♀♥ Girls Rule ♥♀

All This Girl Stuff...

რეკლამა

ავტორები

  • CheshireCat
  • HoNeY
  • Sweet
  • Taboo
  • The Sun
  • Unknown
  • Unknown
  • მარიამ ბლანკი¹³
  • gvanci

Followers



ეს უპასუხო კითხვაა. არსებობს მომენტი, როცა მამაკაცი უეცრად ხვდება: “დიახ, მგონი მიყვარს”?! მამაკაცებს აქვს თანდაყოლილი მოთხოვნილებები, ე.წ სტანდარტები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს ქალმა, რომელსაც ის შეიყვარებს. სინამდვილეში მათაც არ იციან ამ სტანდარტების არსებობის შესახებ.
ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს ზოგადი წესები (თუ ეს შესაძლებელია): როგორი ქალები უყვარდებათ უფრო ხშირად მამაკაცებს?!

1. სურვილი, იყოს საჭირო. დაასაქმე, მიეცი რაღაც შესაკეთებლად, ჰკითხე აზრი, ატარე ნაზი ქსოვილი, ჩაიცვი მისი ტანსაცმელი.
2. თავისუფლების სიყვარული. არ დაგეგმო თქვენი მომავალი, თუ ამ საუბრის ინიციატორი თავად არ იქნება, გაუზიარე შენი შიში და მიეცი უფლება დაგამშვიდოს, ხშირად შეიტანე ცვლილებები გარეგნობაში, პატივი ეცი მის პირადულს და არ უპასუხო მის ტელეფონს (მითუმეტეს, მოერიდე ფოტოების დათვალიერებას მისი თანდასწრებით ;)).
3. წარუმატებლობა. წარუმატებლობას მამაკაცები მძიმედ იტანენ, თუნდაც ეს შენთვის უმნიშვნელო ჩანდეს. მისთვის ისიც კი დიდი ტრაგედიაა, რომ გასართობად ფეხბურთის თამაშის დროს ვიღაც სხვამ სამი გოლი გაიტანა, თავად კი მხოლოდ ერთი, უფრო მეტიც, შენ ეს დაინახე. შეაქე და უთხარი, რომ ძალიან მაგარია, იბრწყინე მისი მეგობრების საზოგადოებაში, რათა შენით იამაყოს. აეჭვიანე მსუბუქად: დადექი მას და სხვა კაცს შორის ბართან ძალიან ახლოს, ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეს.
4. კომფორტის სიყვარული. გაიპრანჭე მისი თანდასწრებით (მხოლოდ ტუჩის საცხი, არავითარ შემთხვევაში ეპილაცია), მოამზადეთ საჭმელი ერთად (მამაკაცის გულისკენ გზა მის კუჭზე გადის").
და რაც მთავარია, არ აღელდე და რაც უნდა მოხდეს ყველაფერი ბოლომდე გაარკვიე, გამოიყენე შენი ვერბალური უპირატესობა და არ გადახვიდე ისტერიკაზე. თავშეკავებულ ქალთან დაშორების შემდეგაც კი, ეს ქალი მისთვის იდეალს უახლოვდება.

1 კომენტარი

  1. Anonymous  

    magaria da scori rchevebicaa.

Post a Comment

Post a Comment

დატოვეთ კომენტარები ქართულად.
გამოიყენეთ Convert.ge

 

Creative Commons License

კონტაქტი

საქმიანი და სხვა წინადადებებისთვის

ბოლო პოსტები

ბოლო კომენტარები

რეკლამა

გიყვარს სიურპრიზები?

სტუმრები

ჩეთი


მთვლელები