ხოდა ე. ი. იმის თქმა მინდოდა, რომ მოხდა ის, რაც თვითოეულ ჩვენთაგანს ძალიან გაგვიხარდა...ანუ ამ ბლოგის გამოცოცხლება...
გაგვიხარდა, როგორც ძველებს, ასევე ახლებს...
ხოდა ამაზე მეტად იმის თქმა მინდოდა, რომ დადგა ზაფხული... ზაფხული კი მოგეხსენებათ დასვენებისა და გართობის სეზონია...
ხოდა ამაზე მეტად იმის თქმა მინდოდა, რომ ვინაიდან და რადგანაც ზაფხულია და მოცლილობის ჟამია, ერთმანეთს ხომ არ შევხვედროდით???
ალბათ გახსოვთ შარშან, თებერვალში "მულენ ელეკტრიკ"-ში გატარებული რამდენიმე სასიამოვნო საათი...
მე პირადად წარმატებით ჩავაბარე ყველა 8 გამოცდა და თუ არ ჩავთვლით აქტიურად გერმანული ენის სწავლას, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მცალია მსგავსი ღონისძიებებისთვის... თუმცა მესმის რა, რომ ყველას არ ჩაუბარებია გამოცდები ან სულაც სხვა მიზეზები გააჩნია ამ დროისთვის, შეგვიძლია ცოტა ხნით გადავდოთ ეს შეკრება...
თუმცა სიტყვა "გადადება" და "გადაგდება" ერთმანეთთან არ გავაიგივოთ... ეს პოსტიც იმიტომ დავწერე, რომ როგორც კი მოვიცლით, ამ პოსტს კომენტარები მივუმატოთ და ყველას თუ არა, უმეტესობას რომ გვეცლება, მაშინ გავაJAZZოთ...
p.s უი, ახლა თვალი გადავავლე წინა ეპოქას და ვნახე, რომ მაშინაც მე გამიხსნია შეხვერდასთან დაკავშირებული თემა...
ავტორი: Kate
June 23, 2008 at 3:13 PM
მე თანახმა ვარ.
მაგრამ თქვენ შეასხით ფრთები და მე მოვალ : )))
საღამოს საათებში მცალია : )))
June 23, 2008 at 11:49 PM
მოცლილი კი არა გამოცდები მაყრია თავზე ივლისის პირველ რიცხვებამდე :mo: