რას ვიზამთ, ცუდი განწყობა ჩვენი ხშირი თუ იშვიათი თანამგზავრია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ მოტეხილი ქუსლი, ან პაემანზე ნახევარ-საათიანი უშედეგო ლოდინი (რა სირცხვილია!) ხანდახან უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვართ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე.
მაშ ასე, როცა ცუდად ხარ:
გაიხსენე როგორ გიყვარს შენი საქმე, სახლი, ოჯახი, მეგობრები. როგორ უყვარხარ მათ! გაუღიმე გარშემომყოფებს, სადაც უნდა იყო. პასუხად მადლიერ გამოხედვას და გულწრფელ ღიმილს მიიღებ.
სიტუაცია კრიტიკულია? აიღე ტაიმ-აუტი და სცადე სხვა ადამიანს დაეხმარო პრობლემის მოგვარებაში. მაგალითად, აიღე ხელში მაუსი და უპასუხე ადამიანებს, ვისაც დახმარება სჭირდებათ, შენ კი ეს შეგიძლია.
დაისვენე. გაისეირნე ქალაქგარეთ, ან თუნდაც პარკში, გამორთე ტელეფონი.
ყოველთვის თან ატარე შენი საყვარელი მუსიკა, 5 წუთით შეისვენე და წაუცეკვე. მუსიკა ერთ-ერთი საუკეთესო თერაპიაა.
იფიქრე ნაკლები. ეცადე არ იფიქრო იმაზე, რასაც ვერ გამოასწორებ, მაგრამ თუ გამოსწორება შეგიძლია ყველაფერზე წადი: გადაახტი საკუთარ თავსაც , თუ საჭიროა. ყველა ფილმის ჰეფი-ენდი ხომ ერთმანეთს ჰგავს: მთავარი გმირი თავს ანებებს სამსახურს, რომელსაც ვერ იტანდა და თავის პატარა რესტორანს ხსნის, ან ხვდება, რომ ლოდინი უნდა დამთავრდეს და თავის სიყვარულთან გარბის.
გახდი შენი ცხოვრების მთავარი გმირი!
ავტორი: gvanci
როგორ დავამარცხოთ ცუდი განწყობა?
2008-07-05T01:24:00+04:00
gvanci
♥ განწყობა ♥|♥ რჩევა ♥|
Post a Comment
დატოვეთ კომენტარები ქართულად.
გამოიყენეთ Convert.ge