1.იმისთვის, რომ სასიამოვნო არომატს მთელი დღის განმავლობაში აფრქვევდე, მიისხურე საყვარელი სუნამო არატრადიციულ ადგილებში: თმის ძირებში, იდაყვის და მუხლის შიდა მხარეს.
2.თუ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების გამო ტერფები გაგიუხეშდა, საღამოს წაისვი ვაზელინი, ჩაიცვი თბილი წინდა და გაიჩერე მთელი ღამის განმავლობაში.
3.მოტეხილი ფრჩხილი სუპერ-წებოთი დააფიქსირე და მუქი ფერის ლაქი გადაისვი.
4.თუ ავტოგასარუჯი საშუალება არათანაბრად წაისვი, ჩამოიბანე ლიმნის წვენით და სოდით და “ზოლები” ადვილად გაქრება.
5.დაასხი თმის ლაქი მრგვალ სავარცხელს და ჩამოივარცხნე მთელი თმა, ასე ის მეტ მოცულობას მიიღებს.
6.ტანის ლოსიონში გადაურიე საბავშვო ზეთი.
7.გარგარის ზეთი დაარბილებს უხეშ ქუსლებს.
8.თუ ლაინერის ფუნჯს ფორმა გაუფუჭდა, შეინახე მაცივარში 15 წუთით.
9.წამწამების ასაპრეხი მოწყობილობა თმის საშრობის საშუალებით გაახურე, ეფექტი უფრო შესამჩნევი იქნება. გამოიყენე წყალგამძლე ტუში, ის უფრო სწრაფად შრება.
ავტორი: gvanci
July 4, 2008 at 10:28 PM
მოტეხილი ფრჩხილი სუპერ-წებოთი დააფიქსირე და მუქი ფერის ლაქი გადაისვი.
жЭсть )))))))))))))))))))))))
და უბრალოდ რომ დაიჭრა ფრჩხილები? არამგონია სუპერ–წებო ძალიან სასარგებლო იყოს ორგანიზმისთვის.
July 4, 2008 at 11:11 PM
წარმოიდგინე, რომ ახლახან გაიკეთე ფრჩხილები სალონში და უცებ გტყდება, მაგრამ წვეულებაზე გელოდებიან. რას იზამ? მოტეხილი ფრჩხილით წახვალ, თუ ეცდები პრობლემის როგორმე მოგვარებას? :)
July 5, 2008 at 1:27 AM
მოვიჭრი ყველას :) იმედი მაქვს, წვეულებაზე 15 წუთით გვიან რომ მივიდე, არავინ მოიკლავს თავს :)))))))
და საერთოდ, ჩემი მოკრძალებული ჰაზრით მოჭრილი და მოვლილი ფრჩხილი ბევრად უკეთესად გამოიყურება:)) + არც მოგტყდება და არც სუპერ–წებოს ჩასხმა მოგიწევს :)
July 5, 2008 at 2:03 AM
”თუ ლაინერის ფუნჯს ფორმა გაუფუჭდა, შეინახე მაცივარში 15 წუთით.”
ლოოოოოოოოოოლ
და რა მოხდება?
July 5, 2008 at 3:52 PM
და ის ცხელი ასაპრეხი არ დაწვავს წამწამებს? :user:
და კიდე თბილი წინდა რო გეცმევა ამ სიცხეში მთელი ღამე დილას რო გაიხდი შეიძლება საერთოდ აღარ დაგხვდეს ფეხები გგგ