ფენ შუი-ს (ქარი – წყალი) ძველი ჩინური ხელოვნება დასავლეთში საკმაოდ პოპულარულია. ის გულისხმობს ბინის და ოფისის მოწყობას. ვერ ვიტყვით, რომ ბევრ ჩვენგანს აქვს ბინის მოწყობის საშუალება პროფესიონალი დეკორატორის დახმარებით, მაგრამ, თუ ფენ შუის დავუჯერებთ, რამდენიმე ნაბიჯითაც შესაძლებელია ნებისმიერი სივრცის ენერგიის მაქსიმიზირება.
ენერგიის ნაკადი თავისუფლად უნდა შემოდიოდეს წინა კარიდან. ხმაური ხელს უშლის დადებითი ენერგიის გავრცელებას. Fენ შუი გირჩევს გადაყარო ძველი ტანსაცმელი და ნივთები, რომლებიც შენში უსიამოვნო განცდებს იწვევდა და ამიტომაც სადღაც მიჩქმალე. მთავარი პირობაა აგრეთვე სისუფთავე და იდეალური წესრიგი.
სახლის “ცხელი წერტილები”, რომელზეც დამოკიდებულია შენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი:
პირადი ურთიერთობები: საძინებელი, სასტუმრო ოთახი.
კარიერა: შესასვლელი კარი, სამუშაო ოთახი.
ფული: სამზარეულო, და ის ადგილი, სადაც ფინანსურ პრობლემებს აგვარებ.
ჯანმრთელობა: საძინებელი, სამზარეულო და სასადილო.
ოჯახი: სასტუმრო ოთახი, სასადილო.
ფენ შუის ხუთი ელემენტი:
1. ცეცხლი.
მიზანი: წარმატება კარიერაში, ენერგიის მოზღვავება, ვნება.
ადგილი: სამხრეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი
ფერები: წითელი, ნარინჯისფერი, იასამნისფერი, მუქი ყვითელი
2. მიწა.
მიზანი: სტაბილურობა, კვება და ურთიერთობები
ადგილი: ჩრდილო-აღმოსავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი; ასევე ცენტრი
ფერები: ღია ყვითელი, სპილოსძვლისფერი.
3. მეტალი.
მიზანი: ნათელი გონება და სწორი ფიქრები
ადგილი: ჩრდილოეთი
ფერები: ნაცრისფერი, თეთრი.
4. წყალი.
მიზანი: გონებრივი სიმშვიდე, გრძნობათა სიჭარბე
ადგილი: ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი
ფერები: ლურჯი, შავი.
5. ხე.
მიზანი: ჯანმრთელობა, სიცოცხლისუნარიანობა, განვითარება, მრავალფეროვნება
ადგილი: სამხრეთი, აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი
ფერები: ყავისფერი, მწვანე.
შეარჩიეთ შესაბამისი ფერის აქსესუარები და ფენ შუი ყველაფერ კარგს გპირდებათ! :)
July 3, 2008 at 11:01 AM
mgoni mtladmartali araa es fenshui imitom rom eg fen sui filosofiaa da mxolod otaxis ase mowyobit ar shemoifargleba (chemi infromaciit) mara statia kargia :D