♀♥ Girls Rule ♥♀

All This Girl Stuff...

რეკლამა

ავტორები

  • CheshireCat
  • HoNeY
  • Red Fedora Diary
  • Sweet
  • Taboo
  • The Sun
  • gvanci
  • sally zazunishvili
  • ჩორვენი¹³

Followers


როგორ უნდა მოვუაროთ კანს? გავხადოთ ის შეძლებისდაგვარად ნაზი და მბზინავი?
არსებობს სახის ნიღბის სამი მარტივი, მაგრამ ეფექტური რეცეპტი. ინგრედიენტები ალბათ უკვე მოგეპოვებათ სამზარეულოში.

თაფლის ნიღაბი: არბილებს და წმენდს ფორებს, მოქმედებს ყველა ტიპის კანზე და ძალიან ადვილი დასამზადებელია, რადგან ერთადერთ ინგრედიენტს შეიცავს, ესაა თაფლი.
მითითებები: დაიდეთ თბილი თაფლის თხელი ფენა სახეზე, გამოტოვეთ თვალების არე. გაიჩერეთ 15-30 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შემდეგ სახე ცივი წყლით დაიბანეთ.
შვრიის ნიღაბი: წმენდს სახეს მკვდარი უჯრედებისგან და უბრუნებს ბუნებრივ ელფერს.
მითითებები: გადაურიეთ ერთი სუფრის კოვზი შვრია და ერთი ჩაის კოვზი სოდა დაამატეთ წყალი, რომ მიიღოთ პასტა. დაიდეთ სახეზე, გამოტოვეთ თვალის არე და გაიჩერეთ 15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შემდეგ კი ცივით.
ბანანის ნიღაბი: უხდება მზისგან დამწვარ კანს, ასევე აქვს ანტი-ასაკობრივი ეფექტი. არ არის რეკომენდირებლი ცხიმიანი კანისთვის.
მითითებები: ჩანგლით გასრისეთ ნახევარი ბანანი, დაიდეთ სახეზე, გამოტოვეთ ტვალის არე, გაიჩერეთ 15 – 20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი, შემდგომ კი ცივი წყლით.
ნიღბის გამოყენებამდე აუცილებელია სახის გაწმენდა მაკიაჟის ყოველგვარი ნარჩენებისგან.

2 კომენტარი

  1. მარი  

    |თაფლის ნიღაბი:|
    დარწმუნებული ხარ რომ რამე უკუეფექტი არ ექნება?
    უნდა გავიკეთო ^_^

  2. gvanci  

    მარი, სხვათა შორის მე ვცადე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ახლაც ვიყენებ.

Post a Comment

Post a Comment

დატოვეთ კომენტარები ქართულად.
გამოიყენეთ Convert.ge

 

კონტაქტი

საქმიანი და სხვა წინადადებებისთვის

ბოლო პოსტები

ბოლო კომენტარები

რეკლამა

გიყვარს სიურპრიზები?

სტუმრები

ჩეთი


მთვლელები