♀♥ Girls Rule ♥♀

All This Girl Stuff...

რეკლამა

ავტორები

  • CheshireCat
  • HoNeY
  • Sweet
  • Taboo
  • The Sun
  • Unknown
  • Unknown
  • მარიამ ბლანკი¹³
  • gvanci

Followers





მოკლედ, გადავხედე თემებს და დიდხანს ვფიქრობდი რის შესახებ შემეძლო მე დამეწერა :) მოდას დიდად არ მივსდევ, მამაკაცებთან დაკავშირებით რჩევების მოცემა ნაკლებად შემიძლია, კოსმეტიკასაც იშვიათად ვხმარობ(ჰმ... მდედრობითი სქესის ვარ? :სპყ: ) , ამიტომ მოვიფიქრე თემა რომელიც ნამდვილად "ჩემია" და თან ბლოგს წაადგება, ესაა ქალის ჯანმრთელობა :) და პირველი სტატია რაც ამ თემის ქვეშ იქნება განხილული არის სარძევე ჯირკვლის კიბო.

ამერიკის კიბოს ასოციაციის სტატისტიკის თანახმად, ყოველწლიურად მხოლოდ აშშ–ში 40 000–მდე ქალი იღუპება ამ დაავადებით. მაგრამ ცნობილია, რომ მკერდის კიბო მით უფრო ადვილად იკურნება, რაც უფრო ადრე აღმოაჩენენ, ამიტომ საჭიროა 20 წელს გადაცილებულმა ქალმა ყოველთვიურად ჩაიტაროს თვითგასინჯვა და ნახოს, ხომ არ აქვს მკერდში რაიმე გამაგრება ან სხვა ცვლილება. თვითგასინჯვა არ არის სრულყოფილი მეთოდი და არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ აღარ უნდა მიხვიდეთ ექიმთან პერიოდულად გასასინჯად.

ყოველთვიური თვითგასინჯვა უმჯობესია ჩაატაროთ მენსტრუაციიდან 3-5 დღის შემდეგ, რადგან ამ დროს მკერდი ნაკლებადაა გამკვრივებული და მგრძნობიარე.

თავდაპირველად დაწექით ზურგზე, მარჯვენა ხელი ამოიდეთ თავქვეშ. მარცხენა ხელის თითებით გამოიკვლიეთ მთელი მკერდი. ყურადღება მიაქციეთ თუ არის რაიმე გამაგრება. იგივე გაიმეორეთ მარცხენა მხარეს. იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ მკერდის რაიმე ნაწილი, თანმიმდევრულად შეასრულეთ იმ მოძრაობებიდან ერთერთი, რომელიც სურათზეა მოცემული.


სარძევე ჯირკვლის კონსისტენცია ცვალებადია, რაც დამოკიდებულია შედარებიტ მკვრივი ჯირკვლოვანი ქსოვილისა და რბილი ცხიმოვანი ქსოვილის თანაფარდობით. იმისათვის, რომ განასვაოთ ეს სიმაგრეები რაიმე ახალწარმონაქმნისგან, ყოველთვიურად ერთიდაიგივე დროს უნდა ჩაიტაროთ გამოკვლევა და ცვლილებებს უფრო ადვილად შეამჩნევთ



შემდეგ, მჯდომარე ან მდგომარე პოზიციაში გამოიკვლიეთ იღლიის ფოსო. გარდა ამისა, ნაზად მოუჭირეთ ხელი ძუძუს დვრილს. დააკვირდით ხომ არ არის რაიმე სახის გამონადენი.



შემდეგ დადექით სარკის წინ მკლავებჩამოშვებული, დააკვირდით თქვენს მკერდს ჯერ პირდაპირ, შემდეგ სარკეში. ყურადღება მიაქციეთ ხომ არ არის რაიმე ცვლილება კანზე (ჩაღრმავება, უსწორმასწორობა ან ფორთოხლის მსგავსი კანი), დააკვირდით მკერდის ფორმას, კონტურს. შეადარეთ მარჯვენა და მარცხენა ძუძუ ერთმანეთს. მცირე ასიმეტრია ნორმალურია, მაგრამ დააკვირდით ხომ არ არის რომელიმე მკვეთრად გადიდებული ან ჩამოშვებული. ასევე დააკვირდით დვრილს, ხომ არ არის ჩაბრუნებული ან სახეშეცვლილი. იგივე დაკვირვებები გაიმეორეთ ხელებაწეულმა.



ნუ დაპანიკდებით თუ რამეს აღმოაჩენთ. ძუძუს სიმაგრე ავთვისებიანი კიბოს გარდა შეიძლება იყოს: ფიბროადენომა, კისტა, აბსცესი, მასტიტი

ყველანაირი ცვლილება, რასაც აღმოაჩენთ, გაუზიარეთ ექიმს. შემდგომ ის დაგინიშნავთ თუ რაიმე დამატებითი გამოკვლევები დაგჭირდათ.




მინდა ვთქვა,რომ ეს სტატია ავიღე ფორუმ.გე–დან :) და ის დაწერილია მთვარეულის მიერ.

გისურვებთ ჯანმრთელობას გოგოებო :)

6 კომენტარი

  1. Sweet  

    ყოჩაღ! მომწონს შენი შემართება!

    ძალიან მაგარი სტატიაა! გულდასმით წავიკითხე. მადლობა! :)


    პ.ს. კატეგორიას გულები მივუმატე იმედია არ მიწყენ :)
    პ.პ.ს მალე ავტორის სახელები გამოჩნდება პოსტებზე... იმედი მაქვს. :) ისე გვერდზე უკვე ჩანს :უსერ:

  2. Kate  

    ძალიან კარგი სტატიაა!!!
    და მამენტ აუცილებელი იყო ამ ბლოგისთვის...

  3. Rocko  

    ეე, ძუძუები!

  4. Jenny  

    აუ არ შემიძლია ვერ გავაკეთებ ამას :(((

    მმ იცი რა შემახსენეთ.. მამოლოგთან როდის უნდა მიხვიდე? რაღაც ციკლის დღეებზეა მგონი დამოკიდებული რაღც 10 დღის შემდეგ თუ რაღაც

    ??


    2 წელია მივდივარ და ვერ ვაბავ თავს კიარადა ვერ ვენწყობი :S

  5. CheshireCat  

    Jenny, დაწყებიდან 7–8 დღეაო ყველაზე ოპტიმალური.

  6. Sweet  

    პერწკლი, ნუ შლი კომენტარებს :)))

Post a Comment

Post a Comment

დატოვეთ კომენტარები ქართულად.
გამოიყენეთ Convert.ge

 

Creative Commons License

კონტაქტი

საქმიანი და სხვა წინადადებებისთვის

ბოლო პოსტები

ბოლო კომენტარები

რეკლამა

გიყვარს სიურპრიზები?

სტუმრები

ჩეთი


მთვლელები