♀♥ Girls Rule ♥♀

All This Girl Stuff...

რეკლამა

ავტორები

  • Baia Dzagnidze
  • CheshireCat
  • HoNeY
  • Sweet
  • Taboo
  • The Sun
  • gvanci
  • sally zazunishvili
  • ჩორვენი¹³

Followers


როგორ ვიგრძნოთ თავი კომფორტულად მაღალ ქუსლებზე?
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი – მოდური, კლასიკური, ელეგანტური, საქმიანი ქალის არჩევანი. თუმცა ყოველდღიურად მისი გამოყენება პრობლემებთანაა დაკავშირებული. გვჭირდება რამდენიმე სტრატეგია, რათა პრობლემატური ატრიბუტი უფრო კომფორტული გავხადოთ. კომფორტულობის შედეგი კი თავდაჯერებული ნაბიჯებია.
1.
შეარჩიე სწორი ზომა. სასურველია ფეხსაცმელი იყოს ფეხის ზომაზე ოდნავ დიდი. ყველაზე გრძელ თითსა და ფეხსაცმლის წინა ნაწილს შორის უნდა იყოს ცერის სიგანის სიცარიელე.
2. უპირატესობა მიანიჭე მრგვალ-ცხვირიან ფეხსაცმელს. შაბედნიეროდ ე.წ. “წვეტიანი” ფეხსაცმელები მოდიდან გადავიდა.
3. გააკონტროლე ფეხსაცმლის სიგანე. მათ, ვისაც შედარებით განიერი ტერფი აქვთ, უჭირთ საშუალო სიგანის ფეხსაცმლის მორგება, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რომ სიგრძესთან ერთად სიგანეც შესაბაისი იყოს.
4. სცადე ძირის დარბილება. თუ ფეხსაცმელი სათანადოდ არ არის “აღჭურვილი”, შეიძინე სპეციალური “ყვავილები, რომლებიც დამატებითი სირბილის და კომფორტის შეგრძნებას მოგანიჭებენ.

6 კომენტარი

  1. მარი  

    რაღაც ყვავილები ვერ გავიგე...
    ეგ რა არის და სად იყიდება?

  2. gvanci  

    ყვავილების ფორმის რბილი საფენი სპეციალურად ფეხსაცმლისთვის. შეგიძლია შეიძინო ნებისმიერ მაღაზიაში, სადაც აქსესუარები იყიდება.

  3. ჩორვენი¹³  

    წოწ

    აი სულო მაგის პრობლემ მაქვს და ერთი უნდა ვცადო ამ პრინციპით

    და მაღალ ქუსლზე რომ ფლაგშტოკივიდ ვფრიალებ მაგის რეცეპტი არაა? :))

  4. gvanci  

    =)) ფლაგშტოკივით რომ არ იქანავო, ერთიანი მაღალი პლატფორმები იყიდე, პატარა ნაბიჯებით სიარულს შეეჩვიე და ივარჯიშე ხოლმე სახლში. რა ვიცი, მე პირველი "ავარიის" შემდეგ ასე დავიწყე და ახლა მაღალქუსლიანების მუდმივი მომხმარებელი ვარ :

  5. HoNeY  

    აააუუუუუუუუუუუუ
    მომწონს კი არა და.... ვგიჟდები, ვაფანატებ, მიყვარს, ცოლად მივყვები და ა.შ.
    თან ჩემი სიმაღლეს აუცილებლად ჭირდება მაღალ ქუსლიანი ბაჩები ....
    კსტაწე ისე თავისუფლად დავდივარ რომ რა ვი ... ხანდეხან ეგრე კეტები რომ მაცვია მაშინ ვერ დავდივარ, მიჭირს, ქვებს ვგრძნობ რომ დავდივარ ისე ვარ შეჩვეული ამ მაღლებს ბლიან.
    იცით რის მერე დავამუღამე მაღალ ქუსლიანები?აი ცეკვაზე რომ დავდიოდი, იქ მაღალ ქუსლიანებზე ვცეკვავდი და... მაგის მერე აღარც ვიღლები და უკეთესად დავდივარ ...
    აი ვერ ვიტან როცა გოგოები დადიან ქუჩაში მაღლებზე და მუხლებში მოხრილად რომ ადგამენ ფეხს :D

  6. gvanci  

    HoNeY-ასე მეგონა მე დავწერე შენი კომენტარი:)) ზუსტად ეგრე ვფიქრობ მეც.

Post a Comment

Post a Comment

დატოვეთ კომენტარები ქართულად.
გამოიყენეთ Convert.ge

 

კონტაქტი

საქმიანი და სხვა წინადადებებისთვის

ბოლო პოსტები

ბოლო კომენტარები

რეკლამა

გიყვარს სიურპრიზები?

სტუმრები

ჩეთი


მთვლელები