მგონი, ამბობენ, ქალი ყოველთვის ხედავს იმას, რაც (და ვინც) დასანახიაო. ჩვენ “დიდი” თვალები გვაქვს. მეც მეგონა ყოველთვის ვამჩნევდი, მაგრამ დიდი ხანი არაა, რაც აღმოვაჩინე, რომ თურმე არც ასეა საქმე. ვერ ვხედავდი იმას, ვინც უნდა დამენახა და ვამჩნევდი (და არა მარტო) იმას, ვინც ჩემი არ (ან ვერ) იქნებოდა.
მაგალითად, გუშინ. ვზივარ კაფეში, კუთხეში, მშვიდად კოსმოს ვათვალიერებ და თან ყველას ვაკვირდები. ის პირდაპირ იჯდა, ისიც მარტო. მაგიდაზე ყავა, პარლამენტის ახალი კოლოფი. სკამის ზურგზე გადაწოლილი აბოლებდა და რაღაც ქაღალდებს ჩაშტერებოდა. OMG! Just my type – გავიფიქრე. შევხედე და როცა მის მზერას წავაწყდი, ჟურნალს ჩავხედე. შემდეგ უკვე აღარაფერს ვკითხულობდი, მის შემოხედვას ვგრძნობდი და კიდევ იმას, რომ კითხვა მანაც შეწყვიტა. ასეთ სიტუაციაში რა შეიძლება გააკეთოს ქალმა, თუ არა “მოხერხებულად” მოთავსდეს და დაელოდოს. ბოლოს, როცა გავხედე და ისევ მიყურებდა, უნებურად გამეღიმა, მანაც გამიღიმა და წამოდგა.
მიახლოვდება, სამი, ორი, ერთი ნაბიჯიც და... მერე გაჩერდა, მარჯვენა ხელით ჩემს მაგიდას დაეყრდნო და მკითხა: უკაცრავად, საათი ხომ არ გაქვთ?! ჟურნალის ფურცელს თვალი ნელ-ნელა მოვწყვიტე, მარჯვენა ხელი! “არა” – მშვიდად ვუპასუხე და კიდევ ერთხელ შევათვალიერე მის არათითზე ქორწინების ბეჭედი. “ხუთი წლით ახალგაზრდა რომ ვიყო, აუცილებლად გკითხავდით თქვენს სახელს” ის შეტრიალდა და ნელი ნაბიჯით თავისი მაგიდისკენ წავიდა. ჩემმა “დიდმა თვალებმა” საათიც შენიშნეს მარცხენა ხელზე.
რამდენიმე წუთში “მისტერ სრულყოფილება” წავიდა. ჩავლისას ერთმანეთს გავუღიმეთ და გავბრაზდი: უკანასკნელი ოცი წუთი მის გამო დავკარგე და გამიხარდა, რომ ჩვენს დროშიც ყოფილან ერთგული მამაკაცები. ვითომ?!
ავტორი: gvanci
September 18, 2008 at 1:59 AM
არ დაიჯერო...
ერთგული არა ის.
ძაან მაგარი პოსტია კსტაწი ;)
ალბათ მიმიხვდი რას ვგულისხმობ. ანუ რაღაც შენი რომ დევს ეგ მომეწონა :)
September 18, 2008 at 11:43 AM
ეეეეჰჰჰჰჰჰჰ
მე უკვე ისე მაქვს ჩემი "დიდი თვალები" რომ პირველად არათითს ვუყურებ ბიჭს რომ ვიცნობ :D
September 19, 2008 at 3:20 PM
ar gkidiat titi, toest masze motavsebuli nebosmieri zedmeti detali :d :D :D
September 19, 2008 at 6:29 PM
თუ ზედმეტია კი, მაგრამ... :D
September 20, 2008 at 12:24 AM
აუ აი, რაღაც ისეთი პონტია რა...
კიარადა ანუ...
ისეთი პოსტი იყო...
რომ რაღაც დამიწროლა ქარმა...
რავიცი...
ზოგი მართლა არსებობს ერთგული სულის...
მაგრამ რავი, იმდენად მცირეა მათი %, რომ არავის სჯერა მათი არსებობის. და რომ უმტკიცებ, არ ხარ ერთგული, რადგან არცერთი მამაკაცი არ არისო, მერე ბრაზდებიან, ყველას ერთ ქვაბში ნუ გვხარშავო...
September 20, 2008 at 12:25 AM
აუ, ისე, ჰანისი არ იყოს, მეც არათითს ვუყურებ უპირველეს ყოვლისა...
September 21, 2008 at 9:59 PM
გვანცა, შენი ნაგრძნობ-ნაწერი უეკთესია, ვიდრე ნათარგმნები, მარის ვუერთდები : )))
@ჩორვენი - მე არასდროს ემკიდა, ჩემი ოქროს წესი იყო მუდამ - არ გავეკარო დაკავებულ მამრებს.
ბლომად თავის ტკივილს იცილებ რა )))