
მოდური და ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული პრინტი რამდენიმე “წესს” ექვემდებარება:
1. სასურველია ატარო ასეთი პრინტის ცალკეული ტანსაცმელი და არა ერთიანი. ეს იმისთვის, რომ ნამდვილ ცხოველს არ დაემსგავსო. (თუმცა ეს რჩევა არ ეხება კეიტ მოსს, რომელიც ნებისმიერი “აღკაზმულობით” შესანიშნავად გამოიყურება);
2. შეინარჩუნე უბრალოება;
3. შეუხამე ნეიტრალური ფერები: შავი, თეთრი ან ხაკისფერი;


ავტორი: gvanci
ერთ-ერთ წინა პოსტში ხელჩანთები ვახსენეთ და ახლა მინდა ახალი სეზონის რამოდენიმე მოდური ნიმუში წარმოგიდგინოთ თბილისელი გოგონების საყვარელი ონლაინ მაღაზიებიდან.
ძირითადი აქცენტი ამ შემოდგომაზე უმეტესად მკვეთრ ფერებზე და ორიგინალურ ფაქტურაზე კეთდება.
შავი ფერის ტყავის ჩანთები კარგა ხანია მოდაში აღარ არის.
Victoria's Secret - უპირატესობას ფერად, დახვეწილი დიზაინის ჩანთებს ანიჭებს.
(სურათზე დაჭერისას გადაგიყვანთ პროდუქტის აღწერილობის გვერდზე)
Cutesy Girl - ახალგაზრდულ სტილზე აკეთებს აქცენტს. აქაც ბევრი მყვირალა ფერი და დიდი ზომის ფერადი წარწერები და პრინტები შეინიშნება.
Mandee - მთავარია კრეატივი. ორიგინალური ჩანთა შემოდგომის ყველაზე მოდური აქსესუარია.
განაგრძე კითხვა...
ავტორი: Sweet
პატარძლის ბუკეტი
ვივიენ ვესტვუდმა, კერის საქორწინო კაბის ავტორმა, შექმნა ნამდვილი ხელოვნების ნიმუში. აბრეშუმი თეთრი ოქროს და პლატინის ნიუანსებით, რძისფერი ვარდები, მდიდრული მორთულობა საქორწინო მოდის უნიკალური ნიმუშია.
ზომას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ყვავილის ფორმის სამაგრები – ერთ-ერთი ულამაზესია მოდის ტენდენციებს შორის. კერი იყენებს ეგზოტიკურ ყვავილებს, ზომით XXL.
გამოკვეთილი წელი. კერის მოსწონს ქალური კაბები, ნაზი ყვავილის პრინტით და იცის, რომ წელის გამოკვეთის საუკეთესო გზაა პატარა თუ დიდი ზომის ქამრები.
რომანტიული განწყობა. შესაბამისი კაბა ვარდის
პრინტით.
ღია ფერის
დეტალები. დიახ, ხანდახან კერის საკუთარ თავშიც კი ეჭვი ეპარება, თუმცა არავითარ შემთხვევაში საკუთარ ტანსაცმელში.
ერთხელ კერი მიხვდა, რომ ფეხსაცმელებზე დახარჯული ფული მას ბინის შესაძენად ეყოფოდა. თუმცა გაბედულად გადააბიჯა მომავალში მანოლო ბლანიკის ახალი საოცრებით.
Source: www.fashion.ucoz.de
განაგრძე კითხვა...
ავტორი: gvanci

(სხვა არ ვიცი მაგრამ ... აი მე ვაFანატებ ჩანთებზე, აი გოგო რომ მხდება ქუჩაში, პირველი რასაც ვაკცევ ყურადღებას, ან რასაც თვალს გავაყოლებ და მიიპყრობს ჩემს ყურადღებას ეგ ჩანთაა. ჩემი სისუსტე, სულ რომ "მინდა" და სულ რომ " ვააა იქ ჩანთა ვნახე და... in love " არ მიყვარს კლასიკური სტილის, მე მაგალითად უპირატესობას ვანიჭებ სხვადასხვა ფერის ( განსაკუთრებით წითელი, ვარდისფერი, ფერადი) და სხვადასხვა ფორმის ჩანთებს ( განსაკუთრებით მიყვარს პაწუა ჩანთები, ან კიდე ყოველღიური დიდი ზომის ჩანთები)
აი რამოდებნიმე მათგანი, რომლების დანახვაზე "გული მიმსდის, სული მეხუთება...სანამ ეგ ჩანთა ჩემ ხელში არ აღმოჩდება" :D)
( 


ეეეჰჰჰ ყოველი გოგო ოცნებობს რომ ნამდვილი LUIS VUITTON-ის ხოწ ერთი ჩანთა რომ ქონდეს ცხოვრების მანძილზეჩეყვარებყული ვარ LUIS VUITTON-ზე უკვე დიდიხანია.
http://www.louisvuitton.com/ გადახედეთ ახალ კოლექციას.და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფასებს.... უსარკებო opel vectra-ს ფასი რომ ღირს ჩანთები :D )
ავტორი: HoNeY
ძალიან ცოტა თუ მოიძებნება მსოფლიო მასშტაბით, ვინც სამოდელო ინდუსტრიაში წარმატებას მიაღწია. მოდელებს, რომლებიც ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ, შეიძლება ეწოდოთ მსოფლიოს საუკეთესო მოდელები, მათი სახეები ცნობილია ყველა კონტინენტზე და რესპექტაბელური კომპანიები მზად არიან გადაუხადონ დიდი თანხა საკუთარი პროდუქციის რეკლამირებისათვის. ვინ არის ყველაზე წარმატებული და მაღალანაზღაურებადი 10 მოდელი?
10. ელ მაკფერსონი. ავსტრალიელი სუპერმოდელი და მსახიობი. 1995 წელს, ჟურნალმა people ელი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად დაასახელა. ის ჩართულია ბიზნეს საქმიანობაში.
9. სინდი კროუფორდი. კიდევ ერთი ცნობილი სახელი სამოდელო ინდუსტრიაში. სინდიმ სამოდელო კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო. სამი წლის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო Elite Model Management’s look of the year-ში და ტოპ-15 მონაწილეს შორის მოხვდა. სინდიმ დაამშვენა 600-მდე ჟურნალის გარეკანი და ჯერ კიდევ ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მოდელად მსოფლიოში.
8. ნაომი კემპბელი. პირველი შავკანიანი მოდელი, რომელიც ჟურნალ Time-ს, ფრანგული და ბრიტანული Vogue-ს გარეკანზე მოხვდა და რომელმაც არნახული წარმატება მოიპოვა მოდის სამყაროში. ის შეამჩნიეს ლონდონის ქუჩებში, როცა მხოლოდ 15 წლის იყო. მან სწრაფად დაიპყრო მოდის ინდუსტრია და საერთაშორისო ცნობილი სახე გახდა. ის ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და წარმატებული შავკანიანი მოდელია მთელ მსოფლიოში.
7. აიმანი. ერთ-ერთი უმდიდრესი სომალელი ლამაზმანი. აიმანი ცნობილია გვიანი 70-80 წლებიადან. 1994 წელს მან დააარსა საკუთარი კოსმეტიკური კომპანია. როგორც მოდელი, ის მუშაობდა 14 წელი.
6. მილა იოვოვიჩი. ყველასათვის კარგად ცნობილი უკრაინელი მოდელი და მსახიობი. 1994 წელს ჟურნალმა The Forbes მილა მსოფლიოში ყველაზე მაღალ-ანაზღაურებად მოდელად დაასახელა: 10.5 მილიონი. მილა L’Oreal-ს სახეა 1998 წლიდან.
5. კრისტი ტარლინგტონი. ამერიკელი სუპერმოდელი, მან დადო მილიონ-დოლარიანი კონტრაქტი ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა: Maybelline cosmetic, Chanel და Giorgio Armani. მას არ მოსწონს, როცა “სუპერმოდელს” უწოდებენ. მოდის სამყაროში ის ცნობილია, როგორც პროფესიონალი მოდელი და კარგი მეგობარი.
4. კეტი აირლანდი. მან აჩვენა, თუ როგორ შეიძლება გადააქციო მოდა წარმატებულ ბიზნესად. ის თავის სახელს არქმევს ყველაფერს: სავარძლებს, თუ ჟალუზებს. სწორედ ამ ბიზნესმა მოუტანა მას 4-ე ადგილი.
3. ტაირა ბენკსი. აფრო-ამერიკელი სუპერმოდელი. ამჟამად ის აღარ მუშაობს ამ სფეროში და საპროდიუსერო საქმიანობას ეწევა. მან კარიერა დაიწყო Victoria’s Secret-ში.
2. ჰეიდი კლუმი. Victoria’s Secret-ის ლამაზმანი, გერმანელი სუპერმოდელი, ასევე მსახიობი, წამყვანი, დიზაინერი, პროდიუსერი და მომრერალი. ჰეიდის საკუთარი ძვირფასეულობის ხაზი გააჩნია და Project Runway, რომელიც EMMY-ზე იყო ნომინირებული.
1. ჟიზელ ბიუნდჰენი. ბრაზილიელი ტოპ-მოდელი. ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მოდელია. ჟიზელი გინესის რეკორდების წიგნშიცაა შეყვანილი, 150 მილიონიანი შემოსავლით. მისი რეკლამირებით სარგებლობს ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა: Christian dior, Dolce&Gabbana, Versace, Givenchy, Bvlgari, Guerlain, Valentino, Ralph Lauren, Zara, Chloe და Louis Vuitton.
ავტორი: gvanci
ავტორი: Jenny

სტანდარტული, ლურჯი ჯინსი უკვე მოსაბეზრებელია.
ახლა გოგონებს წითელი მოგვწონს (ასევე მწვანე, ყვითელი, ვარდისფერი).
ახალი, მოდის ტენდენცია უკვე აიტაცეს ვარსკვლავებმა. მოდით, ჩვენც მივყვეთ ვარსკვლავების მაგალითს და გავამხიარულოთ თბილისის, თუ ბათუმის ქუჩები თანამედროვე “შიკით”.
თუ ფიგურაც ხელს გიწყობს, ფერადი ჯინსი შენი გარდერობის არა მარტო პრაქტიკულ, არამედ თვალის მომჭრელ და მოდურ ინვენტარად გადაიქცევა.
ავტორი: gvanci
ისეთ ამბებში ვარ ვერ წარმოიდგენთ. თუ ჩემს პირად ბლოგზე წაიკითხეთ ბოლო პოსტი, ნახავდით რა დატვირთული გრაფიკით უნდა ვიმუშაო ამ თვეში.
სასწრაფოდ მჭირდება თქვენი რჩევები, თუ როგორ მოვასწრო ამდენი საქმის გაკეთება.
და მოსწრებაზეც არ არის! უბრალოდ, ტვინმა ამდენ რამეზე ერთდროულად როგორ უნდა იფიქროს.
აი იხილეთ ჩემი გასაკეთებელი საქმეების სია, დედლაინებით:
ვინც Month-Organizers შეადგენს ამ Deadline-ებზე საღოლ რა :))
Anyway, I love being so busy!!!
P.S. თმის ფერი და ვარცხნილობა შევიცვალე :)
P.P.S. ამ წუთას დავასრულე "Wedding Planner"-ჳს ყურება. ძალიან მომეწონა. :)
ავტორი: Sweet
შთაგონებული კი არადა , შეგპირდით რა მაროს პოსტში გაკეთებულ კომენტებში, ჟურნალში არსებული ფოტოს დადებას ვაკეთებ ამ ჩანაწერს...
ეს 2 ფეხსაცმელი რომელიც ამ ფოტოზე ჩანს არის Emilio Pucci-სა და Marc Jacobs-ის მოდელები რომლებიც 1200 $ ამერიკული დოლარი ღირს. ვფიქრობ რომ განსხვავება ყველამ შენიშნეთ. :)
♀♥ Girls Rule ♥♀: Strange Shoes
ავტორი: მარიამ ბლანკი¹³




















