კაცები როგორც მოგეხსენებათ არც ისე მაღალგანვითარებული არსებები არიან, თუმცა მაინც საჭირონი იმისათვის რომ ადამიანმა (მდედრმა) თავი კარგად და ბედნიერად იგრძნოს , ზოგჯერ კი ცხოვრების სიმძაფრე სრულად შეიგრძნოს.
მართალია ისინი ლოგიკური აზროვნებით არიან აღჭურვილები, რაც მათ წარმატებას უქადის ისეთ მეცნიერებში როგორებიცაა : მათემატიკა, ინჟინერია და ეკონომიკა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მათ მივანიჭოთ ადამიანის წოდება და ჩავთვალოთ წარმატებულ არსებებად.
აქვე უნდა დავძინოთ ისიც რომ მათი ძირეული და ერთადერთი მოწოდება მხარ-თეძოზე კოტრიალი და უსაქმურობაა, რაც მათ განვითარებას მკვეთრად აფერხებს და 30 წლისათვის მათი აზროვნება არ აღემატება მე10 კლასელის აზროვნების უნარს.
მამაკაცების ძირითადი მამოძრავებელი ძალა მათი სექსუალური ოცნებები, ფანტაზიები და მოთხოვნილებებია.
კითხვაზე რომელიც შეიძლება ნებისმიერი ასაკის ქალს გაუჩნდეს " თუ რატომ არიან მამ აკაცები იდიოტები? " პასუხი ერთადერთია - "იმიტომ რომ ისინი ზოგადად ეგეთები არიან"
კაცებისათვის აუცლებელია, რომ ქალი არ იყოს მათზე ერთი ნამცეცით მაინც განათებული და უკეთ მოაზროვნე ერთ კონკრეტულ თემაზეც კი. მამაკაცების უდიდესი სურვილია რომ ქალი იყოს მათზე დამოკიდებული რამენაირად მაინც .
მამაკაცებისათის დამახასიათებელი ფრაზა " არ ვიცი რას ვიზავდი უშენოდ" სულ არ გეგონოთ თქვენი დაფასების აღმნიშვნელი, არა, ის უბრალოდ საკუთარ თავზე ზრუნავს და ეს მისი ეგოს ხმამაღალი გამოძახილია.
მამაკაცების უდიდესი ნაწილისათვის (ადამიანის) ქალის შეფასების სისტემა მხოლოდ ვიზუალური ასპექტებით შემოიფარგლება , ზუსტად ესაა მიზეზი იმისა თუ რატომ სვამენ ისინი ამდენს (ალკოჰოლი ალამაზებს ყველას განურჩევლად)
არსებობს მამკაცების შემოწმების მარტივი ხერხი (მათი ქალისადმი დამოკიდებულების შესამოწმებლად) თქვენ შეგიძლიათ მას უთხრათ რომ გჭირდებათ სერიოზული და ხანგრძლივი ურთიერთობები ან ხართ ორსულად...
ამის შემდეგ უპასუხისმგებლო მამაკაცის ან იმის ვისაც ფეხებზე ჰკიიდიხართ მოქმედება ერთადერთია, ის უჩუმრად იპარება თქვენი ცხოვრებიდან ისე რომ ვერასოდეს იპოვით მას.
გადავხედოთ კაცის მახსოვრობას და დამახსოვრების უნარს.
მათ არასოდეს ავიწყდებათ სიმპათიური ქალების ტელეფონის ნომრები , მისამართები თუ სხვა საკონტაქტო ინფორმაცია. თუ მაინც და მაინც მათ აუცილებლად აქვთ ადგილი სადაც ასეთ ინფორმაციას ინახავენ ჩაწერილს. ისინი ელოდებიან ხელსაყრელ მომენტს რათა გამოიყენონ ნებისმიერი შესაძლებლობა, აბა ტყუილად ხომ არ მოიპოვეს საკონტაქტო ინფორმაცია- ეს დამარცხების ტოლფასი იქნებოდა :)
რჩევა : არასოდეს ჰკითხოთ კაცს რჩევა/აზრი თქვენი ჩაცმულობის , სტილის და ზოგადად მოდის შესახებ. ასევე არ დაინტერესდეთ მისი საყვარელი ფერით, მათ ესეთი ცნება საერთოდ არ აქვთ :)
ასევე არასოდეს გიპასუხებენ შეკითხვებზე რომელიც მათი აზრით ძალიან პირადულია.
სულ ეს არის რაც მინდოდა თქვეთვის მეცნობებინა, მართალია პოსტი ძალიან ფემინისტურს გავს მაგრამ მე არ ვარ დამნაშავე, მე ვიხელმძღვანელე სპეციალურად მამაკაცებისათვის შექმნილი web გვერდებით .
ავტორი: მარიამ ბლანკი¹³
July 5, 2008 at 1:12 PM
ღღღ! მაგარია! ))))
July 10, 2008 at 1:48 AM
მე არ ვეთანხმები, რომ მამაკაცები, ზოგადად არც ისე მაღალგანვითარებული არსებები არიან. რა თქმა უნდა ძირითადად ფიზიკური სურვილები ამოძრავებთ, მაგრამ ეს ბუნებრივია, როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის. პოსტი მართალია ოდნავ ფემინისტურია, მაგრამ ძირითადად აბსოლუტური რეალობა :)
July 13, 2008 at 11:53 PM
au aq ra temebia :D raxdeba davijero am vardisferebis tu rogora saqme;)
mamakaci rom qalze ganvitarebulia aq sadao aris rame?! erti qali geniosi damisaxele msoflioshi da mere visaubrot mamakaci magal ganvitarebulia tu ara... heh))
-----------------------------
nikala1.log.ge
July 14, 2008 at 12:04 AM
მარია კიური - ნობელიც აქვს აღებული ფიზიკის დარგში
July 14, 2008 at 10:52 AM
nikala1.log.ge
qalebi rom ara verc erti kaci geniosi ver iqneboda eg TU ici shen aa?? :D
qalebi qmnina kacebs , by the way
July 14, 2008 at 2:47 PM
au ra sitea mamakacebistvis sheqmnili mitxarit raa mainteresebs kacebis saitebze reebi weria chvenze :)
July 14, 2008 at 2:56 PM
rogor davregistrirde?
July 14, 2008 at 4:30 PM
anonimus dacere aq sheni Gmaili
July 14, 2008 at 6:12 PM
სად გინდა დარეგისტრირება?
August 24, 2008 at 1:03 AM
MAMKACEBI???? SAERTOD NETA AR ARSEBOBDNEN!!!!!!!
August 25, 2008 at 11:40 PM
GEO - standar t/d
March 22, 2009 at 1:58 PM
მანდილოსნებო :) ნუ იქნებით ესოდენ კრიტიკულები ჩვენს მიმართ
ნუ ჩაყრით ყველას ერთ ქვაბში :) ჩემი სუბიექტური აზრით სიტყვები ” ყველა კაცი ერთნაირი იდიოტია” არის მიტოვებული, სასოწარკვეთილი ან ისეთი ქალის სიტყვები რომლის სილამაზე ვერ დაინახეს...
ყველა ქალი ლამაზია. თქვენ გინდათ, რომ თქვენი შინაგანი სილამაზე დაინახონ, მაგრამ ზოგჯერ ამ სილამაზეს ცივი, პირქუში და მიუწვდომელი ადამინის ნიღბის ქვეშ მალავთ.
Maybe God, wants you to meet many wrong people before you meet the right one, so when this happens, you ll be thankful...
Markes
მარტო მამაკაცს შეუძლია თავი ერთადერთ ქალად გაგრძნობინოთ, და მარტო საყვარელი ქალის დადებულ თავს მკერდზე შეუძლია მამრს თავი კაცად აგრძნობინოს
იყავით ლამაზები კეთილები და ყველას გისურვებთ დიდ სიყვარულს
May 30, 2009 at 9:39 PM
icit ra mamakacebi arc ise sashinlebi arian rogorc tkven ambobt, pirikit dzalian sayvarlebi da sasaciloebi aria, tavistvis debiloben ragatseebs da uxariat. nu iknebit asetikritikulebi, ubralod nebismier shentxvevashi ecadet, cotati mainc rom gaugot da tavi mat adgilze carmoidginot.
memgoni dametanxmebit imashi rom mamakacis gareshe kalis cxovrebas aranairi azri ar akvs, ase rom nu gavibrazdebit mat da sheviyvarot isini isetebi rogorebic isini arian
September 7, 2009 at 3:47 AM
dzvel saberznetshi getkvat erti eg magalganvitarebuli arsebebi ar arian kacebio da naxavdit mere :D:D