მოგეხსენებათ ”გლიანცევოი” ჟურნალებს სხვადასხვა ბუკლეტი და სარეკლამო ჩანართი მოყვება, მეც დიდი სიამოვნებით ვათვალიერებ ხოლმე და ვკითხულობ მათზე მოთავსებულ ინფორმაციას.
ახლა რაც უნდა დავწერო გასახდომ საშუალებებს და მათ ზემოქმედებას ეხება. თქვენ კი მათი უკუჩვენებები და ცუდი მხარეები თუ იცით დაწერეთ, ვინმეს ან თქვენი პირადი გამოცდილების საფუძველზე ხოტბა შეასხით ან ტალახი ესროლეთ (OMG!) ამა თუ იმ გასახდომ საშუალებას.
(ვინმემ რეკლამისა გადაიხადოს, ბლინ!)
--------------------------------------------------------------------------------------------------
პრეპარატი ”ORLIP", კაფსულები
სად შევიძინოთ: PSP სააფთიაქო ქსელში
ფასდაკლება: 4 კოლოფის შეძენის შემთხვევაში მეხუთეს იღებ საჩუქრად
როგორ მოქმედებს: აფერხებს ორგანიზმის მიერ საკვებთან ერთად მიღებლი ცხიმების გადამუშავებას და ათვისებას, მიღებული ცხიმის 30% გამოიყოფა უცვლელი სახით; უზრუნველყოფს წონაში დაკლებას; ნაწლავებიდან არ შეიწოვება სისხლში და შესაბამისად არ ახდენს გავლენას თავის ტვინის და სხვა ორგანოების მუშაობაზე.
როგორ მივიღოთ: ერთი კაფსულა სამჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამიდან ერთი საათის განმავლობაში; თუ საკვები არ შეიცავს ცხიმს, ორლიპის დოზა შეიძლება იყოს გამოტოვებული. მყარი ეფექტის მისაღებად მიზანშეწონილია ზომიერი დიეტის დაცვა, საკვებ რაციონში ცხიმის და ნახშირწყლების (პურ-ფუნთუშეული, ტკბილეული) შეზღუდვის სახით) [აბა რაღა გამოდის დიეტა თუ დავიცავი - ავტ. შენ.]
აქვე ბუკლეტი გვთავაზობს ინფორმაციული ხასიათის ფორმულას რომელიც ადგენს ჩვენი სხეულის მასის ინდექსს
სხეულის მასის ინდექსი: სმი= სხეულის მასა (კგ) / სიმაღლე (მ2)
სხეულის მასის ტიპი | სმი (კგ/მ2) | თანმხლები დაავადებების განვითარების რისკი |
დეფიციტი | <18,5 | დაბალი |
ნორმალური | 18,5-24,9 | ჩვეულებრივი |
ჭარბი | 25-29,9 | მომატებული |
I ხარისხის სიმსუქნე | 30-34,9 | მაღალი |
II ხარისხის სიმსუქნე | 35-39,9 | ძალიან მაღალი |
III ხარისხის სიმსუქნე | >40 | საგანგებოდ მაღალი |
--------------------------------------------------------------------------------------------------
Jeanne Piaubert-ის Speed Dieting, გელი
გახდომა დიეტის გარეშე 7 დღეში.
დაიკელით 2სმ - ბარძაყის გარშემოწერილობა
დაიკელით 3,5სმ - თეძოს გარშემოწერილობა
დაიკელით 3სმ - წელის გარშემოწერილობა
(ნატურალური საშუალება უზრუნველყოფს უჯრედებიდან ცხიმის გამოდევნას)
ვებგვერდის მისამართი: www.jeannepiaubert.com
--------------------------------------------------------------------------------------------------
Oriflame-ს Perfect Body, წასასმელი შრატი
ცელულიტის ნიშნების შემცირება 14 ღამეში.
შეიცავს ლოტოსის ყვავილის ექსტრაქტს რაც ხელს უწყობს ცხიმოვანი უჯრედების დაშლას
ვებგვერდის მისამართი: www.oriflame.ge
August 6, 2008 at 3:02 PM
brr ai ra ver gavige ici m2-shi simagle rogor gavzomo???
mament kremebi ufro usafrtxo mgonia vidre sylapavi ragaceebi
August 6, 2008 at 4:03 PM
sheni simagle unda aiyvano kvadratshi, m2-shi ki ar unda gazomo simagle :))))))
August 6, 2008 at 4:37 PM
"თანმხლები დაავადებების განვითარების რისკი" – რა პონტია? რა "თანმხლები დაავადებები?"
ორიფლეიმის პერფექტ ბადი მქონდა და ცელულიტი ისევ ისე ყვავის გგგ
ვთქვაა ჩემი სმი? ვთქვაა ვთქვაა ვთქვაა?
August 6, 2008 at 11:01 PM
ცელულიტს მასაჟის მეტი არანაირი გელები არ შველის, ტყუილია ეგ
და გასახდომი ტაბლეტკებიც ტრუხაა
August 6, 2008 at 11:06 PM
ესე იგი რაც დავწერე ყველაფერი ტრუხაა.. :(
August 7, 2008 at 12:55 AM
აი მაინც ვერ გავიგე ეს სმი თუ რაღაც რეოგორ გავიზომო???
აი ასე მაგალიტად ვარ 170
წონა კიდევ 84.7 მერე?
August 8, 2008 at 4:54 AM
ჩორვენ, იღებ შენს სიმაღლეს მეტრებში, ანუ 170 კი არა 1.7, აგყავს კვადრატში, გექნება 2.89. მერე წონას ანუ 84.7–ს ყოფ ამაზე. იღებ 29.3 ანუ მიახლოებით 29 . ესაა შენი BMI.
ნორმაა:
19–25.
18–19 გამხდარი
15> საშიში სიგამხდრე
25–29 ჭარბი წონა (კიდევ რატომღაც შესაშურს ეძახიან, ოღონდ რატომ არ ვიცი :გივი:)
30< სიმსუქნის სტადიები (I-დან IV–მდე)
August 8, 2008 at 4:55 AM
:გივი: ყოფილა ცხრილი (არ შემიხედავს)
ხო და კიდევ, არ მჯერა მაგ კრემების და ტაბლეტების :S
August 12, 2008 at 1:15 AM
am spasiba CeSIrka :)
August 15, 2008 at 1:39 PM
ამ ომის დროს რა დროს დიეტაა :ჰუჰ:
August 25, 2008 at 3:40 AM
jenny-- სად გაქვს ცელულიტი, ნუ გადამრიე :უსერ: აშკარად კუპალნნიკშიც მყავხარ ნანახი და მსგავსი არაფერი შემიმჩნევია :მო:
პერწკლი