♀♥ Girls Rule ♥♀

All This Girl Stuff...

რეკლამა

ავტორები

  • CheshireCat
  • HoNeY
  • Sweet
  • Taboo
  • The Sun
  • Unknown
  • Unknown
  • მარიამ ბლანკი¹³
  • gvanci

Followers

სარა ჯესიკა პარკერთან ინტერვიუ რუსული კოსმოპოლიტენიდან, ვთარგმნე და მგონი ექსკლუზივი გამომივიდა :)
სარა ჯესიკას შევხვდით სრულმეტრაჟიანი ფილმის: “სექსი დიდ ქალაქში” გადაღებების დასრულების შემდეგ. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მაინტერესებდა, როგორ დამთავრდებოდა სურათი და დაქორწინდებოდნენ თუ არა კერი და მისი ოცნების მამაკაცი.
თუმცა ინტრიგა რჩება ფილმის ეკრანზე გამოსვლამდე, ჩვენ კი მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ და ველოდოთ. მანამდე კი შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს დაველაპარაკოთ საყვარელ მსახიობს გადაღებების, თავისი გმირისადმი დამოკიდებულების, ნიუ-იორკისადმი სიყვარულის შესახებ და ბოლოს, გავიგოთ, რამდენი წყვილი ფეხსაცმელი ინახება მის გარდერობში.

cosmo: მოგიტანა თუ არა ფილმის საბოლოოდ შექმნამ გრძელი გზის დასრულების შეგრძნება?
სარა ჯესიკა: ყოველთვის მეშინოდა იმის წარმოდგენის, რომ ოდესმე ეს ყველაფერი დამთავრდებოდა – ჩვენი გმირების ისტორია, სერიალის გადამღებ ჯგუფთან ერთად მუშაობა. ფილმის შექმნის პროცესი დაუვიწყარი იყო – ჩვენ და მაიკლ პატრიკ კინგს (სერიალის სცენარისტი და რეჟისორი) ნახევარ წელზე მეტი დაგვჭირდა, რათა ყველაფერი ისე გაგვეკეთებინა, როგორც ჩავიფიქრეთ. მუშაობამ კოლოსალური კმაყოფილება მოგვანიჭა. წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ როგორ მიიღებს ფილმს მაყურებელი ძალიან რთულია. საერთო ჯამში, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მისი გადაღება გადავწყვიტეთ.
cosmo: რაც შეეხება სერიალს, მისი პოპულარობა ზრდას განაგრძობს მისი დასრულების შემდეგაც კი?
სარა ჯესიკა: ახლა ამას უფრო მეტადაც კი ვგრძნობ, ვიდრე მაშინ, როცა მას გადასცემდნენ. მივხვდი, რომ ამერიკაში ნამდვილი წარმატებაა, როცა რეგულარულად ხარ ეთერში. სერიალმა დიდი გარდატეხა მოახდინა ჩვენს ცხოვრებაში. მის მაყურებელთა რიცხვი იზრდება. ეს იგივეა, რაც გაუთანაბრო ბუტიკი უნივერმაგს – ბუტიკში მხოლოდ ერთი კარია, უნივერმაგში კი ასობით – და როცა “ვიტრინაში” აღმოჩნდები უამრავი ადამიანის თვალწინ, უკვე ხვდები: “აი თურმე რას ნიშნავს პოპულარობა!” ასევე მოულოდნელი იყო მაყურებელთა აუდიტორიის შემადგენლობის ცვლილება – HBO-ზე მის ძირითად ნაწილს შეადგენდა განათლებული ზრდასრული ადამიანები, შემდეგ ახალგაზრდა გოგონები, დიასახლისები, არატრადიციული ორიენტაციის მაყურებლები და მათ უერთდებოდნენ მამაკაცები – ნატურალები. მაგრამ სხვა ქვეყნებში გაგვაკვირვა სერიალის პოპულარობამ 13 წლის გოგონებში! რა თქმა უნდა, არის ეპიზოდები, რომლებიც სრულიად შეესაბამება მათ ასაკს, მაგრამ სერიალის მთავარი თემა არ არის გათვლილი თინეიჯერებზე. თუმცა ისიც სიმართლეა, რომ თანამედროვე გოგონები ძალიან განსხვავდებიან იმისგან, როგორიც მე ვიყავი მათ ასაკში. ეს ცოტა არ იყოს მაკვირვებს!
cosmo: სერიალი დასრულდა, შენ კი უამრავ პროექტში მიიღე მონაწილეობა, თუმცა შენ მაყურებელთა უმეტესობისთვის ისევ კერი ხარ!
სარა ჯესიკა: დიახ, ეს ცოტა უცნაურია, ვგულისხმობ, რომ ჩვეულებრივ, ყველაფერი პირიქით ხდება. ნორმალურია, როცა გადაღებების შემდეგ ინარჩუნებ საკუთარ პიროვნებას.
cosmo: როგორია იყო სტილის მაგალითი?
სარა ჯესიკა: ამაზე განსაკუთრებულად არ დავფიქრებულვარ. ასეთად მთვლიან სერიალიდან გამომდინარე. სტილისტ პატრიცია ფილდთან მუშაობა მე აქამდეც მიხდებოდა და საკმაოდ ძნელად დავითანხმე ეზრუნა სერიალის და ფილმის სტილზე, რადგან ის უკვე დაკავებული იყო ცხრა სხვა პროექტში. სიმართლე გითხრათ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს წოდება მე დავიმსახურე, ეს უფრო ჩემი პერსონაჟის დამსახურებაა. სინამდვილეში მე ასეთი სულაც არ ვარ. როგორც მომუშავე დედა, უკანასკნელი რამ, რაზეც ვფიქრობ, არის ის, თუ როგორ ავაყენო დილით საწოლიდან ჩემი პატარა, რომ ბაღში წავიყვანო.
cosmo: მაგრამ შენი კოლეგები ერთხმად ამტკიცებენ, რომ შენ სტილის შესანიშნავი გრძნობა გაქვს.
სარა ჯესიკა: მართლა? გასაკვირია! მე მიყვარს ტანსაცმელი! მაგრამ მას შემდეგ, რაც დედა გავხდი, ყველაფერი ცოტათი შეიცვალა. ახლა, როცა გარეთ გამოვდივარ, ამით სიამოვნებას ვიღებ. როცა სახლიდან მივდივარ, ყოველთვის იმაზე ვფიქრობ, რა ხდება იქ ჩემ გარეშე. მე ძველებურად მიყვარს ტანსაცმელი, მაგრამ ჩემი მხრიდან სისულელე იქნებოდა, დამეხარჯა მასზე მეტი დრო, ვიდრე საკუთარ შვილზე.
cosmo: სერიალის ბოლოს ჩვენ ვიგებთ მისტერ ბიგის სახელს – ჯონი. ეს ცოტა ბანალურია, ასე არ ფიქრობ?
სარა ჯესიკა: დიახ, მაგრამ მე მომწონს ეს სახელი.
cosmo: გჯერა, რომ ქალები იმდენად ეჭიდებიან თავიანთ სურვილებს, რომ ხელიდან უშვებენ შანსს რეალურ ცხოვრებაში?
სარა ჯესიკა: ზოგიერთ შემთხვევაში ეს ალბათ ასეა, მაგრამ, ვფიქრობ, ასაკთან ერთად ილუზიებიც ქრება. ჩემს მეგობრებს შორის არიან ისეთები, ვისაც მოსწონთ ლამაზი, ან ჭკვიანი მამაკაცები, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ისინი ხვდებიან, რომ მთავარია ადამიანობა. ყველაზე ქარაფშუტებიც კი მათ შორის მიხვდნენ, რომ სჯობს შეხვდე საინტერესო ადამიანს, ვიდრე იდეალურ მამაკაცს. ვფიქრობ, ეს იმ ქალებს მოსდით, ვინც არაა საკუთარ თავში დარწმუნებული და ფიქრობს ”რას იტყვის ხალხი?” მაგრამ უმეტესობა, ვისაც მე შევხვედრივარ ცხოვრებაში, უფრო ჭკვიანურ არჩევანს აკეთებენ.
cosmo: შენ ასევე ფილმის პროდიუსერიც ხარ. რა იყო ყველაზე რთული ფილმის გატანისას დიდ ეკრანზე?
სარა ჯესიკა: მე ფილმზე მუშაობა 2006 წლის გაზაფხულზე დავიწყე,ეს იყო ხანგრძლივი და ძალიან რთული პერიოდი. თუმცა შედეგი შესანიშნავია.
cosmo: როგორი იყო – ერთდროულად ფილმში მონაწილეობა და მისი პროდიუსირება?
სარა ჯესიკა: რთული იყო, მაგრამ მიყვარს ასეთი სირთულეები. როცა ასეთი დატვირთვა მაქვს, უფრო მეტად ვცდილობ და სინამდვილეში ბევრ რამეს ვასწრებ. ამიტომ, როგორი რთულიც უნდა ყოფილიყო, მე არ მინდა სხვაგვარად მომხდარიყო. ვერ დავუშვებდი, რომ ჩემი მოვალეობები ვინმეს საკუთარ თავზე აეღო, რთულმა დღეებმა ჩაიარა, სამაგიეროდ დარჩა გამოცდილება.
cosmo: რა არის ძირითადი განსხვავება შენსა და კერის შორის?
სარა ჯესიკა: განსხვავება ბევრია. პირველ რიგში, მე ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე ერთ მამაკაცთან და მისგან ბავშვი გავაჩინე, მე თავად დიდ ოჯახში გავიზარდე. ჩვენ ქალაქის სიყვარული გვაერთიანებს, მე კერისგან ვისწავლე, როგორი უნდა იყოს საუკეთესო მეგობარი. ძალიან მომეწონა მისი მეგობრები და თავადაც მომინდა ასეთივე გავმხდარიყავი. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში რთულია ამდენი დრო გამონახო მეგობრებისთვის. ხომ ასეა?

cosmo: როგორ მიხვდი სცენარის წაკითხვისას, რომ კერი – ეს შენ ხარ? სცენარი ხომ განსხვავდება სერიალისგან?
სარა ჯესიკა: ჩემთვის გადამწყვეტი გამოდგა ფინალური სცენა. და სხვათა შორის, როლზე ძნელად დავთანხმდი, რადგან ყოველთვის მეშინოდა სერიალში მონაწილეობის. ახლა კი ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავთანხმდი! იმ დროს დარწმუნებული ვიყავი, რომ შესანიშნავი კარიერა მქონდა: ვმუშაობდი თეატრში, ვმონაწილეობდი რამდენიმე ფილმში. ვფიქრობდი: რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი? ცხოვრობდე ნიუ-იორკში, თამაშობდე თეატრში, დადიოდე მუზეუმებში და სადილობდე მეგობრებთან ერთად... მაგრამ სცენა, რომელშიც ბიგი ეცნობა კერის, ისინი ერთად იჭერენ ტაქსის, შემდეგ მანქანაში შესანიშნავი დიალოგი სიყვარულზე, ის აცილებს გოგონას სახლამდე და ორივე თავს ისე უზრუნველად გრძნობს, შემდეგ ის ეკითხება, ჰყვარებია თუ არა ოდესმე... მე დავფიქრდი, თუ რამხელა პოტენციალი აქვს ამ როლს და რომ არასოდეს არ მინახავს ამ ორის მსგავსი პერსონაჟები. წარმოდგენა არ მქონდა, ვინ ითამაშებდა ბიგის როლს.

cosmo: ბევრი გთვლის იმელდა მარკოსად (ფილიპინელი დიქტატორის მეუღლე, რომელიც ცნობილი იყო სწრაფვით დიზაინერული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისადმი - მისივე სიტყვებით, მას “მხოლოდ 1060 წყვილი ფეხსაცმელი” ჰქონდა), შენ კი სულ რაღაც ექვსი წყვილი მანოლო ბლანიკი გაქვს?
სარა ჯესიკა: სიმართლე გითხრათ, არ დამითვლია; ბევრი რამ დამრჩა სერიალიდან, მაგრამ მე არ ვარ დამოკიდებული შოპინგზე, როგორც კერი. ეს არ არის ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ მიყვარს ფეხსაცმელი. მე მათ არ ვითვლი. უნდა გამოვტყდე, რომ ექვს წყვილზე მეტი მაქვს, მაგრამ უმეტესობა - ეს არქივია და მათ მე არ ვიყენებ, მათ ძვირფასი მოგონებები უკავშირდება.
cosmo: ახლა რა გაცვია?
სარა ჯესიკა: ეს ვერსაჩეა, ეს - ჰალსტონი (ნაცრისფერი პიჯაკი), ფეხსაცმელები კი ბრაიან ეტვუდი. ყელსაბამი ბიჟუტერიაა, ეს კი ბრილიანტის საყურე.

ის, რაც არ იცოდი სარა ჯესიკას შესახებ:
1.MTV Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალის წაყვანისას 2000 წელს, სარა ჯესიკამ საღამოს განმავლობაში 15 კაბა
გამოიცვალა.
2.საკუთარ ქორწილზე მსახიობ მეთიუ ბროდერიკთან, მას შავი კაბა
ეცვა.
3.ის არ გაცვლის ნიუ-იორკს ლოს-ანჯელესზე, რადგან “მსახიობებს იქ ისე ექცევიან, როგორც ეგზოტიკურ ცხოველებს”.
4.“სექსი დიდ ქალაქში”-ს გადაღებების შემდეგ სარა ჯესიკამ დაიტოვა კერი ბრედშოუს გარდერობის თითქმის 70 პროცენტი.
5.ის ერთადერთია ოთხ გმირს შორის, რომელმაც არ გადაიღო შიშველმა. ეს პუნქტი შეტანილია მის კონტრაქტში.

2 კომენტარი

  1. Sweet  

    ვგიჟდები ამ სერიალზე.
    ქერი არა მე შარლოტას პერსონაჟჳ მიყვარს. აი just perfect სტილი აქვს...

    ოდესმე მეც ვიქნები მასეთი ^_^

  2. HoNeY  

    ვგიჟდები სარაზე.... და საერთოდ იდელურ ქალად მიმაჩნია ... :love:

Post a Comment

Post a Comment

დატოვეთ კომენტარები ქართულად.
გამოიყენეთ Convert.ge

 

Creative Commons License

კონტაქტი

საქმიანი და სხვა წინადადებებისთვის

ბოლო პოსტები

ბოლო კომენტარები

რეკლამა

გიყვარს სიურპრიზები?

სტუმრები

ჩეთი


მთვლელები