და აბა შენ თვითონ სად ხარო?
მე სად ვარო და გამოცდებს ვაბარებო..
ჩემი აქამდე არსებული გეგმები ჩამეშალა, ასე რომ ახლიდან ვადგენ თუ დუ ლისტს..
მოკლედ.. აბა.. ა..ხმაურდით, ახმაურდით ხალხო :D ეგრე სადაა, ჩუმად რომ ხართ.

განაგრძე კითხვა...


ინტერნეტში ქექვისას ვიპოვე ასეთი საყვარელი საიტი, სადაც ამერიკელი გოგონებისთვის არის სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია.
კატეგორიები არის ძალიან საინტერესო და სახალისო. ეს ყველაფერი განკუთვნილია შედარებით პატარა ასაკის გოგონებისთვის მაგრამ დიდი სიამოვნებით დავათვალიერე 8 Girls from America's Past.
აქვეა წლის გოგონების სია.
თუ საქმე არაფერი გაქვთ და გართობა გინდათ მოძებნეთ სახალისო თამაშები. მე Coconut-ს ვეთამაშე და ფრიად აღშფრთოვანებული დავრჩი.
შეგიძლიათ სხვადასხვა ფერადი ქვიზები გაიაროთ, იმოგზაუროთ პარიზში, სინგაპურში, ავსტრალიაში.

მოკლედ ძალიან ვიხალისე ამ საბავშვო საიტზე... ნეტავ ვინ გააკეთა...
ძალიან მომეწონა, ნახეთ თქვენც... :)

განაგრძე კითხვა...

უბრალოდ გარდაიცვალა და მორჩა...

თავისებურად ლამაზი იყო... ვინ რას გაიგებს როგორი იყო ისე...

განაგრძე კითხვა...

გუშინწინ დაბადების დღე მქონდა...
ხოდა... 20-ის გავხდი.

რაღაც ნამეტანი განვიცადე ასაკის მომატება... ნაოჭები ბლიად... :(


რა ვიღონო რომ არ დავბერდე? :უსერი:

განაგრძე კითხვა...

სალამი, რახან ნამეტანი სიჩუმეა ბლოგში, მაშინ ისევ მე დავარღვევ, თორემ არავინ არაფერს წერს.
ალბათ გახსოვთ ჩემი ადრინდელი პოსტი იმის თაობაზე, რომ ერთ-ერთ ბანკში მივედი გასაუბრებაზე და ველოდებოდი რაიმე პასუხს (თუნდაც უარყოფითს, მთავარია პასუხი ყოფილიყო). ხოდა დღეს ისევ ვიყავი დაბარებული გასაუბრებაზე, ნერვიულობისგან სიტყვები მავიწყდებოდა და ხელები გამეყინა. მეორე ეტაპმაც ასეა თუ ისე ჩაიარა. ცოტა ხანში, სახლში მოსულს ზარმა მომისწრო... მერე რა მოხდა აღარ მახსოვს... მახსოვს მხოლოდ შემდეგი სიტყვები: შენ მიღებული ხარ ჩვენს ახალ სტაჟიორად!!! ვითომ დიდი არაფერი, მაგრამ მაინც მიხარია პატარა ბავშვივით!!!!!!

განაგრძე კითხვა...

და აი, მოხდა ის, რისი მოხდენაც ასე ძალიან გვინდოდა, რისი მოხერხებაც ასე ძალიან გვსურდა: ამ ბლოგის გოგოშკები ერთმანეთს შევხვდით, გავეცანით ერთმანეთს, ბევრი ვიჭუკჭუკეთ, ბევრი ვიცინეთ, ვიხარხარეთ, ბევრი საერთო ვიპოვეთ ერთმანეთში, ბევრიც ახალი გავიგეთ, სურათებიც გადავიღეთ და, რაც ყველაზე მთავარია დროებით მაინც მოვწყდით იმ ერთპეროვან ყოველდღიურობას, რაც ასე სასტიკად გვაღიზიანებს და ნერვებს გვიშლის. დროებით დავივიწყეთ ის თემები, საკითხები და პრობლემები, რომელთა შესახებ საუბარი არ გვინდა და არ გვსიამოვნებს.
იმედს გამოვთკვამ, რომ მომავალ შეხვედრაზე უფრო მეტნი ვიქნებით და უფრო კარგ დროს გავატარებთ, რადგან სურვილი იმისა, რომ მეორე ჯობდეს პირველს, ხოლო მესამე კი მეორეს, ძალიან დიდია.

განაგრძე კითხვა...


ესეიგი აქაც მინდოდა მეთქვა...ძალიან ძალიან მწყდება გული რომ თქვენთან ერთად ვერ ვიქნები ხვალე ძალიან დიდი სურვილი მაქვს თქვენი გაცნობის ყველასი..მაგრამ რა ვქნა აბა ჰოლანდიაში გადაკარგული მანდ როგორ გავჩნდე ხვალეეეეეეე : ( მოკლედ გგოგოებო გულით და სულით თქვენთან ვიქნები და ძალიან გთხოვთ სურათები გადაიღეთ რა ბეეეეეეეეეეეეევერიიი...

მიყვარხართ ყველა..

განაგრძე კითხვა...

ბლოგში გოგონების რიცხვი თანდათან მატულობს.
უკვე ოცნი ვართ და პირველი შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო გავბევრდებით.
ამ 20 გოგონადან უმეტესობა არააქტიურია, მაგრამ ვინც აქტიურობს მათი პოსტებიც გვყოფნის ერთმანეთის გასამხნევებლად.

ჩვენი პირველი საყოველთაო შეხვედრა იგეგმება:


ხვალ, შაბათს, 3 თებერვალს, 2007წ.
ერეკლე მეორეს ქუჩაზე, კაფე ”მულენ-ელექტრიკში”.

ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ვინც არ არის ჯერ დარეგისტრირებული ჩვენს ბლოგზე ისეთებმაც გამოთქვეს სურვილი, შეხვედრაზე წამოსულიყვნენ.

დარწმუნებული ვარ, თქვენც მალე შემოგვიერთდებით!
რადგან 25 და მეტი ახალი იდეა უფრო კარგი და ეფექტურია, ვიდრე - 20 )

ერთი სიტყვით ხვალ ”მულენ-ელექტრიკში” ველით:

ჩვენები:

Bako
Kate789
დოდკა
Natosha
KoShKa
Piccolina
29_tebervali
Doloress
Financist
SOPKA


მომავლები:


tamunia_ch
bird*mad*girl
mirabella
თამუნა
Fe_male

თუ ვინმე გამომრჩით მაპატიეთ გოგონებო.
თუ ვინმეს სიის გარეთ (გოგონრბს!!! ) მოუნდება მოსვლა, ადგილი და დრო იცით

ასე რომ:

ველქამ ოლ ზე გერლზ!

განაგრძე კითხვა...

ბლოგის გახსნის პირველი ეტაპი დამთავრდა.უცებ აღმოცენებული ენთუზიაზმი ჩაქრა და აგერ ორი დღეა(მგონი), აღარავინ წერს.
გუშინ(და უფრო სწორედ უკვე გუშინწინ) გამოცდა ჩავაბარე. უკეთესადაც შეიძლებოდა. მაგრამ... აღარ მაღელვებს უკვე. :)
დღეს.. უცნაური დღე იყო :) მაგრამ ახლა თბილად ვარ ძალიან. რაღაცნაირად მშვიდი, წყნარი.
გადავწყვიტე ხვალინდელი დღიდან ჩემს ცხოვრებაში რაღაცეები შევცვალო. პირველ რიგში ხვალიდან დავიწყებ "გაზაფხული/ზაფხული-სთვის მოსამზადებელ პროგრამას" (რომელზეც ვწერდი აქ სადღაც).
კიდევ, ვაპირებ გამოცდისთვის მომზადება დავიწყო და ჩემი უსაფუძვლო ამბიციები, ერთხელ მაინც გავხადო საფუძვლიანი :)
და რაც მთავარია, მომზადების ერთ-ერთი ელემენტია, ის რომ 11საათზე ავდგე დილით უპრობლემოდ. ამისათვის კი 10 წუთში დასაძინებლად წავალ..
აი ესაა სულ :)მოკლედ, სანამ დილა გათენდებოდეს და გეგმების ასრულება დამიწყია, ვაფიქსირებ ასე ვთქვათ "До" მდგომარეობას :
ვარ ... 170 სმ (სიმაღლე, ნუ ეს პარამეტრი მეეჭვება შეიცვალოს) და 78 კგ (აი ამაზე კი ვიმუშავებ).
პირველ შედეგებს ერთ კვირაში დავწერ (მისურვეთ, რომ მქონდეს დასაწერი).... დღეისათვის კი ამით დავამთავრებ :) :)

გკოცნით, მარად თქვენი ნატოშა

განაგრძე კითხვა...

 

Creative Commons License

კონტაქტი

საქმიანი და სხვა წინადადებებისთვის

ბოლო პოსტები

ბოლო კომენტარები

რეკლამა

გიყვარს სიურპრიზები?

სტუმრები

ჩეთი


მთვლელები