♀♥ Girls Rule ♥♀

All This Girl Stuff...

რეკლამა

ავტორები

  • CheshireCat
  • HoNeY
  • Red Fedora Diary
  • Sweet
  • Taboo
  • The Sun
  • gvanci
  • sally zazunishvili
  • ჩორვენი¹³

Followers




რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე ლამაზი, მოვლილი და გემოვნებიანი ქალი? რა თქმა უნდა, ლამაზი, მოვლილი, გემოვნებიანი და.... განათლებული ქალი.
ბევრი ჩვენგანი(ვინც ამ ბლოგზე ვართ), კაი ხანია დაემშვიდობა სკოლის კედლებს, ნაწილი კი უნივერსიტეტსაც გამოეთხოვა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დილით, წიგნებიანი ჩანთით, სადღაც სირბილი არ გვიწევს, მაინც ყოველთვის სასურველია, რომ თითოეული ადამიანი(არა მხოლოდ მდედრობითი სქესის :) ), თავისი თავის სრულყოფას ცდილობდეს. განათლების მიღება კი, როგორც ჩვენ ყველამ ვიცით, არასოდესაა გვიანი.
დღეს მინდა კონკრეტულად ენების შესწავლაზე გავჩერდე. დარწმუნებული ვარ იმ რესურზე, რაზეც მინდა დავწერო გირლზების ნაწილმა უკვე იცის და მაინც, მათთვის, ვისაც ჯერ ამის შესახებ არ გაუგია.
ინტერნეტ სივრცეში გაჩნდა არაჩვეულებრივი რესურსი Livemocha, სადაც საშუალება გაქვს არა მხოლოდ დაიწყო სხვა და სხვა საინტერესო ენის შესწავლა საწყისი საფეხურიდან, არამედ დაეკონტაქტო იმ ხალხს, ვინც სწავლობს ამავე ენას, ან სულაც ეს მისთვის მშობლიური ენაა. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა, ძალიან დიდი პლიუსია მათთვის, ვისაც ენის სწავლა უნდა.
მოგბეზრდა ტრადიციული ინგლისური და გერმანული? გინდა რაიმე ისეთი ენა ისწავლო, რომელსაც საქართველოში ყოველ მეორე ბავშვს არ ასწავლიან? Livemocha-ზე ამისთვის ყველანაირი პირობები არსებობს, უბრალოდ დარეგისტრირდით, ისიამოვნეთ და მიიღეთ დამატებითი განათლება.. ვინ იცის, სად და როგორ შეიძლება გამოგადგეთ?

განსაკუთრებული მადლობა დოდკას რომელმაც, პირველმა დაწერა ამ საიტის შესახებ თავის ბლოგზე.

5 კომენტარი

  1. HoNeY  

    ვარ დარეგისტრირებული და... რა ვი რამოდენიმე გაკვეთილის მერე აღარ შევსულვარ, რაღაც ვერ დავამუღამესავით თუ რაა არ ვიცი ...
    ეეეჰჰჰ მეც "ვსწავლობ" და ისე მიხარია ლექციაზე მისვლა რომ ...რა ვიცი ...პირველკლასელივით ვარ :D ცუდია რომ 3 კვირაში მორჩება ეგ ჩემი ტრეინინგები და.... და ახალს მოვძებნი რამეს :D

  2. მარი  

    ძაან მიყვარს ლაივმოქა.

    მე მოქას ვამბობ და სწორია ? :)))

  3. gvanci  

    კარგი საიტია, აქამდე არ ვიცოდი და გმადლობ ინფორმაციისთვის. ესპანურის სწავლა დავიწყე და გამომადგება. :)

  4. ჩორვენი¹³  

    mmmee franguls unda chavujde kak ni kak sorbonashi scavla chemi ert ert grandiozul gegmatagania :D

  5. marazma  

    ermmm italirurad unda avmetkvelde..
    parm param..
    mon ami' :tan:

Post a Comment

Post a Comment

დატოვეთ კომენტარები ქართულად.
გამოიყენეთ Convert.ge

 

კონტაქტი

საქმიანი და სხვა წინადადებებისთვის

ბოლო პოსტები

ბოლო კომენტარები

რეკლამა

გიყვარს სიურპრიზები?

სტუმრები

ჩეთი


მთვლელები