Feb
05
სალამი, რახან ნამეტანი სიჩუმეა ბლოგში, მაშინ ისევ მე დავარღვევ, თორემ არავინ არაფერს წერს.
ალბათ გახსოვთ ჩემი ადრინდელი პოსტი იმის თაობაზე, რომ ერთ-ერთ ბანკში მივედი გასაუბრებაზე და ველოდებოდი რაიმე პასუხს (თუნდაც უარყოფითს, მთავარია პასუხი ყოფილიყო). ხოდა დღეს ისევ ვიყავი დაბარებული გასაუბრებაზე, ნერვიულობისგან სიტყვები მავიწყდებოდა და ხელები გამეყინა. მეორე ეტაპმაც ასეა თუ ისე ჩაიარა. ცოტა ხანში, სახლში მოსულს ზარმა მომისწრო... მერე რა მოხდა აღარ მახსოვს... მახსოვს მხოლოდ შემდეგი სიტყვები: შენ მიღებული ხარ ჩვენს ახალ სტაჟიორად!!! ვითომ დიდი არაფერი, მაგრამ მაინც მიხარია პატარა ბავშვივით!!!!!!
February 8, 2007 at 7:20 PM
გილოცააავ :)
February 9, 2007 at 4:37 AM
ვაჰჰ :)) ყოჩაღ :))
მე იქით კვირიდან ვიწყებ მუშაობას...
თან საქმეა ისეთი, რომელიც მიყვარს და არ უნდა მომბეზრდეს წესით.
და ხელფასიც საკაიფო...
ნეტა გამოვიდეს ყველაფერი კარგად...