♀♥ Girls Rule ♥♀

All This Girl Stuff...

რეკლამა

ავტორები

  • Baia Dzagnidze
  • CheshireCat
  • HoNeY
  • Sweet
  • Taboo
  • The Sun
  • gvanci
  • sally zazunishvili
  • ჩორვენი¹³

Followers




თუკი შენ:

1. დაგავიწყდა როგორია შენი კანის ბუნებრივი ფერი
2. თვლი რომ მხოლოდ რუჯი გალამაზებს.
3. მზად ხარ გაწირო ჯანმრთელობა იმისთვის რომ წელიწადში 365 დღის განმავლობაში რუჯი გქონდეს, შეგიძლია ეს სტატია გამოტოვო.
მათ, ვისაც სურს კიდევ ერთხელ წაიკითხოს (ან ისაუბროს) ჯანსაღი რუჯის შესახებ,Милости просим.


ცოტა რამ კანზე, მზის სხივებზე და რუჯზე.

კანი, ადამიანის ყველაზე დიდი ორგანოა, ის ფარავს მთელ ორგანიზმს და გააჩნია რიგი სასიცოხცლო მნიშვნელობის თვისებები და ფუნქციები. არ დავიწყებ მკითხველის დაღლას მრავალფეროვანი სამედიცინო ტერმინოლოგიით, უბრალოდ შემოვიფარგლოთ იმით, რაც ამ სტატიის კითხვის გასაგრძელებლად არის საჭირო.
კანის ზედა შრეში – ეპიდერმისში (სახელი ქვია ეგეთი :) ) განლაგებულია უჯრედები, რომლებსაც მელანოციტები ეწოდებათ. ეს უჯრედები გამოიმუშავებენ პიგმენტს – მელანინს.(აგრეთვე მელანინს შეიცავს თქვენი თვალები და თმა) მელანინის რაოდენობა ყოველ ადამიანში ინდივიდუალურია და განისაზღვრება გენებით. რაც უფრო თეთრია თქვენი კანი, მით ნაკლებ მელანინს შეიცავს იგი და პირიქით. მაგალითად, ზანგებში მელანინის ყველაზე ჭარბი რაოდენობაა, ხოლო ალბინოსებს მელანინი საერთოდ არ აქვთ.
მზის სხივებში კი შედის ულტრაიისფერი სხივები, რომლებსაც ყოფენ UVA და UVB სხივებად.
ახლა კი წარმოვიდგინოთ რა ხდება: მზის სხივები აღწევენ ჩვენს კანამდე,მოქმედებენ მელანოციტებზე, ამის საპასუხოდ უჯრედები გამოიმუშავებენ მელანინს. ესეც ჩვენი ლამაზი შოკოლადისფერი.
მაგრამ, ყველაფერი ასე უღრუბლოდ არაა. კანზე მოქმედებისას, გარდა ლამაზი ფერისა, მზის სხივები მასზე მავნე ზეგავლენასაც ახდენენ. რის გამოც წლების შემდეგ თქვენმა კანმა შეიძლება სამაგიერო გადაგიხადოთ. ამიტომ ნუ გავაბრაზებთ მას.

რა დაგვეხმარება კანის დაცვაში?

Sunscreen მალამოები. ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ ბლოკავენ ულტრაიისფერ სხივებს და არ აძლევენ მათ საშუალებას დააზიანონ ჩვენი უჯრედები. მალამოების ძალა იზომება SPF (Sun Protection Factor) -ის მაჩვენებლით. ფორმულა დაახლოებით მსგავსია :
ვთქვათ, მაკა არის 20 წლის გოგო, რომელიც მზეზე ყოფნის 12 წუთის შემდეგ იღებს კანის დამწვრობას. თუ მაკა გამოიყენებს მალამოს SPF 15 ფილტრით ის იქნება დაცული დამწვრობისგან 12X15 = 180 წუთის განმავლობაში.
მალამოს SPF მაჩვენებელი უნდა შეირჩეს თქვენი კანის ტიპის მიხედვით.(რაც უფრო ღიაა კანი, მით მეტი უნდა იყოს მაჩვენებელი)
კანის ტიპები
ტიპი I –ყოველთვის იწვება, არასოდეს ირუჯება (თეთრი კანი, ღია ფერის თვალები, ჟღალი/ქერა თმა, ჭორფლი) SPF 20 – 30.
ტიპი II - უფრო ხშირად იწვება, იშვიათად ირუჯება.(თეთრი ფერის კანი) SPF 12 – 20.
ტიპი III - შეიძლება დაიწვას, ჩვეულებრივ კარგად ირუჯება(ხორბლისფერი კანი) SPF 8 –12.
ტიპი IV – არ იწვება, კარგად ირუჯება.(მუქი ფერის კანი) SPF 4 – 8
ტიპი V – საშუალოდ გამოხატული პიგმენტაცია (ლათინო ამერიკელები, შუა აზიის მცხოვრებნი) SPF 2– 4.
ტიპი VI – კარგად გამოხატული პიგმენტაცია (შავკანიანი ადამიანები)


გართულებები, რომლებიც შეიძლება მზის სხივებმა თქვენს კანში გამოიწვიოს:

1. კანის კიბო.
2. ნაადრევი დაბერება.
3. დამწვრობა და ალერგიული რეაქციები.

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, თუ როგორ მივიღოთ კარგი რუჯი და დავიცვათ ჩვენი კანი:
– არასოდეს მიიღოთ რუჯი დღის 12 –17 საათის მონაკვეთში.
– იქონიეთ ორი სახის მალამო, მეტი და ნაკლები SPF მაჩვენებლით
– წაისვით მალამო სახლიდან გასვლამდე, რათა ის კარგად გაჯდეს კანში. თუკი წყალში ჩასვლას აპირებთ, დარწმუნდით რომ თქვენი მალამო waterproof არის. წაისვით ის საათში ერთხელ.
– ზღვაზე ჩასვლის პირველ დღეებში ნაკლები ხანი გაატარეთ მზეზე. მაგალითად 15 წუთი თითო გვერდზე. გამოიყენეთ მეტი მაჩვენებლის მქონე მალამო. რუჯის მიღების პარალელურად გაზარდეთ მზეზე ყოფნის დრო და შეამცირეთ მალამოს მაჩვენებელი.
– დალიეთ ბევრი სითხე.
– ჩვეულებრივად სახლიდან გასვლისას, ზაფხულში ასევე ისარგებლეთ მზის დამცავი მალამოებით.
–გამოიყენეთ რუჯის მიღების შემდგომი მალამოები, რომელიც გააგრილებს თქვენს კანს და დაატენიანებს მას.
– ზაფხულში ატარეთ მზისგან დამცავი სათვალე და ქუდი. ასე დაიცავთ თქვენს თვალებს დაზიანებისგან და თმას გამოშრობისგან.
- არ დაგავიწყდეთ წინასწარ შეამოწმოთ, ხომ არ ხართ ალერგიული თქვენს მზის დამცავ მალამოზე. ამისთვის წაისვით ის კანის მცირე მონაკვეთზე და დაელოდეთ 24 საათს. ალერგიის ნიშნებია სიწითლე, გამონაყარი, ქავილი და ა.შ.

ყურადღება:
თუკი გაქვთ ძალიან თეთრი კანი, წითური ან ქერა თმა, ღია ფერის თვალები და შემჩნეული გაქვთ რომ მზეზე მხოლოდ წითლდებით და რუჯს ვერ იღებთ, უმჯობესია რუჯი სხვა გზით (ავტოგასარუჯი მალამოები, სპრეები) მიიღოთ. მზისგან დასაცავად კი ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე მალამო, ქუდი სათვალეები და ა.შ. გამოიყენეთ.

გისურვებთ კარგ ზაფხულს, ლამაზ რუჯს და რაც მთავარია ჯანმრთელობას :)

მუდამ თქვენი, ))))))))))))))))))))))))

7 კომენტარი

  1. Jenny  

    ფუ ვერ ვიტან ზაგარს ვერც ჩემზე და ვერც სხვაზე. მაგარი ულამაზოა ჩემი აზრით და სულ კრემებს ვხმარობ ხოლმე ზაფხულში და ზღვაზე როცა მივდივარ კიდე ქოლგით დავდივარ.

    ძირს ზაგარი!!! გგგ

  2. მარი  

    OMG არც მე მიყვარს ზაგარი...

    ძალიან კარგი სტატიაა მადლობა ნატოშ!!!

  3. ჩორვენი¹³  

    ნატოშ გმირი ხარ :2კისს:
    ძალიან მაგარი პოსტებია!!

  4. CheshireCat  

    მე პირადად ზაფხულში ზღვაზე თუ ვარ და თუ
    "შემოვიზაგრე" მომწონს :ყეს: ნუ ერთადერთი აი წოლის და 20 წუთი ერთი მხარე, 20 წუთი მეორე და ა.შ. ნერვები არ მყოფნის :)))) წყალში ყოფნა მიყვარს ძალიან. ისე კი, ჩემი კანის თეთრი ფერი მეუასსება, ამიტომ არასოდეს მქონია სურვილი სოლარიუმში წავსულიყავი, ან კიდევ კრემები და რაღაც მაგდაგვარები გამომეყენებინა :)))

    მადლობა მათ, ვისაც მოეწონა ნაწერი :)

  5. dodka  

    დედაჩემი მაჯერებდა ვეჩნა, რომ არ მიხდება ზაგარი, ამიტომ ყოველთვის ვერიდებოდი მზეს.

    ხოდა ახლა არ ვიცი, დედაჩემი იმასაც მაჯერებდა, რომ ბადრიჯანი არ მიყვარს, 17 წლამდე. და კიდევ იმას, რომ ძალიან მსუქანი ვარ და

    მემგონი უნდა ვცადო და გავიგო ბოლოს და ბოლოს..

  6. მარი  

    როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ადამიანს ბადრიჯანი?
    ასეთი კეთილშობილი და დახვეწილი მცენარეა...

    :ბის:

    P.S დოდი, როგორ ხარ :D

  7. Kate  

    ნატოშ!
    მართლა კარგ პოსტებს აკეთებ...
    ხოდა რუჯი მომწონს, ოღონდ არანაირი სოლარიუმი და საზიზღრობა...
    გაუმარჯოს ბუნებრივ სხივებს...
    გაუმარჯოს მზეს...


    ხოდა აქ მაინც არ გვინდა რა ბადრიჯანზე საუბარი, თორემ გულის რევის შეგრძნება მეწყება... :პუკე:

Post a Comment

Post a Comment

დატოვეთ კომენტარები ქართულად.
გამოიყენეთ Convert.ge

 

კონტაქტი

საქმიანი და სხვა წინადადებებისთვის

ბოლო პოსტები

ბოლო კომენტარები

რეკლამა

გიყვარს სიურპრიზები?

სტუმრები

ჩეთი


მთვლელები