ისეთ ამბებში ვარ ვერ წარმოიდგენთ. თუ ჩემს პირად ბლოგზე წაიკითხეთ ბოლო პოსტი, ნახავდით რა დატვირთული გრაფიკით უნდა ვიმუშაო ამ თვეში.
სასწრაფოდ მჭირდება თქვენი რჩევები, თუ როგორ მოვასწრო ამდენი საქმის გაკეთება.
და მოსწრებაზეც არ არის! უბრალოდ, ტვინმა ამდენ რამეზე ერთდროულად როგორ უნდა იფიქროს.
აი იხილეთ ჩემი გასაკეთებელი საქმეების სია, დედლაინებით:
- დასაწერი მაქვს ბიზნეს გეგმა (6 კაციან ჯგუფთან ერთად) ~ Deadline: Jul 4.
- გასაკეთებელი მაქვს აქსესუარები ჩემი მაღაზიისთვის და საყიდელი მაქვს მასალები
- უნდა დავიწყო საბაკალავრო გამოცდისთვის მზადება, ანუ სასწავლი მაქვს დაახლოებით 1500+ გვერდიანი მასალა ~ Deadline: Jul 25
- მოსაგვარებელი მაქვს ერთი პროექტის სამუშაო რეჟიმში გაშვება (არადა მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული. კიდევ ერთ ადამიანზე.) ~ Deadline: ASAP
- ჟურნალ კოსმოპოლიტენთან უნდა ვაწარმოო მოლაპარაკება ~ Deadline: Jul 6.
- ვამუშავებ საკუთარი ბიზნესის იდეას, რომელსაც ვიწყებთ დაქალები და უამრავი წვრილმანის გააზრება მიწევს ~ Deadline: Jul 31.
- კვირაში ერთხელ უნდა მოვინახულო მშობლები
- გადავახალისო გარდერობი (ბაზრობაზე ერთი გარბენა მეყოფა ალბათ)
- ამ ყველაფრის გარდა, სამშაბათიდან კვირაში სამჯერ ცურვაზე დავდივარ თვის ბოლომდე
- გარდა ამისა მყავს მეუღლე, რომელსაც ყურადღება სჭირდება (მართალია პირველი უნდა დამეწერა, მაგრამ დესერტი ყოველთვის ბოლოს მოაქვთ)
ვინც Month-Organizers შეადგენს ამ Deadline-ებზე საღოლ რა :))
Anyway, I love being so busy!!!
P.S. თმის ფერი და ვარცხნილობა შევიცვალე :)
P.P.S. ამ წუთას დავასრულე "Wedding Planner"-ჳს ყურება. ძალიან მომეწონა. :)
June 30, 2008 at 12:01 PM
ისე იქნები მგონი ივლისში აი ბლანძინკა ვ ზაკონეში როა თან რომ მანიკურს იკეთებს და თან რომ მეცადინეობს და თან რო ვარჯიშობს და თან რომ მეცადინეობს და თან რომ ცურაობს და თან რომ მეცადინეობს და თან რომ მეცადინეობს და თან რომ მეცადინეობს
კრუტა :tan:
ვსიო შტო წებია ნე უბივაეტ, ძელაეტ წებია სილნეე! ;)
ეემ წიპა მოასწრებ მაგ ყველაფერს თუ ყურადღების კონცენტრირებას შეძლება მაგ თითოეულზე დამოუკიდებლად. წიპა რაღაც ფილმმა არ უნდა ჩაგითრიოს ან უცებ ბისერების ყუთისკენ არ უნდა გაგექცეს თვალი როცა მეცადინეობ და ა.შ.
be iron, iron maiden :D
June 30, 2008 at 3:46 PM
thanx for encauragement!!!
ნამდვილად ვაპირებ მოსრებას :)
ბლანძინკა ვ ზაკონეც ძაან მიყვარს :)))
June 30, 2008 at 7:01 PM
wow :) საღოლ მარი. მე მჯერა რომ შენ ყველაფერს მოასწრებ :)
მაღაზიის გახსნას გილოცავ :D
მეც მქონდა გეგმაში(აი ივერსონმა კი იცის, თავის დროზე მასთან გავდიოდი კონსულტაციას) მაგრამ თავი ვერ მოვაბი :(
June 30, 2008 at 9:10 PM
@cheshircat, იმიტორო შენზე 2ჯერ უთაო კონსულტანტი გყავდა :user:
June 30, 2008 at 9:59 PM
ღღღღ :D
ამიტომ ორივენი შეუერთდებით თავიან მარის :D ღღღღღ :D