მოგესალმებით ყველას!
ჩვენიბლოგი სულ მაე განახლებული ძალებით დაბრუნდება!
ამასობაში კი გვჭირდება ავტორები!
თუ შენ ხარ გოგო, შეგიძლია წერა, გაინტერესებს ის თემები რაზეც ამ ბლოგში ვწერთ, მოგვწერე იმეილზე (sweet @ sweet . ge) შენი gmail.-ის მისამართი და შენს მიერ დაწერილი რაიმე სტატია!
მოიპოვე შანსი გახდე ამ ბლოგის ავტორი.
წარმატებებს გისურვებთ!
ავტორი: Sweet

დაქორწინებული წყვილი მანქანაში - რა თქმა უნდა, მამაკაცი მართავს.
ქალი პატარა, მყუდრო კაფეს შეამჩნევს და ხვდება, რომ შეყვარებულის როლში ყოფნა უფრო მოსწონდა – ქუჩაში ხელჩაკიდებული სიარული და კინოთეატრის ჩაბნელებული დარბაზის უკანა რიგში ჯდომა. ხვდება და მამაკაცს ეკითხება: ხომ არ შევსულიყავით?
მგონი არ ღირს – პასუხობს ისე, რომ მისკენ არც გაუხედავს.
შედეგი? ქალი იმედგაცრუებულია - “შემოხედვაც არ ისურვა”, მამაკაცი გაოცებული – “პირდაპირ ეთქვა რაც უნდოდა”.
ის, რაც ჩვენ არ ვიცით: მამაკაცები ყოველთვის არ ეძებენ ჩვენს კითხვაში დაფარულ სურვილს, ხშირად, ისინი უბრალოდ პასუხობენ. მათი პასუხი კი კანონი არ არის - უბრალოდ აზრია.
ის, რაც მათ არ იციან: ქალებს მოსწონთ გამოცანები, ისინი იშვიათად ამბობენ რამეს ისე, უბრალოდ. მათი კითხვა კი კითხვა არ არის, სურვილია.
სტატუსი და ურთიერთგაგება
რას ნიშნავს მამაკაცისთვის სტატუსი?
პასუხი მარტივია, მიზეზი – რთული. მამაკაცი, რომელიც გამარჯვებისთვის დაიბადა, რომელიც მუდმივად ცდილობს იყოს ძლიერი, რომელიც მეგობრულ მეტოქეობაშიც კი წარუმატებლობას ვერ ეგუება, რომელიც საშხაპეშიც კი საკუთარ “ღირსებას” სხვისას ადარებს. მისთვის სტატუსი იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე ჩვენთვის. და რას გრძნობს მამაკაცი, როცა მისი პარტნიორი მასზე წარმატებულია, უკეთესი სამსახური აქვს და უფრო მეტიც, უკეთესი ხელფასი?
ეს ის შემთხვევაა, როცა ურთიერთგაგება ნელ-ნელა კლიშედ იქცევა. მამაკაცი ბოლომდე ვერასდროს შეეგუება იმას, რომ დამარცხდა, თანაც ქალთან.
ის, რაც ჩვენ არ ვიცით: მამაკაცისთვის ცხოვრება ბრძოლის ველია, სადაც მან სტატუსი უნდა მოიპოვოს და შეინარჩუნოს.
ის, რაც მათ არ იციან: ქალისთვის ცხოვრება მოვლენათა ქსელია, სადაც ის მხარდაჭერის და ურთიერთგაგების პოვნას ცდილობს.
დამოუკიდებლობა და ინტიმურობა
რატომ არის ქორწინება მამაკაცებისთვის ჯაჭვის ასოციაცია, ქალებისთვის კი -“უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში”?
როცა დაქორწინებული მამაკაცი დიდი ხნის უნახავ მეგობარს ხვდება და სახლში ეპატიჟება, ქალი უკმაყოფილოა – “ნუთუ არ შეეძლო ჯერ მე დამლაპარაკებოდა?!” მამაკაცი უკმაყოფილოა – “მეგობარს ხომ არ ვეტყვი, რომ ჯერ ცოლს უნდა დავეკითხო?!”
ის, რაც ჩვენ არ ვიცით: თუნდაც მცირე დამოუკიდებელი ნაბიჯი მამაკაცისთვის იმის მტკიცებულებაა, რომ ურთიერთობამ ის ქალზე დამოკიდებული ვერ გახადა. ღომ იცოდეთ, რა ბედნიერია, როცა ამას აცნობიერებს.
ის, რაც მათ არ იციან: მათგან განსხვავებით, ქალს ურთიერთობაში მეტი ინტიმურობა სჭირდება, მას მოსწონს, რომ “ჯერ ქმარს უნდა შეუთანხმდეს”.
რჩევა და მორალური მხარდაჭერა
ბავშვის შემდეგ ქალი უკმაყოფილოა თავისი მკერდის ფორმით, მამაკაცი კი ურჩევს პლასტიკურ ქირურგს მიმართოს. ქალი იმედგაცრუებულია მისი პასუხით – “მართალი ვიყავი, საშინლად გამოვიყურები, არ მოვწონვარ”, მამაკაცს კი უკვირს – “ვერაფერი გავიგე! თვითონ არ თქვა, რომ თავისი მკერდი არ მოსწონს?!”
ის, რაც ჩვენ არ ვიცით: მამაკაცი ყოველთვის ეძებს პასუხს ჩვენს პრობლემაზე, მისი გადაჭრის გზას.
ის, რაც მათ არ იციან: ქალი წუწუნებს, რადგან მორალური მხარდაჭერა სჭირდება, და არა პლასტიკური ქირურგის მისამართი.
ბრძანება და თხოვნა
ქალი, რომელიც ხშირად იყენებს მრძანებლურ ტონს: სადილამდე ჭურჭლის დარეცხვაში უნდა მომეხმარო, ამ საღამოს ახალი ფილმი გადის, აუცილებლად უნდა ვნახოთ, გახსოვს...?
მამაკაცი ღიზიანდება – “რამდენადაც მახსოვს, ფიცი არასდროს დამიდვია, რომ მის ყველა მოთხოვნას შევასრულებდი, რატომ მბრძანებლობს ამდენს?!” ამჯერად ქალია გაოცებული – “ნეტავ ხმას რატომ არ იღებს, რამე ვაწყენინე?”
ის, რაც ჩვენ არ ვიცით: განგაშის სირენა მაშინ ირთვება, როცა მას რამეს უბრძანებენ. მაშინაც კი, როცა ეს ჩვენი აზრია, შეთავაზება, და არა ვალდებულება.
ის, რაც მათ არ იციან: ქალი საკუთარ მოთხოვნას აყალიბებს, როგორც შეთავაზებას. მას უნდა, რომ ასე მოიქცნენ, მაგრამ ჯერ პარტნიორის თანხმობა სჭირდება და არა მისი უმისამართო ბუზღუნი.
კონფლიქტი და კომპრომისი
როცა მამაკაცი პარტნიორს მანქანის შერჩევაში ეხმარება და მისთვის უხეშ, მამაკაცურ მოდელს არჩევს, ქალი თანხმდება – კომპრომისზე მიდის. მაგრამ ერთ დღესაც მობეზრდება “ამ ურჩხულის” მართვა და კამათს მოაყოლებს – “ხვალვე წავალ და ნორმალურ მანქანას ვიყიდი ჩემთვის”, მამაკაცი გაოცებულია – “რატომ თავიდანვე არ მითხრა, რომ ავტომობილი კიარა, კოსმეტიკის ჩანთა სჭირდებოდა?! ან ვიზიტი ნევროლოგთან?!”
ის, რაც ჩვენ არ ვიცით: არის საკითხები, რასაც მამაკაცისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომ უნდა დავფიქრდეთ ღირს თუ არა კომპრომისის გაწევა, თუ მერე კონფლიქტი გარდაუვალია.
ის, რაც მათ არ იციან: როცა ქალი პარტნიორს დახმარებას სთხოვს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისგან ექსპერტული მონაცემების დემონსტრირებას ელოდება. მას უბრალოდ რჩევა სჭირდება, ამიტომ ნუ მოაჩვენებთ, რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი ავტომობილის ფერი და მოდელი, თუ ეს ასე არ არის.
ავტორი: gvanci
სულ რამდენიმე წელია, რაც ქალბატონები მანქანის საჭესთან მოთავსდნენ და არც თუ ცუდად აითვისეს ერთგულ მეგობართან ურთიერთობის ხელოვნება.
მინდა შემოგთავაზოთ 9 ავტომობილი, რომელიც დააკმაყოფილებს ჩვენს ძირითად მოთხოვნებს.
1. Ford Focus 2008
ამერიკული და კანადური ford-ის ევროპული, გაუმჯობესებული ვარიანტი.
უპირატესობები: ხავერდოვანი მართვა, მოქნილი საჭე, მარტივი კონტროლი, საწვავის ეკონომია, მომხიბვლელი ინტერიერი, დაბალი ფასი.
ნაკლოვანებები: სათუთი დიზაინი და მასალა.
ძრავა: 2.0 ლიტრი, 4 ცილინდრიანი;
მაქსიმალური სიჩქარე 206 კმ/სთ;
2. Honda Civic - type-r
უპირატესობები: უხმო, დინამიკები, მართვის პოზიცია, პრაქტიკულობა;
ნაკლოვანებები: მგრეხი ძალვის ნაკლებობა;
ძრავა: 2.0 ლიტრი, 4 ცილინდრიანი;
სიჩქარეს წევს 0-დან 100 კმ/სთ-მდე 6.6 წამში;
საწვავის მოხმარება: 9.3 ლ/100კმ;
მაქსიმალური სიჩქარე: 235 კმ/სთ;
ფასი: $39,990
3.Honda Fit 2009
უპირატესობები: მოქნილი ინტერიერი, სწრაფი რეაქცია, საწვავის ეკონომია;
ნაკლოვანებები: კონკურენტ მოდელებთან შედარებით, მაღალი ფასი, ხმაური;
ძრავა: 1.5 ლიტრი, 4 ცილინდრიანი, 5-სიჩქარიანი გადამცემი, 5-სიჩქარიანი ავტომატური;
ფასი: $15,550
4. Mazda 3
უპირატესობები: ათლეტური მოძრაობა, მრავალი სტანდარტული და დამატებითი ფუნქცია, ლამაზი ინტერიერი;
ნაკლოვანებები: არ არის ეკონომიური;
ძრავა: 2.0 ლიტრი, 4 ცილინდრიანი, იღებს 97 კმ/სთ სიჩქარეს 9.8 წამში.
ფასი: $14,690
5. Mazda MX-5 Miata
უპირატესობები: მოქნილი მართვა, შედარებით დაბალი ფასი, ეკონომიური;
ნაკლოვანებები: ზომიერი ძალა, ხმაურიანი, ვიწრო ინტერფეისი;
ძრავა: 2.0 ლიტრი, 4 ცილინდრიანი, 5 სიჩქარიანი გადამცემი, ან 6-იანი გაუმჯობესებულ ვერსიაში;
ფასი: $21,750
6. Mercedes-Benz E-class
უპირატესობები: მბზინავი დიზაინი შიგნით და გარეთ, სასიამოვნო მართვა, ძლიერი და ეკონომიური ძრავების სიმრავლე, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები;
ნაკლოვანებები: კონკურენტებზე ძვირი;
ძრავა: E350-ს აქვს 3.5 ლიტრი, აღწევს 60-ს 6 წამში;
ფასი: $53,200
7. Nissan Sentra
უპირატესობები: დიდი სივრცე, მარტივი კონტროლი, უხმო მოძრაობა;
ნაკლოვანებები: მართვის ნაკლები შესაძლებლობები;
ძრავა: 2.0 ლიტრი, 4-ცილინდრიანი;
ფასი: $ 16,730
8. Subaru Forester
უპირატესობები: სტანდარტული მართვა ყველა საბურავით, დიდი კაბინა და სივრცე საბარგულში, კომფორტული;
ნაკლოვანებები: მოძველებული 4-სიჩქარიანი ავტომატური გადამრთველი, არც თუ ზუსტი მართვა;
ძრავა: 2.5 ლიტრი, 4 ცილინდრიანი, 5 სიჩქარიანი ხელის და 4 სიჩქარიანი ავტომატური გადამრთველი;
ფასი: $19,995
9. Volkswagen Jetta
უპირატესობები: ძლიერი ძრავების მრავალფეროვანი არჩევანი, მოხერხებული სალონი, სასიამოვნო მართვა;
ნაკლოვანებები: საშუალოზე დაბალი ეკონომია 2.5 ლიტრიან ძრავაზე, პატარა უკანა სავარ჻ლები საშუალო ზომის კონკურენტებთან შედარებით;
ძრავა: 2.5 ლიტრი, 4-ცილინდრიანი, 8.6 წამი 97 კმ/სთ-ის მისაღწევად;
ფასი: $17,515
ავტორი: gvanci

მოდური და ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული პრინტი რამდენიმე “წესს” ექვემდებარება:
1. სასურველია ატარო ასეთი პრინტის ცალკეული ტანსაცმელი და არა ერთიანი. ეს იმისთვის, რომ ნამდვილ ცხოველს არ დაემსგავსო. (თუმცა ეს რჩევა არ ეხება კეიტ მოსს, რომელიც ნებისმიერი “აღკაზმულობით” შესანიშნავად გამოიყურება);
2. შეინარჩუნე უბრალოება;
3. შეუხამე ნეიტრალური ფერები: შავი, თეთრი ან ხაკისფერი;


ავტორი: gvanci
ყველას სურს იყოს თავდაჯერებული: გააკეთოს ყველაფერი, რაც სწორად მიაჩნია, სხვების კრიტიკის მიუხედავად; გარისკოს და მიაღწიოს საუკეთესოს; აღიაროს შეცდომები და ეცადოს ისწავლოს მათზე; მაგრამ ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს რაღაც, რაც ყველაზე თავდაჯერებულ ადამიანსაც კი აფიქრებინებს: იქნებ სწორად არ მოვიქეცი? იქნებ მართლაც არ შემიძლია? ასეთი კრახი მნიშვნელოვნად აქვეითებს თვითშეფასებას.
შეიძლება “საქმის წაგებამ”, რომელზეც დიდ იმედებს არც ამყარებდი და რომელიც აქამდე არც ისე მნიშვნელოვნად გეჩვენებოდა, წაგების შემდეგ უდიდესი მნიშვნელობა შეიძინოს და მიზნადაც იქცეს. თუ ასე არ მოხდა, საკუთარ თავში უკვე ეჭვი გეპარება, შორიდან უვლი დამარცხების ადგილს, ამაზე საუბარიც აღარ გსურს და ამ სფეროში საკუთარი თავის კიდევ ერთხელ მოსინჯვის შიში გიყალიბდება. ეს შედეგი ნორმალურია, მაგრამ არა – სასურველი.
ჩემთვის უთქვამთ, რომ ყოველთვის უნდა ელოდე უარესს, რომ შედეგმა, როგორიც უნდა იყოს ის, შენზე არ იმოქმედოს. საქმე ისაა, გვინდა ვიცხოვროთ ყოველთვის უარესის მოლოდინით? შესაძლებელია ისიამოვნო მიზნისკენ მიმავალმა, თუ ცდილობ შესაძლო უარყოფითი შედეგები უფრო მეტად განიხილო, ვიდრე დადებითი? არ ვიცი სხვები რას ფიქრობენ, მაგრამ მე მირჩევნია იმ ფრონტზე ვიბრძოლო, სადაც წარმატების იმედი მეტია და არ მაქვს სურვილი მოვსინჯო ძალები იქ, სადაც აუცილებლად წავაგებ.
რთულია იპოვო თვითშეფასების შუალედური დონე ისე, რომ შენი წარმოდგენა საკუთარ თავზე არც ზედმეტად მოეჩვენოს ვინმეს და არც ხელოვნური თავმდაბლობის შთაბეჭდილებას ტოვებდე. კითხვა, რომელსაც ყველა ადამიანმა უნდა უპასუხოს: ღირს თუ არა გვერდი აუარო საქმეს, რომელშიც წარმატების მიღწევის შანსები ნაკლებია?
ავტორი: gvanci
სრულყოფილი მაკიაჟის კიდევ ერთი თანამედროვე საშუალება.
ჰიპოალერგიული ტონალური კრემი თანაბრად ნაწილდება სახეზე რბილი ფუნჯის გამოყენებით და ქრება აბსოლუტურად ყველაფერი, რაც არ არის სრულყოფილი.
შეგიძლიათ შეიძინოთ ლუტეციაში, Ici Paris-ში ან ქალთა ბედნიერებაში. ფასი: 33 ლარი.
ავტორი: gvanci
სარა ჯესიკა პარკერთან ინტერვიუ რუსული კოსმოპოლიტენიდან, ვთარგმნე და მგონი ექსკლუზივი გამომივიდა :)
სარა ჯესიკას შევხვდით სრულმეტრაჟიანი ფილმის: “სექსი დიდ ქალაქში” გადაღებების დასრულების შემდეგ. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მაინტერესებდა, როგორ დამთავრდებოდა სურათი და დაქორწინდებოდნენ თუ არა კერი და მისი ოცნების მამაკაცი.
თუმცა ინტრიგა რჩება ფილმის ეკრანზე გამოსვლამდე, ჩვენ კი მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ და ველოდოთ. მანამდე კი შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს დაველაპარაკოთ საყვარელ მსახიობს გადაღებების, თავისი გმირისადმი დამოკიდებულების, ნიუ-იორკისადმი სიყვარულის შესახებ და ბოლოს, გავიგოთ, რამდენი წყვილი ფეხსაცმელი ინახება მის გარდერობში.
cosmo: მოგიტანა თუ არა ფილმის საბოლოოდ შექმნამ გრძელი გზის დასრულების შეგრძნება?
სარა ჯესიკა: ყოველთვის მეშინოდა იმის წარმოდგენის, რომ ოდესმე ეს ყველაფერი დამთავრდებოდა – ჩვენი გმირების ისტორია, სერიალის გადამღებ ჯგუფთან ერთად მუშაობა. ფილმის შექმნის პროცესი დაუვიწყარი იყო – ჩვენ და მაიკლ პატრიკ კინგს (სერიალის სცენარისტი და რეჟისორი) ნახევარ წელზე მეტი დაგვჭირდა, რათა ყველაფერი ისე გაგვეკეთებინა, როგორც ჩავიფიქრეთ. მუშაობამ კოლოსალური კმაყოფილება მოგვანიჭა. წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ როგორ მიიღებს ფილმს მაყურებელი ძალიან რთულია. საერთო ჯამში, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მისი გადაღება გადავწყვიტეთ.
cosmo: რაც შეეხება სერიალს, მისი პოპულარობა ზრდას განაგრძობს მისი დასრულების შემდეგაც
კი?
სარა ჯესიკა: ახლა ამას უფრო მეტადაც კი ვგრძნობ, ვიდრე მაშინ, როცა მას გადასცემდნენ. მივხვდი, რომ ამერიკაში ნამდვილი წარმატებაა, როცა რეგულარულად ხარ ეთერში. სერიალმა დიდი გარდატეხა მოახდინა ჩვენს ცხოვრებაში. მის მაყურებელთა რიცხვი იზრდება. ეს იგივეა, რაც გაუთანაბრო ბუტიკი უნივერმაგს – ბუტიკში მხოლოდ ერთი კარია, უნივერმაგში კი ასობით – და როცა “ვიტრინაში” აღმოჩნდები უამრავი ადამიანის თვალწინ, უკვე ხვდები: “აი თურმე რას ნიშნავს პოპულარობა!” ასევე მოულოდნელი იყო მაყურებელთა აუდიტორიის შემადგენლობის ცვლილება – HBO-ზე მის ძირითად ნაწილს შეადგენდა განათლებული ზრდასრული ადამიანები, შემდეგ ახალგაზრდა გოგონები, დიასახლისები, არატრადიციული ორიენტაციის მაყურებლები და მათ უერთდებოდნენ მამაკაცები – ნატურალები. მაგრამ სხვა ქვეყნებში გაგვაკვირვა სერიალის პოპულარობამ 13 წლის გოგონებში! რა თქმა უნდა, არის ეპიზოდები, რომლებიც სრულიად შეესაბამება მათ ასაკს, მაგრამ სერიალის მთავარი თემა არ არის გათვლილი თინეიჯერებზე. თუმცა ისიც სიმართლეა, რომ თანამედროვე გოგონები ძალიან განსხვავდებიან იმისგან, როგორიც მე ვიყავი მათ ასაკში. ეს ცოტა არ იყოს მაკვირვებს!
cosmo: სერიალი დასრულდა, შენ კი უამრავ პროექტში მიიღე მონაწილეობა, თუმცა შენ მაყურებელთა უმეტესობისთვის ისევ კერი ხარ!
სარა ჯესიკა: დიახ, ეს ცოტა უცნაურია, ვგულისხმობ, რომ ჩვეულებრივ, ყველაფერი პირიქით ხდება. ნორმალურია, როცა გადაღებების შემდეგ ინარჩუნებ საკუთარ პიროვნებას.
cosmo: როგორია იყო სტილის მაგალითი?
სარა ჯესიკა: ამაზე განსაკუთრებულად არ დავფიქრებულვარ. ასეთად მთვლიან სერიალიდან გამომდინარე. სტილისტ პატრიცია ფილდთან მუშაობა მე აქამდეც მიხდებოდა და საკმაოდ ძნელად დავითანხმე ეზრუნა სერიალის და ფილმის სტილზე, რადგან ის უკვე დაკავებული იყო ცხრა სხვა პროექტში. სიმართლე გითხრათ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს წოდება მე დავიმსახურე, ეს უფრო ჩემი პერსონაჟის დამსახურებაა. სინამდვილეში მე ასეთი სულაც არ ვარ. როგორც მომუშავე დედა, უკანასკნელი რამ, რაზეც ვფიქრობ, არის ის, თუ როგორ ავაყენო დილით საწოლიდან ჩემი პატარა, რომ ბაღში წავიყვანო.
cosmo: მაგრამ შენი კოლეგები ერთხმად ამტკიცებენ, რომ შენ სტილის შესანიშნავი გრძნობა გაქვს.
სარა ჯესიკა: მართლა? გასაკვირია! მე მიყვარს ტანსაცმელი! მაგრამ მას შემდეგ, რაც დედა გავხდი, ყველაფერი ცოტათი შეიცვალა. ახლა, როცა გარეთ გამოვდივარ, ამით სიამოვნებას ვიღებ. როცა სახლიდან მივდივარ, ყოველთვის იმაზე ვფიქრობ, რა ხდება იქ ჩემ გარეშე. მე ძველებურად მიყვარს ტანსაცმელი, მაგრამ ჩემი მხრიდან სისულელე იქნებოდა, დამეხარჯა მასზე მეტი დრო, ვიდრე საკუთარ შვილზე.
cosmo: სერიალის ბოლოს ჩვენ ვიგებთ მისტერ ბიგის სახელს – ჯონი. ეს ცოტა ბანალურია, ასე არ
ფიქრობ?
სარა ჯესიკა: დიახ, მაგრამ მე მომწონს ეს სახელი.
cosmo: გჯერა, რომ ქალები იმდენად ეჭიდებიან თავიანთ სურვილებს, რომ ხელიდან უშვებენ შანსს რეალურ ცხოვრებაში?
სარა ჯესიკა: ზოგიერთ შემთხვევაში ეს ალბათ ასეა, მაგრამ, ვფიქრობ, ასაკთან ერთად ილუზიებიც ქრება. ჩემს მეგობრებს შორის არიან ისეთები, ვისაც მოსწონთ ლამაზი, ან ჭკვიანი მამაკაცები, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ისინი ხვდებიან, რომ მთავარია ადამიანობა. ყველაზე ქარაფშუტებიც კი მათ შორის მიხვდნენ, რომ სჯობს შეხვდე საინტერესო ადამიანს, ვიდრე იდეალურ მამაკაცს. ვფიქრობ, ეს იმ ქალებს მოსდით, ვინც არაა საკუთარ თავში დარწმუნებული და ფიქრობს ”რას იტყვის ხალხი?” მაგრამ უმეტესობა, ვისაც მე შევხვედრივარ ცხოვრებაში, უფრო ჭკვიანურ არჩევანს აკეთებენ.
cosmo: შენ ასევე ფილმის პროდიუსერიც ხარ. რა იყო ყველაზე რთული ფილმის გატანისას დიდ ეკრანზე?
სარა ჯესიკა: მე ფილმზე მუშაობა 2006 წლის გაზაფხულზე დავიწყე,ეს იყო ხანგრძლივი და ძალიან რთული პერიოდი. თუმცა შედეგი შესანიშნავია.
cosmo: როგორი იყო – ერთდროულად ფილმში მონაწილეობა და მისი პროდიუსირება?
სარა ჯესიკა: რთული იყო, მაგრამ მიყვარს ასეთი სირთულეები. როცა ასეთი დატვირთვა მაქვს, უფრო მეტად ვცდილობ და სინამდვილეში ბევრ რამეს ვასწრებ. ამიტომ, როგორი რთულიც უნდა ყოფილიყო, მე არ მინდა სხვაგვარად მომხდარიყო. ვერ დავუშვებდი, რომ ჩემი მოვალეობები ვინმეს საკუთარ თავზე აეღო, რთულმა დღეებმა ჩაიარა, სამაგიეროდ დარჩა გამოცდილება.
cosmo: რა არის ძირითადი განსხვავება შენსა და კერის შორის?
სარა ჯესიკა: განსხვავება ბევრია. პირველ რიგში, მე ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე ერთ მამაკაცთან და მისგან ბავშვი გავაჩინე, მე თავად დიდ ოჯახში გავიზარდე. ჩვენ ქალაქის სიყვარული გვაერთიანებს, მე კერისგან ვისწავლე, როგორი უნდა იყოს საუკეთესო მეგობარი. ძალიან მომეწონა მისი მეგობრები და თავადაც მომინდა ასეთივე გავმხდარიყავი. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში რთულია ამდენი დრო გამონახო მეგობრებისთვის. ხომ ასეა?
cosmo: როგორ მიხვდი სცენარის წაკითხვისას, რომ კერი – ეს შენ ხარ? სცენარი ხომ განსხვავდება სერიალისგან?
სარა ჯესიკა: ჩემთვის გადამწყვეტი გამოდგა ფინალური სცენა. და სხვათა შორის, როლზე ძნელად დავთანხმდი, რადგან ყოველთვის მეშინოდა სერიალში მონაწილეობის. ახლა კი ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავთანხმდი! იმ დროს დარწმუნებული ვიყავი, რომ შესანიშნავი კარიერა მქონდა: ვმუშაობდი თეატრში, ვმონაწილეობდი რამდენიმე ფილმში. ვფიქრობდი: რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი? ცხოვრობდე ნიუ-იორკში, თამაშობდე თეატრში, დადიოდე მუზეუმებში და სადილობდე მეგობრებთან ერთად... მაგრამ სცენა, რომელშიც ბიგი ეცნობა კერის, ისინი ერთად იჭერენ ტაქსის, შემდეგ მანქანაში შესანიშნავი დიალოგი სიყვარულზე, ის აცილებს გოგონას სახლამდე და ორივე თავს ისე უზრუნველად გრძნობს, შემდეგ ის ეკითხება, ჰყვარებია თუ არა ოდესმე... მე დავფიქრდი, თუ რამხელა პოტენციალი აქვს ამ როლს და რომ არასოდეს არ მინახავს ამ ორის მსგავსი პერსონაჟები. წარმოდგენა არ მქონდა, ვინ ითამაშებდა ბიგის როლს.
cosmo: ბევრი გთვლის იმელდა მარკოსად (ფილიპინელი დიქტატორის მეუღლე, რომელიც ცნობილი იყო სწრაფვით დიზაინერული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისადმი - მისივე სიტყვებით, მას “მხოლოდ 1060 წყვილი ფეხსაცმელი” ჰქონდა), შენ კი სულ რაღაც ექვსი წყვილი მანოლო ბლანიკი გაქვს?
სარა ჯესიკა: სიმართლე გითხრათ, არ დამითვლია; ბევრი რამ დამრჩა სერიალიდან, მაგრამ მე არ ვარ დამოკიდებული შოპინგზე, როგორც კერი. ეს არ არის ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ მიყვარს ფეხსაცმელი. მე მათ არ ვითვლი. უნდა გამოვტყდე, რომ ექვს წყვილზე მეტი მაქვს, მაგრამ უმეტესობა - ეს არქივია და მათ მე არ ვიყენებ, მათ ძვირფასი მოგონებები უკავშირდება.
cosmo: ახლა რა გაცვია?
სარა ჯესიკა: ეს ვერსაჩეა, ეს - ჰალსტონი (ნაცრისფერი პიჯაკი), ფეხსაცმელები კი ბრაიან ეტვუდი. ყელსაბამი ბიჟუტერიაა, ეს კი ბრილიანტის საყურე.
ის, რაც არ იცოდი სარა ჯესიკას შესახებ:
1.MTV Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალის წაყვანისას 2000 წელს, სარა ჯესიკამ საღამოს განმავლობაში 15 კაბა გამოიცვალა.
2.საკუთარ ქორწილზე მსახიობ მეთიუ ბროდერიკთან, მას შავი კაბა ეცვა.
3.ის არ გაცვლის ნიუ-იორკს ლოს-ანჯელესზე, რადგან “მსახიობებს იქ ისე ექცევიან, როგორც ეგზოტიკურ ცხოველებს”.
4.“სექსი დიდ ქალაქში”-ს გადაღებების შემდეგ სარა ჯესიკამ დაიტოვა კერი ბრედშოუს გარდერობის თითქმის 70 პროცენტი.
5.ის ერთადერთია ოთხ გმირს შორის, რომელმაც არ გადაიღო შიშველმა. ეს პუნქტი შეტანილია მის კონტრაქტში.
ავტორი: gvanci

რეზიუმეს შედგენამდე აუცილებელია დაფიქრდე, არის თუ არა შენთვის მნიშვნელოვანი რომელიმე განსაზღვრულ კომპანიაში მოხვედრა. ამ შემთხვევაში, საჭიროა ხაზი გაუსვა, რომ აკმაყოფილებ ამ კონკრეტული კომპანიის მოთხოვნებს, დეტალურად აჩვენო, კერძოდ რომელი ვაკანსიის მიღება გსურს და რა პირობებით.
თუ ახლახან დაასრულე სწავლა და მუშაობის გამოცდილება ჯერ არ გაქვს, უნდა მიუთითო სადიპლომო ნამუშევრების ან საკურსოების თემები, ჯილდოები და დიპლომები, რაც მიგიღია, რადგან ასეთ შემთხვევაში დამქორავებელს აინტერესებს შენი თეორიული ცოდნა.
საწყისი გვერდი.
1. გვარი, სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი.
2. მიზანი (სასურველია): რატომ გსურს ამ სამუშაოს მიღება (არაუმეტეს 2-3 ხაზისა). არ მიმართო ტრაფარეტულ გამოთქმებს, რომლებსაც ყველა იყენებს: პროფესიონალური ზრდა, სამსახური დინამიკურ კომპანიაში და ა.შ. ეს ზედმეტად ზოგადი ფრაზებია, აქ კი საჭიროა ბევრად უფრო კონკრეტული ინფორმაცია.
3. მუშაობის გამოცდილება (ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, ანუ ბოლო სამუშაო ადგილიდან დაწყებული) შემდეგი სქემით:
- მუშაობის დაწყების/დასრულების თარიღი;
- კომპანიის დასახელება;
- შენი თანამდებობა;
- მოვალეობების აღწერა (არ ღირს ჩაღრმავება უმნიშვნელო საკითხებში);
- კონკრეტული მიღწევების მაგალითები;
- სამუშაოს შეცვლის მოტივი (სურვილის მიხედვით);
5. დამატებითი განათლება: კურსები, სემინარები, ტრენინგები, სტაჟირებები.
6. დამატებითი ინფორმაცია: უცხო ენების ფლობა, მართვის მოწმობის ქონა, პროფესიული ორგანიზაციების წევრობა და ა.შ.
7. პირადი შესაძლებლობები და თვისებები, რაც სხვებისგან გამოგარჩევს.
8. თუ ეს შესაძლებელია, რეკომენდაციული წერილების წარმოდგენა და ამ ადამიანის მონაცემების, სამსახურეობრივი მოვალეობის, საკონტაქტო ტელეფონის ან e-mail-ის მითითება.
9. სამსახურეობრივი მაგალითები. მაგ. თუ ლანდშაფტის დიზაინერი ხარ, შეგიძლია წარმოადგინო შენ მიერ გადაღებული ფოტოები.
წერილობით ფორმაში რეზიუმეს მომზადების სტილი უბრალოა: გრამატიკულად გამართული, მოკლე, კონკრეტული და რეალური.
მოერიდე “მე”-ს ხშირად გამოყენებას. არ წერო შაბლონურად. მიუთითე კონკრეტული მიღწევები, მაგ: “გავზარდე გაყიდვების მოცულობა 10%-ით”.
ყურადღება გაამახვილე შენს მიღწევებზე.
იყავი თავდაჯერებული – ყველაფერი გამოგივა!
განაგრძე კითხვა...
ავტორი: gvanci
ერთ-ერთ წინა პოსტში ხელჩანთები ვახსენეთ და ახლა მინდა ახალი სეზონის რამოდენიმე მოდური ნიმუში წარმოგიდგინოთ თბილისელი გოგონების საყვარელი ონლაინ მაღაზიებიდან.
ძირითადი აქცენტი ამ შემოდგომაზე უმეტესად მკვეთრ ფერებზე და ორიგინალურ ფაქტურაზე კეთდება.
შავი ფერის ტყავის ჩანთები კარგა ხანია მოდაში აღარ არის.
Victoria's Secret - უპირატესობას ფერად, დახვეწილი დიზაინის ჩანთებს ანიჭებს.
(სურათზე დაჭერისას გადაგიყვანთ პროდუქტის აღწერილობის გვერდზე)
Cutesy Girl - ახალგაზრდულ სტილზე აკეთებს აქცენტს. აქაც ბევრი მყვირალა ფერი და დიდი ზომის ფერადი წარწერები და პრინტები შეინიშნება.
Mandee - მთავარია კრეატივი. ორიგინალური ჩანთა შემოდგომის ყველაზე მოდური აქსესუარია.
განაგრძე კითხვა...
ავტორი: Sweet

















