გოზმო გოგონა ამ თვეში გგგ:
٭თვითონ ამზადებს გარნირს ნაყინისთვის٭
ნუ პირველ რიგში შევეხოთ ისეთ ზოგადსაკაცობრიო თემას, როგორიც არის ნაყინის რაობა.
ნაყინი მრავალი მანდილოსნის ზაფხულის მენიუში ანაცვლებს ნამცხვარს. ნამცხვრის გაკეთება ზაფხულში რისკთან არის დაკავშირებული, რადგან სიცხის გამო შესაძლოა რომელიმე ინგრედიენტი გაფუჭდეს და გამოიწვიოს თქვენი თუ თქვენთვის საყვარელი ადამიანების კუჭის ლორწოვანი შრის გაღიზიანება, რაც თავის მხრივ პროვოცირებას გაუკეთებს გულის რევის სპაზმებსა თუ მოწამვლის უარეს სიმპტომებს. წ წ წ
მეორეს მხრივ, ნამცხვრის კეთების აუცილებელი პროცესია – ცხობა, რაც ზაფხულის სიცხეში ჟოჟოხეთურ ტანჯვასთან ასოცირდება. მართლაც ძნელია გაარჩიო, შენ დებ ცომს ღუმელში თუ უჩინარი ხელი შენთვითონ გხარშავს გიგანტურ შავ გუდრონიან კუპრში.
ამიტომ გონიერი დიასახლისი ან უბრალოდ გონებაგახსნილი მანდილოსანი ზაფხულში უპირატესობას ნაყინს ანიჭებს. ყველაფერთან ერთად, ნაყინი ყოველთვის უფრო ცივი იქნება ვიდრე ნამცხვარი, რაც არ უნდა გააგრილო ეს უკანასკნელი, და სანამ ეს ასეა მუდამ ნაყინი იქნება ზაფხულის ფავორიტი.
ნაყინი რომ უფრო სასიამოვნო და საინტერესო გავხადოთ, გოზმო გოგონას ამ თვეში არასოდეს დაეზარება მისი გარნირებით მორთვა. რათქმაუნდა შეგიძლიათ პირდაპირ შეიძინოთ მორთული ნაყინები, ე.წ. ნაყინის ტორტები, თუმცა როგორც იცით ეს ძვირი და მცირე სიამოვნებაა, ნაყინი კი უნდა იყოს ბევრი და ყველასთვის!
პირველი მარტივი ინგრედიენტი, რაც ნებისმიერ ნაყინს 10 ქულით აწევს დესერტის მოყვარულთა თვალში, არის დაფშხვნილი შოკოლადი.
ამისთვის დაგჭირდებათ:
სახეხი (თუ რა ქვია ამას?)
შოკოლადის ფილა
შოკოლადის ფხვნილის შემნახველი კონტეინერი.
სანამ საქმეს შევუდგებოდეთ, აუცილებლად მოათავსეთ შოკოლადი მაცივარში, რომ სიცხისგან არ დარბილდეს, თორემ არ დაიფშხვნება.
ამის შემდეგ მხიარულად დაფშხვენით სახეხის ყველაზე მსხვილ მხარეს.
როცა მორჩებით, მოათავსეთ კონტეინერში და შედგით მაცივარში. აწი თქვენი ნაყინები თქვენი მეზობლის ნაყინებზე გემრიელი და მომხიბვლელი იქნება!
სურათზე ნაჩვენები შოკოლადის ფხვნილი დამზადდა სულ რაღაც 2 "რიგი" ფილისგან. ასე რომ შოკოლადის მცირე რაოდენობით ვიღებთ ბევრ ფხვნილს.
კიდევ რა გარნირებით შეიძლება მორთოთ ზაფხულის ჰიტი – ნაყინი, თქვენთვითონ მოიფიქრეთ და არ დაგავიწყდეთ გაანდოთ სხვა გოზმო თუ კოსმო გოგონებს. დაიმახსოვრეთ, ვმესწე – მი სილა!
გგგ
პატივისცემით,
iverson :P
ავტორი: Jenny
June 30, 2008 at 3:18 PM
ოლვეიზ ფორევა ცოცხალი მარწყვი ნაყინში...
[მარწყვი მთლად მოილია? ვერ მოვასწარი საკმარისად მოსიყვარულება : ( ]
June 30, 2008 at 3:24 PM
ხო ხილიდან მარტო მარწყვი და ალუბალი იტენება მგონი ნაყინში დანარჩენები ნიტოა
ა ნუ კივი და ბანანი კიდე..
June 30, 2008 at 3:46 PM
dgven xart goimebi :P
ara es ise :)
eseigi nayins uxdeba dafqvili nigozi da nebismieri txilebi gemovnebis mixedvit
darichini anu karica
cukatebi anu damshrali egzotikuri xilebi
shededebuli rze anu sgiushoni :)
esa sul rac gamaxsenda
ise magalitad sguSoni da nigozi ertadac magaria nyinshi
June 30, 2008 at 6:17 PM
ჯენი!
მაგარი ხარ!
1 იმიტო რო სტატია ძაან მაგრა გაქვს დაწერილი. მოვკვდი სიცილით!!! D
2 იმიტო რო ლინკი გაგიკეთებია შენს ბლოგზე ამ სტატიასთან!!! მაგარი ხარ
3 ნაყინი მომანდომე!!! მე ნაყინს ვუშვები ხოლმე გახეხილ ნიგოზს. ძალიან გემრიელია!!!
June 30, 2008 at 8:33 PM
@მარი, გგგ :2kiss: :blush:
ხო რავი ეს კურაგა არ მიყვარს და ნიგოზი და თხილი კბილებში გეჩხირება :P
კიდე მიუსლის გაქურდვა შეიძლება მაინც იმდენი რამე ყრია..