♀♥ Girls Rule ♥♀

All This Girl Stuff...

რეკლამა

ავტორები

  • CheshireCat
  • HoNeY
  • Sweet
  • Taboo
  • The Sun
  • Unknown
  • Unknown
  • მარიამ ბლანკი¹³
  • gvanci

Followers

ძალიან ცოტა თუ მოიძებნება მსოფლიო მასშტაბით, ვინც სამოდელო ინდუსტრიაში წარმატებას მიაღწია. მოდელებს, რომლებიც ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ, შეიძლება ეწოდოთ მსოფლიოს საუკეთესო მოდელები, მათი სახეები ცნობილია ყველა კონტინენტზე და რესპექტაბელური კომპანიები მზად არიან გადაუხადონ დიდი თანხა საკუთარი პროდუქციის რეკლამირებისათვის. ვინ არის ყველაზე წარმატებული და მაღალანაზღაურებადი 10 მოდელი?

10. ელ მაკფერსონი. ავსტრალიელი სუპერმოდელი და მსახიობი. 1995 წელს, ჟურნალმა people ელი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად დაასახელა. ის ჩართულია ბიზნეს საქმიანობაში.








9. სინდი კროუფორდი. კიდევ ერთი ცნობილი სახელი სამოდელო ინდუსტრიაში. სინდიმ სამოდელო კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო. სამი წლის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო Elite Model Management’s look of the year-ში და ტოპ-15 მონაწილეს შორის მოხვდა. სინდიმ დაამშვენა 600-მდე ჟურნალის გარეკანი და ჯერ კიდევ ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მოდელად მსოფლიოში.






8. ნაომი კემპბელი. პირველი შავკანიანი მოდელი, რომელიც ჟურნალ Time-ს, ფრანგული და ბრიტანული Vogue-ს გარეკანზე მოხვდა და რომელმაც არნახული წარმატება მოიპოვა მოდის სამყაროში. ის შეამჩნიეს ლონდონის ქუჩებში, როცა მხოლოდ 15 წლის იყო. მან სწრაფად დაიპყრო მოდის ინდუსტრია და საერთაშორისო ცნობილი სახე გახდა. ის ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და წარმატებული შავკანიანი მოდელია მთელ მსოფლიოში.

7. აიმანი. ერთ-ერთი უმდიდრესი სომალელი ლამაზმანი. აიმანი ცნობილია გვიანი 70-80 წლებიადან. 1994 წელს მან დააარსა საკუთარი კოსმეტიკური კომპანია. როგორც მოდელი, ის მუშაობდა 14 წელი.





6. მილა იოვოვიჩი. ყველასათვის კარგად ცნობილი უკრაინელი მოდელი და მსახიობი. 1994 წელს ჟურნალმა The Forbes მილა მსოფლიოში ყველაზე მაღალ-ანაზღაურებად მოდელად დაასახელა: 10.5 მილიონი. მილა L’Oreal-ს სახეა 1998 წლიდან.


5. კრისტი ტარლინგტონი. ამერიკელი სუპერმოდელი, მან დადო მილიონ-დოლარიანი კონტრაქტი ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა: Maybelline cosmetic, Chanel და Giorgio Armani. მას არ მოსწონს, როცა “სუპერმოდელს” უწოდებენ. მოდის სამყაროში ის ცნობილია, როგორც პროფესიონალი მოდელი და კარგი მეგობარი.



4. კეტი აირლანდი. მან აჩვენა, თუ როგორ შეიძლება გადააქციო მოდა წარმატებულ ბიზნესად. ის თავის სახელს არქმევს ყველაფერს: სავარძლებს, თუ ჟალუზებს. სწორედ ამ ბიზნესმა მოუტანა მას 4-ე ადგილი.


3. ტაირა ბენკსი. აფრო-ამერიკელი სუპერმოდელი. ამჟამად ის აღარ მუშაობს ამ სფეროში და საპროდიუსერო საქმიანობას ეწევა. მან კარიერა დაიწყო Victoria’s Secret-ში.






2. ჰეიდი კლუმი. Victoria’s Secret-ის ლამაზმანი, გერმანელი სუპერმოდელი, ასევე მსახიობი, წამყვანი, დიზაინერი, პროდიუსერი და მომრერალი. ჰეიდის საკუთარი ძვირფასეულობის ხაზი გააჩნია და Project Runway, რომელიც EMMY-ზე იყო ნომინირებული.




1. ჟიზელ ბიუნდჰენი. ბრაზილიელი ტოპ-მოდელი. ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მოდელია. ჟიზელი გინესის რეკორდების წიგნშიცაა შეყვანილი, 150 მილიონიანი შემოსავლით. მისი რეკლამირებით სარგებლობს ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა: Christian dior, Dolce&Gabbana, Versace, Givenchy, Bvlgari, Guerlain, Valentino, Ralph Lauren, Zara, Chloe და Louis Vuitton.

5 კომენტარი

  1. Kate  

    არადა მეგონა ალეკ უეკი, ლინდა ევანჯელისტა, ნატალია ვაძიანოვაც მოხვდებოდნენ სიაში.
    ხოდა იმანი ჰქვია და აბდულმაჯიდი–ბოუი არის გვარად,რადგან დევიდ ბოუის მეუღლეა.

  2. Dv0rsky  

    მოიცა, თუ წერია რომ 10 უმდიდრესია, მაშინ თანხებიც უნდა იყოს დაახლოებით მოყვანილი, არა? :)

  3. m i r a m a x  

    და კლაუდია შიფერმა რა დააშავა?

  4. gvanci  

    გოგონებო, ეს არის საერთო სტატისტიკა, ანუ მთელი კარიერის მანძილზე დაგროვილი თანხის მიხედვით. ახლანდელი სტატისტიკა ყოველწლიური შემოსავლით განსხვავდება ამ მონაცემებისგან, მაგრამ პირველ ადგილზე იქაც ჟიზელია.

  5. Anonymous  

    Hello there! Would you mind if I share your blog with my zynga group?
    There's a lot of folks that I think would really enjoy your content. Please let me know. Thank you

    my homepage: the tao of badass

Post a Comment

Post a Comment

დატოვეთ კომენტარები ქართულად.
გამოიყენეთ Convert.ge

 

Creative Commons License

კონტაქტი

საქმიანი და სხვა წინადადებებისთვის

ბოლო პოსტები

ბოლო კომენტარები

რეკლამა

გიყვარს სიურპრიზები?

სტუმრები

ჩეთი


მთვლელები