რაც კანს სჭირდება:
1. გაიწმინდე კანი დღეში ერთხელ საპნით, წყლით და ნაზი ღრუბლით.
2. უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი: ეხფოლიატორის გამოყენება. Gგამოიყენე კვირაში ერთხელ, ან ორ კვირაში ერთხელ, თუ მგრძნობიარე კანი გაქვს.
3. შხაპის მიღების შემდეგ ფორები გახსნილია, კანი კი ტენიანი, ამიტომ ეს საუკეთესო დროა გამწმენდი ლოსიონის გამოყენებისთვის.
4. UV სხივების ეფექტისგან თავის დასაცავად დაიდე მზისგან დამცავი საშუალების თხელი ფენა სახლიდან გასვლის წინ.
5. პრობლემურ პერიოდში კანის მგრძნობელობის მატების შემთხვევაში მიიღე მულტივიტამინების კომპლექსი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ნაცნობის რჩევით. ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია.
6. შხაპის მიღების შემდეგ წაისვი საბავშვო ზეთი მთელ სხეულზე.
კანს მოუხდება:
- ნაზი საპონი, არომატის გარეშე.
- საბავშვო ზეთი უმჯობესია გამოიყენო ალოე ვერა-ს არომატით და ვიტამინით ე. ზეთი აუცილებლად ოდნავ სველ კანზე უნდა წაისვა.
- ჩაყარე შაქარი შენს საყვარელ ლოსიონში და აურიე. შემდეგ დაიდე სახეზე და პირსახოცით მოიშორე.
ავტორი: gvanci
რამდენიმე რჩევა მშრალი კანისთვის
2008-07-04T11:34:00+04:00
gvanci
♥ იდეები ♥|
Post a Comment
დატოვეთ კომენტარები ქართულად.
გამოიყენეთ Convert.ge